ცოტახნიანი ძილის გამო, გაღვიძებისთანავე მთქნარებას მოვყევი. იუბილარი შევანჯღრიე, მე კი ნახევრად თვალებდახუჭულმა დავიწყე გამზადება. ოთახიდან ჯერ კიდევ გაბრუებული გავედი. ნიკოლასი დივანზე იჯდა და ყავას სვამდა. ქეიც იქვე იდგა და ისიც იმავეს აკეთებდა. ყავის დანახვაზე და სუნზე დავიჭყანე. ჭიქაში ცხელი წყალი ჩავასხი, ჩაის ფერი მივეცი და რძე და შაქარი დავამატე. აი, ნამდვილი სიამოვნება! ამის შემდეგ, როგორც ყველას დედამ, სენდვიჩების გაკეთება დავიწყე. მალე მინიც გამობაჯბაჯდა ოთახიდან და მანაც რომ ყავა გაიკეთა, თვალები ავატრიალე.
— მოდით და ისაუზმეთ, — დავიძახე ხმამაღლა.
საუზმობას რომ მოვრჩით, ერთად წავედით კომპანიაში. დილით ცეკვის გაკვეთილები გვქონდა. ახალი ქორეოგრაფია ვისწავლეთ და მთელი სამი საათი იგივეს ვიმეორებდით. შემდეგ ინგლისურზე შევედით. ტესტი მშვენივრად დავწერე და კმაყოფილი გავემართე მუსიკის ოთახისკენ, ისევე როგორც მინი, რადგან მთელი დღეები თავს ვაჭამდი და ყველა სიტყვას ასჯერ ვკითხულობდი, ხან რას ვეკითხებოდი ინგლისურად ხან რას, რომ სწავლა არ დაზარებოდა და ფორმაში ყოფილიყო. ეს გაკვეთილიც გადავაგორეთ და დადგა პარტნიორებთან შეხვედრის დრო. სიმღერა ჩავრთეთ და უკვე დადგმული და ათვისებული ქორეოგრაფიის შესრულება დავიწყეთ. თავიდან კარგად მივდიოდი, მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ხელი, ფეხი, არ ვიცი, რაც იყო, ამერია, რის შედეგადაც ისევ ძირს აღმოვჩნდით ორივენი.
— სულ ზედ როგორ უნდა მეცემოდე, — დაიწყო წუწუნი მან.
— ბოდიში, ცოტა კონცენტრაცია მიჭირს დღეს, — მოვიტყუე...
— თავიდან კარგად გამოგდიოდა, — ჩემ სიმაღლემდე დაიხარა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო, — სანი, ახლა ყვეელაფერს დაივიწყებ, საერთოდ ყველაფერს! და ისე იცეკვებ. მთელი სამყარო გათიშე, წაშალე, რაც გინდა ის უქენი, ოღონდ ცეკვაზე კონცენტრირდი. შემოწმება რამდენიმე დღეშია და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, კარგი?
— კარგი... — თავი გაშტერებულმა დავუქნიე.
ის იყო პირველი ცეკვა დავასრულეთ, რომ ყვირილი შემოგვესმა. სულ დამავიწყდა, რომ ოთახში ჩვენ გარდა, მინი და ნიკოლასიც იყვნენ.
— ხოდა მასე ვიზამ! — იყვირა ნიკოლასმა და გარეთ გავარდა.
— ძალიან კარგი! — მიაძახა მინიმ.
გაფართოებული თვალებით შევცქეროდით ამ სანახაობას.
— რა მოხდა? — სიჩუმე ქეიმ დაარღვია.
— ვუთხარი, რომ თავის დორმში დაბრუნებულიყო და თავიდან მომშორებოდა, — მხრები აიჩეჩა მან.
— ასე ადვილად ვერ მოიშორებ თავიდან, დონსენ, შეიძლება ოთახში დაბრუნდეს, მაგრამ სახლში მაინც მოგიწევთ ერთმანეთთან შეხვე... — მხიარულდ დავიწყე, მაგრამ სიტყვა გამიწყდა, როდესაც მისი უემოციო სახე დავინახე და მივხვდი, ლაპარაკი ჩვენ სახლზე არ იყო.
მაშინვე გარეთ გავვარდი და ნიკოლასს დავუწყე ძებნა, ვიპოვე კიდეც, მაგრამუკვე გვიანი იყო. მან ძველ დორმში დაბრუნება უკვე მოითხოვა...

  იმედია ძალიან არ გაგვიბრაზდებით, იმის გამო, რომ შეიძლება 1-2 კვირა ახალი თავი ვერ ავტვირთო, ინტერნეტის უქონლობის გამო 😶 ._. მაგრამ გპირდებით, აუცილებლად იხილავთ გაგრძელებას 💗

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now