- ჰანსო ეგ რა არის?

- რატომ არ მითხარი მამაჩემი ვინ იყო?! - მაშინვე ყვირილი დაიწყო გაცხარებულმა ბიჭმა.

- მ..მაპატიე... ვიფიქრე, რომ... - წამოიწყო ენის ბორძიკით ქალმა, მაგრამ ბიჭმა შეაწყვეტინა.

- რა იფიქრე?! ის ვერ მოიფიქრე, რომ სიმართლე გეთქვა?!

ჰანსოს ღრიალზე ჰიუნი შემოვარდა.

- რა მოხდა? - გაოცებული ხმით იკითხა კაცმა და ოთახში მყოფ დედა-შვილს თვალი მოავლო.

- სად არის ჩემი ნამდვილი მამა?!-ხმა დაიმშვიდა ბიჭმა.

- მან მიგვატოვა! - დაიკივლა დედამისმა. - ჯერ 1 თვისაც არ იყავი, თავის ორსულ საყვარელთან გაიქცა, მაგრამ იმანაც მიაგდო! არ მინდოდა მისნაირი ადამიანი მიგეღო მამად! - უკვე ტიროდა.

- ეხლა სად არის? - მშვიდი და უემოციო ხმით ჰკითხა ჰანსომ დედას.

- მგონი იტალიაშია. ჯანდაბაშიც წასულა! მაგ დროის შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხიხარ.

- ის ქალი და ბავშვი? სად არიან ეგენი?

- არ ვიცი... მგონი ეგ ქალი მოკვდა და ბიჭი მუნჯად დარჩა. ოღონდ არ ვარ დარწმუნებული. ისინი ცხოვრებაში არ მინახავს. მაგრამ ვიღაცეების ნათქვამი მახსოვს, რომ ის ბიჭი რაღაცით გგავს.

ამის გაგონებაზე ჰანსოს მაშინვე სუნმინი გაახსენდა. დედამისიც ხომ მკვდარი იყო, და ისიც მუნჯად დარჩა მისი სიკვდილის შემდეგ.
ბევრი ხანი იკვლია, უფრო მეტი ადამიანი გამოკითხა და საბოლოოდ გაარკვია, რომ სუნმინს და მას ერთი მამა ჰყავთ.
სუნმინი სიმართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს თუ ჰანსო გადარჩება.

*****

მეორე საღამოს ჩევონმა წინა ღამის მერე გათიშული ტელეფონი ჩართო და ეს მაშინვე ინანა, როცა მესიჯებს გადახედა. სკოლელი ბიჭები და მათი მეგობრებიც კი, რომლებიც საერთოდ არ სწავლობდნენ იგივე სკოლაში იმდენ საშინელებას სწერდნენ, რომ ჭკუიდან გადავიდა. ოთახში ჩაიკეტა და ტირილი დაიწყო.
"სკოლაში როგორ წავიდე? საერთოდ როგორ გავყო თავი გარეთ?" - მოთქვამდა გამტყდარი ხმით. დედამისმა ჯერ არ იცოდა იმ ფოტოებზე, თორემ რამე ზომებს მიიღებდა შვილის დასაცავად.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now