1 თვის შემდეგ

- იუ მინნნნნ!!! - სანის კივილისებური კივილი მაღვიძებს დილის 7 საათზე.
- რა ჯანდაბა გაყვირებს?! - თავში ბალიში ვესროლე,
- სწარაფად უნდა ადგე, კომპანიიდან მესიჯია, - ლოგინიდან წამომაგდო და ტანსაცმელი მომაჩეჩა, თავად კი ოთახი დატოვა.
  გარტყმაში არ ვიყავი, რა ხდებოდა, მაგრამ რახან დილაუთენია სანი მაღვიძებს და თანაც კომპანიიდანაა მესიჯი, სასწრაფოა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვემზადო.
  დორმი დავტოვეთ. მისვლამდე, ათასი რამ ვივარაუდეთ. სანი ამბობდა, განცალკევებით უნდა შეგვაქონო, მე კი ჯოჯოხეთური ფიქრები არ მასვენებდა და მეგონა რომ ჩვენს დატუქსვას, გაგდებას ან თუნდაც ყველაზე საშინელ, ბიჭების ჩვენს დორმში დაბრუნდებას აპირებდნენ.
საბოლოოდ მივაღწიეთ.
- გამარჯობა, - თავი დავუკარით დირექტორს,
- გოგონებო, ჩამოსხედით, - მოგვამრთა მან და სკამისკენ მიგვითითა
- რაზე დაგვიბარეთ? რამე მოხდა? - ჰკითხა სანიმ
- ცოტა მოითმინეთ, ვიღაცეებს დაველოდოთ, - დირექტორის ამ ნათქვამმა ორივე გაგვაკვირვა, ნუთუ კიდევ ვინმე უნდა მოსულიყო აქ ჩვენს გარდა? ეს მესიჯი სხვებსაც მიუვიდათ?
- აი ისინიც, - ხელი კარისკენ გაიშვირა, სადაც ნიკოლასი და ქეი იდგნენ. ამათ აქ რა უნდათ?!
- ქეიი, - სანი მასთან მივარდა და ჩახუტება დააპირა, მაგრამ შეჩერდა, მე და ნიკოლასმა რომ ვჭყიტეთ თვალები. ესენი უკვე ერთად არიან?
- თქვენც ჩამოჯექით, - მიუთითა მათაც, - ალბათ ძალიან გაინტერესებთ ოთხივეს, თუ რატომ მოგიყვანეთ.
- დიახ! - შევძახეთ ერთად.
- მოკლედ... ჩვენ გაკვირდებოდით, როგორ მუშაობდით წყვილებში, როგორც ცდილობდით, რომ საუკეთესო შედეგი გეჩვენებინათ ჩვენთვის, ამისთვის მადლობას მე გიხდით, - ყველას ღიმილი გადაეფინა სახეზე, მეც გავიკრიჭე, - ასე რომ... დიდ ხნიანი ფიქრის შედეგად, გადავწყვიტეთ, თქვენ ოთხნი დაგადებიუტოთ ერთ ჯგუფში. 
მე... ძალიან გაოცებული ვარ. არ მჯერა! დაუჯერებელია! იქნებ ჯერ კიდევ მძინავს? გადავხედე ჩემს მეგობრებს, ისინიც პირ დაღებულნი მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
- ჩვენ ძალიან... გაგვიკვირდა, - უთხრა ქეიმ
- მე კი იმედი მქონდა გაგიხარდებოდათ, - მოიღუშა  დირექტორი
- არა, არა, ჩვენ ყველას გვიხარია, ძალიან! ხომ ასეა? ამით ვართ გაოცებული, საკუთარი თავებით, ნუთუ ასეთი კარგები ვიყავით რომ თქვენ... წარმოუდგენელია, გმადლობთ! - ნიკოლასმა თავი ათასჯერ მაინც დაუკრა, ჩვენც ავყევით. მართლაც ძალიან მიხარია, მაგრამ ნიკოლასთან ერთად? ეს ცუდია...
- გავიგე, რომ რაღაც დროით, ერთად მოგიწიათ ცხოვრება. იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით, ისევ გოგონების საცხოვრებელში რომ გადახვიდეთ. ახლა თავისუფლები ხართ, - გვითხრა ისევ დირექტორმა.
სანი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
- ნიკოლასის და მინის შერიგების დრო დადგა, - თქვა ქეიმ.
- არ ვაპირებ. მან მითხრა, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ და ჩემი დანახვა არ სიამოვნებს, - ნიკოლასმა იმ მომენტის გახსენება დაიწყო, როდესაც ჩვენი ჩხუბის შედეგად, თავის დამწვარ დორმში დაბრუნდა. მეც ავყევი.
- ეს... თვითონ მითხრა, რომ თავი მაგარი ვიღაც მგონია და შემდეგ ჩაიბურტყუნა ვერ გიტანო,
- მოიცა და შენ მიტანდი? ვინ იყო ის რომ მიპასუხა, მაშინ ჩემს ცხოვრებაში რას შემოეფეთეო? - არც ის მითმობდა.
- მერე შენ არ თქვი, წავალო? მოგშორდები და აღარ შეგაწუხებო? რა ჩემი ბრალია, ასე ძაან რომ გინდოდა დაბრუნება.
- შენ მაიძულე, შე მართლა...
- მოკეტეეთ!!! აღარ შემიძლია თქვენი ჩხუბის მოსმენა, იმასაც ვერ ხვდებით, რომ უამრავი წელი ერთად უნდა გაატაროთ! ეს ლაწირაკები... - სანი ჩაერია და ორივეს ხელები დაგვავლო.
- შერიგდით უკვე! - გვიყვირა გამწარებულმა წყვილმა.
- ღმერთო, კარგით, გაჩუმდით! - იყვირა ნიკოლასმა და ნეკი გამომიწოდა, - შემირიგდი ახლა, თორემ შეგვჭამენ ესენი, - ამაზე გავიცინე.
- არ ვიცი... - გაწვალება გადავწყვიტე, რაზეც ისევ გაბრაზდა
- თუ არც, - მიყვირა.
  ამაზეც მოვკვდი ხარხარით და ხელში ვწვდი.
- კარგი ხო, ვხუმრობ. შეგირიგდები, უბრალოდ შენ ისე ადვილად ბრაზდები... სასაცილო ხარ, - დავეჭყანე.
- ახლა კიი, ჩაეხუტეთ, - მხრებში მწვდა სანი და ნიკოლასისკენ მიმწია, ქეიმაც იგივე გაიმეორა ნიკოლასთან და საბოლოოდ, ერთმანეთის ხელებში აღმოვჩნდით.
დორმში ერთად დავბრუნდით, ვიგულისხმე მე და ნიკოლასი, რადგან სანიმ და ქეიმ ამ შუა ღამისას გასეირნება გადაწყვიტეს. თითქოს ვერ ვხვდებოდე, პაემნებზე რომ დადიან. საცხოვრებელი საკმაოდ არეული იყო და შემრცხვა
- ოუ... დორმს ჩვენი არ ყოფნა დაეტყო, - თქვა ნიქომ.
- ხოდა უთხარი, რომ უკვე აქ ხარ და მოუვლი, - ცოცხი გავუწოდე და მხარზე ხელი დავარტყი. მე კი სანის ოთახში დავბრუნდი და ლოგინი გავშალე.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now