together

134 13 19
                                        

მისი ცხოვრება განსხვავებულია, მისი ოცნებები განსხვავებულია, მისი ფიქრები განსხვავებულია... ანდაც არა, თვითონ ისაა ერთადერთი და მართლაც რომ განსხვავებული, განსაკუთრებული.

ის საოცარია!!!!

მინდა მოგიყვეთ ორ გოგონაზე, რომლებიც ერთმანეთს ისევე იდეალირად ერგებიან, როგორც ინი და იანი.

მათი ხასიათი, გემოვნება, შეხედულებები და ყველაფერი ერთმანეთისგან ძალიან განასხვავებდათ. თითქოს ისინი ერთმანეთის საპირისპირო ადამიანები არიან. ცოტა რამ თუ მოიძებნება ისეთი, რომელზეც ერთმანეთს დაეთანხმებიან, მაგრამ ეს არ უშლით ხელს იყვნენ ერთად, იყვნენ განუყრელები.

ერთმანეთის გაცნობის დღიდან ერთმანეთს ძალზედ დაუახლოვდნენ. არ არსებობს საიდუმლო მათ შორის, რამდენად რთული სათქმელიც არ უნდა იყოს, რამდენად ცუდი, რამდენად მტკივნეული, მათ მაინც შეუძლიათ იყვნენ გულწრფელები ერთმანეთთან, აჩვენონ ნამდვილი ემოციები, გაუზიარონ ერთმანეთს მათი განცდები, გულის ტკივილი, სიხარული.

ისინი ერთმანეთისთვის ის მეგობრები არიან, რომლებზეც ასე თუ ისე ბევრი ოცნებობს.

ისეთი მეგობრები არიან, რომლებსაც ერთმანეთში ეჭვი ოდნავადაც კი არ ეპარებათ, ბევრი ნდობა და სიყვარულია მათთან. იშვიათი და ძვირფასი მეგობრობა.

ისინი ერთად, ყველას  და ყველაფრის წინააღმდეგ.

მათი ერთად ყოფნა არაფერია თუ არა ერთი დიდი კომფორტი მათთვის. შეძლებთ გაიგოთ რა გრძნობაა ეს? ამის გაგება მხოლოდ ცოტას თუ გეუძლია, ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს გყავდეს ნამდვილი მეგობარი.

ისინი არ იყვნენ ტიპიური გოგონები, არ განიხილავდნენ ჩაცმულობასა თუ მაკიაჟს, მათი განხილვის თემა მეტად საინტერესო იყო ყოველთვის. სხვებისთვის შესაძლოა რთულად გასაგები ყოფილიყო, მაგრამ მათთვის ეს ჩვეულებრივი თემა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კონტაქტობენ არასდროს დარჩენილან სალაპარაკო თემის გარეშე. ერთ ამბავს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ.

არის მომენტები, როცა მისგან შორს ხარ, გენატრება, იწყენ და მასთან ყოფნა სიკვდილამდე გინდა. მის გარეშე ყველაფერი უცხო ჩანს, შენი ოთახიც კი. იმდენად გყავთ ერთმანეთი შესისხლხორცებული, რომ წარმოდგენა საკუთარი თავის მის გარეშე უბრალოდ აღარ შეგიძლია. ხვდებით რამდენად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები?

ერთმანეთს მაინც არ ეშვებიან მოუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შორს უწევთ ერთმანეთისაგან ყოფნა. ეძებენ ყოველ ხელსაყრწლ მომენტს დარეკვისთვის, მიწერისთვის, ერთმანეთის რამოდენიმე წამით დანახვაც კი ძალას ჰმატებთ.

ორივე ძლიერია, მშვენივრად უმკლავდრბიან თავიანთ პრობლემებს, ერთად კი უფრო ძლიერები არიან.  ერთმანეთის ძალა, მოტივაცია და სიძლიერე თვითთონვე არიან.

მათი კამათი მხოლოდ წუთებს თუ გრძელდება, არ რჩება წყენა, არც გულის ტკივილი. ყველაფერი ისევე ქრწბა როგორც გაჩნდა.

ორი გოგონა ხეზე აშენებულ პატარა ხის სახლში ზის და უბრალოდ სიწყნარით ტკბებიან, ზედმეტი არაფერი, მხოლოდ ისინი, დაბალი განათება და სიწყნარე. მეტი არც არაფერი სჭირდება მათ.

ერთმანეთს უსიტყვოდ შესცქედიან, ნაზი, თბილი ღიმილით. მზერას ვერ სწყვეტენ ერანეთს და იქნებ... ეს ყველაფერი რაც მეგობრობის შესახებ ვთქვი ტყუილია? ნუთუ მათი გრძნობები მხოლოდ მეგობრობაზე მეტყველებს? იქნებ თავს იტყუებენ და სინამდვილეში ეს სიყვარულია და არა მეგობრობა......

პასუხი არავინ იცის მათ გარდა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~♡

სოუუუ 15-20 წუთში დაწერილი ვანშოთი♡♡

ეძღვნება ჩემს პატარასს  @_lilithie_ a user

togetherWhere stories live. Discover now