თავი მეთორმეტე

Start from the beginning
                                    

- ვინ არ მოიხიბლება ეგეთი გოგონათი? ღამით მებრძოლი, დილით როგორც ყვავილი, ისეთი არსება.

ყურებს ვერ ვუჯერებდი. ეს ალისებრთა ხალხი იყო. გაოგნებული ვიყავი. ნელ-ნელა ვიაზრებდი თუ რამდენად დიდი ტყუილის მორევში ვიყავი. რენის ნამდვილი სახელი ილიანია? ეს ალვარომ იცის? რატომ იტყუება? საერთოდ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? უეცრად კედელთან აყუდებულ ლითონის ყუთს ფეხი წამოვკარი და დიდი ხმაურით ძირს დაენარცხა. ყველაფერი სამარისებულმა სიჩუმემ მოიცვა და პირზე ხელაფარებული ვცდილობდი ზედმეტი ხმა არ გამომეცა. ცოტა აკლდათ და მომიახლოვდებოდნენ. გასაქცევიც არ მქონდა. ისარი მშვილდზე მოვათავსე და სასროლად მზად ვიყავი. ვიაზრებდი, რომ მათთან საუბარს ვერ შევძლებდი, ამიტომ მათი მოკვლა ერთადერთი გზა იყო.

- რას აკეთებთ ბიჭებო?

ეს ნაცნობი ხმაა. რენის ხმაა. მშვილდი ნელ-ნელა ქვემოთ დავწიე.

- ილიან? აქ რა გინდა?

- და თავად რას აკეთებთ აქ ლუკ, ლიამ?

- ყველაფერი აირია. ნიკოლასი ყველას დაგვხოცავს. არ ვიცით რა ვქნათ.

- საერთოდ რა განერვიულებთ? ან ვინ თქვა, რომ ნიკოლასს ეკუთვნით?

- ეს ასე არ არის, ილიან?

- როგორ თუ ეგრეა? დაგავიწყდათ ვინ იყო თქვენი უფროსი?!

- მე...

- ხმა! აქედან გაეთრიეთ და მეორედ არ გავიგო მაგ ნაგავის სახელი ჩვენს წრეში. გასაგებია?

- დიახ, სერ.

რენი ასეთი გაბრაზებული პირველად დავინახე. თუ ილიანი ვუწოდო? რაც არ უნდა იყოს, ახლა შესაფერისი დრო იყო, რომ წავსულიყავი. ვიცოდი, რომ თუ აქედან არ გავიდოდი, საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა. არც კი ვიცი ილიანი ვინ არის, ვის წრეშია. არც ის ვიცი, თუ ამ ორ ადამიანს ნიკოლასის ასე ძალიან რატომ ეშინიათ, მაგრამ იმავე შიშს ილიანში ვერ ვხედავდი. ჩემში ყველაფერი ბურანმა მოიცვა და გაურკვევლობის კორიანტელში ვიყავი გახვეული. ამჯერად ერთადერთი რამ, რაც ვიცოდი, იყო ის, რომ აქაურობას რაც შეიძლება მალე უნდა გავცლოდი.

- სად მიიჩქარი, ნაიარა?

ჯანდაბა... შემამჩნია.

- ვინ ხარ?

- თავს ნუ იტყუებ. ვიცი, რომ ნაიარა ხარ. აქ რას აკეთებ?

რაიმის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. მშვილდი დაბლა დავუშვი და საუბარი დავიწყე.

- იქნებ თავად ამიხსნა რენ? თუ ილიანი დაგიძახო?

- მართალია. ჩემი რეალური სახელი ილიანია. ყველა რენით მიცნობს, რადგან როგორც შენ, ზუსტად ისე ვმალავ საკუთარ თავს.

- ამის მიზეზი რა არის?

ილიანი ნელ-ნელა ჩემთან ძალიან ახლოს მოდიოდა.

- და შენი მიზეზი რა არის? დილით ნაზი არსება, ღამით მომაკვდინებელი პეპელა. ამას როგორ ახსნი, ნაიარა?

ილიანი ჩემთან მოახლოებას არ წყვეტდა. ნელ-ნელა იღიმოდა და მომხიბვლელი უფლისწულის როლს ირგებდა.

- მე...

საუბარი აღარ შემეძლო. ვეღარაფერს ვამბობდი. ფიქრებში გართული ვიყავი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, როცა მოულოდენლად ილიანმა ნიღაბი მომხსნა და მისი თბილი ტუჩები ჩემს ბაგეებს შეეხო. მისი ხელები ჩემს კისერს ეხებოდა. იგი კოცნას არ წყვეტდა და ნელ-ნელა უფრო მჭიდროდ ეკვროდა ჩემს სხეულს. ახლა უკვე მესმის, თუ რას ნიშნავს მუცელში პეპლების ფრენა...

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now