მთელი ამ ვარჯიშებია და გაკვეთილების შემდეგ, ღამის პირველ საათზე, ძლივს მივაღწიეთ დორმამდე. ჩვენი ბინა მეხუთე სართულზე მდებარეობდა.
სახლში შევედით და გარემოს თვალი მოვავლეთ. ჩვეულებრივი, პატარა ბინაა, თრეინობისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ლამაზი და მყუდრო. მალე ჩვენი აქ ყოფნა დაეტყობოდა.
პირველი რაც გავაკეთეთ, ოთახების არჩევა იყო. რაც ძალიან ადვილი იყო. უბრალოდ, ერთდროულად უნდა შევსულიყავით იმ ოთახში, სადაც გვინდოდა, ჩვენ კი სხვადასხვა ოთახებში შევედით. მე მარჯვნივ, მინი კი მარცხნივ. გადავწყვიტე, რომ მებანავა და შემდეგ ამომელაგებინა ბარგი.

ოცი წუთის შემდეგ, ოთახიდან ყვირილით და თმის მშრალებით გამოვედი.
- მინი, ჩემი ქუსლის კრემი ხომ არ იცი სად არის? ვერ ვიპოვე. ისევ გამიუხეშდა კანი. იქნებ შემთხვევით შენ ჩან...
გვერდით მივიდეხე და გავშეშდი.
შემოსასვლელში ორი მაღალი ბიჭი იდგა, ჩემოდნებით ხელში.
- მე მქონია. შენ ჩემი საცვალი ხომ არ გინახავს? აი ის პანდები რომ ახატია, ხომ იცი, ჩემი საყ...
მან ჩემ მზერას გააყოლა თვალი და სიტყვა გაუწყდა.
რამდენიმე წამით ყველა ასე ვიდექით. მე და მინიმ ერთდროულად დავიწკმუტუნეთ და ოთახებში შევვარდით.
ეს რა ჯანდაბა იყო?!
სასწრაფოდ გამოვიცვალე. კარების დაკეტვის ხმა გაისმა. ამოვისუნთქე. ალბათ შეეშალათ და წავიდნენ.
ოთახი დავტოვე, მინისთან შევარდნას ვაპირებდი, მაგრამ ისევ ადგილზე გავშეშდი. ის ორი უსირცხვილო, ისევ აქ იყო.
მინიც გამოვიდა.
- აქ რას აკეთებთ? - ვკითხე მათ.
- ეს ჩვენი ბინაა, - თქვა ჩუმად გრძელფეხებიანმა.
- უკაცრავად? - ხმა ამიღო მინიმ.
- ბიჭებო, მგონი ბინა შეგეშალათ.
- მე კი ვფიქრობ, თქვენ შეგეშალათ და გთხოვთ მალე გადაბარგდეთ. ძალიან დაღლილები ვართ და დასვენება გვჭირდება, - თქვა მეორემ.
- რაო? - აღმოხდა მინის ოდნავ სიცილთან ერთად, - არც ჩვენ ვართ უსაქმურები! იცით, როგორია თხუთმეტი საათი გადაბმულად ვარჯიში?
- დამერწმუნე, ეგ ჩვენზე კარგად ნამდვილად არ იცით! - არ დაუთმო მანაც.
- გთხოვთ, ახლავე მიბრძანდეთ ჩვენი ბინიდან! - მხოლოდ ტუჩებით გაუღიმა მინიმ.
- აქ ჩვენ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! - გამოხტა ისევ ის გრძელფეხება.
- ია! ჩემ დაქალს ნუ ეუხეშები! - არ შევარჩინე.
- მომიტევეთ, თქვენო უდაქალისბესთესობავ, - ცალყბად ჩაიღიმა მან.
- ეს პატარა... - ჩუსტი ავიღე და მისკენ გავიწიე.
თავისი გრძელი ფეხებით, ჟირაფივით სირბილი დაიწყო, ისედაც პატარა ბინაში. მინი და მეორე გაცხარებულები კამათობდნენ.
- ბოდიში მოიხადეთ და უპრობლემოდ გაგიშვებთ! - ვუთხარი მათ.
- ჩვენ რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? აქეთ შევიტან სარჩელს კაცზე ძალადობისთვის!
- კაცზე, კი, - ჩავიცინე.
- ია!
- ჯერ ეგ ერთიც, უნებართვოდ შემოიჭერით, ორი გოგონას საცხოვრებელში! თანაც შიშველი მნახეთ! აქეთ უნდა გიჩივლოთ!
- რა ჩვენი ბრალია, თუ ღამის პირველ საათზე ისევ ბანაობდი! საერთოდაც ეს ჩვენი ბინაა!
- კიდევ რომ ენას ატლიკინებს!

უკნიდან წივილ-კივილის ხმები გაისმა. მინი და ის მეორე ერთმანეთს თმებში ჩაჰფრენოდნენ.
- გამიშვი, დებილო!
- თვითონ გამიშვი, ალქაჯო!
- იაა! - იმხელაზე ვიყვირე, ლამის გული წამივიდა.
ორივენი გაჩერდნენ და მე შემომხედეს.
- ხელები დააყენეთ!
დამემორჩილნენ და ადგილზე გასწორდნენ. ორივე უხერხულად იყურებოდა აქეთ-იქით.
- რითი დამიმტკიცებთ, რომ ეს თქვენი ბინაა? - ბიჭებს შევხედე.
- აი, - ბარათები ამოიღო მეორემ და გვანახა.
ოთახში შევედი და ჩემი და მინის ბარათები გამოვიტანე.
ოთხივე უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით კაი ხანი.
- არ ვიცი აქ რა ხდება, მაგრამ სანამ გავარკვევთ, თქვენ მინის ოთახში დარჩებით. ხვალ მოგხედავთ! ისედაც ძალიან დავიკელით ძილი, - ვუთხარი მათ. მინის ხელი დავავლე და ჩემ ოთახში შევიყვანე.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now