თავი 1

812 25 20
                                    

,,ლექსო გაიღვიძე რა" თავზე დამჩხავის კესო.

,,აუ, კესო. კარები არ ჩავკეტე გუშინ?" ვუთხარი გაბრაზებულმა.

,,კი მაგრამ მე გავაღე" ამაყით მომიგო.

,,შენ არ იცი რომ ბიძიას გაღვიძება არ შეიძლება როცა კომპანიაში არ არის წასასვლელი?" გავუწყერი.

,,დედამ დამავალა შენი გაღვიძება და რა ვქნა." მითხრა და ზურგზე დამახტა.

,,ჰო რათქმაუნდა, ჩემი და. ეს მისი დავალებაა" ვთქვი და დავიმანჭე.

,,დე... გავაღვიძე" ბედნიერი იყო კესო.

,,ნინი რომ ჩამოვალ დაგჭრი" დავუძახე ჩემს დას.

,,ჯერ ჩამოდი და დაჭრა მერე იყოს" ამომძახა ნინიმ.

,,ბიძიას პრინცესავ. მიდი ახლა გადი და ჩამოვალ." შუბლზე ვაკოცე კესოს და გავუშვი.

საათს დავხედე 12:30 იყო.

,,აუ ასე ადრე რატო გამაღვიძეთ სამსახურში ყველაფერი რიგზეა, კრიზისი არ გვაქვს და დღეს ყველა ისვენებს ჩემს გარდა. " ვიღრიალე და ჩაცმა დავიწყე.

სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ნინი საუზმეს ამზადებდა.

,,დილამშვიდობისა საყვარელო ძამიკო" მითხრა საყვარლად.

,,ჩემი კაი და კი არა მტერი ხარ" ავუბუზღუნდი და სავარძელში ჩავესვენე.

,,ბიძია თმა გამიკეთე რა" მოვიდა კესი და რეზინები მომაჩეჩა ხელში.

,,აუ კესო კაი რა"

,,ლექსო არ აწყენინო გაუკეთე" ჩემი და ჩემს გასაბრაზებლად კესოს მხარეს იყო.

,,აუ იმენა მტერი ხარ თქო გითხარი რა"

,,ბიჭო 25 წლის ხარ, უკვე ცოლ-შვილზე უნდა ფიქრობდე და შენ მარტო ძილზე ფიქრობ"

,,ცოლ-შვილი და სიდედრი რა საფიქრალია როცა ძილი არსებობს" გავიცინეთ.

,,აუ ლექსო მოლში წამიყვანე რა." მითხრა კესომ ლეკვის თვალებით.

,,კაი კესი წაგიყვან ბიძიას პრინცესა."

,,იეს, ადექი წავიდეთ"

,,კესი ჯერ ვისაუზმოთ დე და მერე წადით"

,,მოიცა შენ არ მოდიხარ?"

,,არა, ტრენინგი უნდა ჩავატარო არ მცალია"

,,აჰამ გასაგებია რატომაც გამაღვიძე ასე ადრე." წარბები შევკარი.

,, კარგი რა ნუ ბუზღუნობ, მოდი ისაუზმეთ"

ვისაუზმეთ. ნინიმ კესი გამოპრანჭა. კესიმ მთელი მოლი მომატარა. ყველა მაღაზიაში შემიყვანა. ყველაფერი სათითაოდ ნახა და საბოლოოდ არაფერი არ მოეწონა. ბოლოს Mac Donald-ში შევედით და ვჭამეთ. მოლი იკეტებოდა თორე კიდევ არ წამოვიდიდა იქიდან.

,,მოვედით" ვთქვი დაღლილმა.

ნინი ვახშამს აკეთებდა როცა მივედით.

,,ჩემი ბაჭიები მოვიდნენ" შეგვეგება ჩემი და.

,,ვაიმე ეს რა პრეტენზიულია, დედის ასლია" თვალები გადავატრიალე.

,,უყურე რა, მე რაღას მერჩი." კესოს ჩაუკრა თვალი.

,,ყველა მაღაზია მომატარა და ყველაფერი გაისინჯა. აჰა მარტო ეს იყიდა"

ნინის ხელში გავუწოდე ორი პატარა პარკი. ერთში ქუდი იდო და მეორეში ვარდისფერი ბლოკნოტი.

,,დედას პატარა. ეს რა გიყიდია დედი" მოეფერა კესის.

,,ჰო შენ მოეფერე, მოეფერე."

,,ნუ ბუზღუნებ." მუცელთან დამარტყა ნინიმ და ვახშმის მომზადება განაგრძო.

,,წავალ ცოტას ვივარჯიშებ"

,,ვახშამი მალე მზად იქნება"

,,აუ ნინი რამე მსუბუქი რა თორე კესომ Mac Donald გამოზიდა."

,,კარგი, კარგი" ჩაიცინა და სამზარეულოში შევიდა.




_________________________________

ახალი ფიკი მორბის ხალხოოო❤️

მეორე ფიკის შეფასებით კმაყოფილი არ ვარ🙁მაგრამ არაუშავს არ ვკარგავ მოტივაციას☺️

რაც უფრო მეტია შეფასება მით უფრო მეტია მოტივაცია 😎

მეორე თავი დაიდება შეფასების და თავის მოწონების მიხედვით 🥰

შეგახსენებთ რომ უყვარხართ თქვენს ალუბალას ❤️🍒

ბედი თუ გამართლება?!✅Where stories live. Discover now