1-ლი თავი

1.4K 52 4
                                    

-დედა: ენ ჩახვედი?
-ენი: კი დედა ჩავედი და ჯერჯერობით სასტუმროში გავჩერდები!
-დედა: აბა საერთო საცხოვრებელიო?
-ენი: დედა ჯერ უნდა დამიდასტურონ მოთხოვნა!
-დედა: კარგი თავს მიხედე!
-ენი: კარგი დე!

-ენი: დიახ, ეს მე ვარ, ენი, 161სმ არც თუ ისე დაბალი მაგრამ მაინც დაბალი, ალბათ ვისთვის როგორ, შავგვრემანი ვარ, გამხდარი, სახეზე ფერმკრთალი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი.
კორეაში ჩამოსვლა და ამ ენის სწავლა კორეული სერიალების გამო გადავწყვიტე და აი მეც აქ ვარ, კორეულ უნივერსიტეტში
გაცვლითი პროგრამით მოვხვდი, ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიე.
არ მოგატყუებთ, გამიჭირდა ოჯახთან განშორება, მაგრამ უნდა ვისწავლო და მიზანს უნდა მივაღწიო, ისინიც ხომ ამისთვის შრომობენ, რომ მე მათი იმედები გავამართლო და ოცნება ავისრულო.
პ/ს იურიდიულზე ვაბარებ.
9:00 მაღვიძარა რეკავს:
ენი გაემზადა და უნივერსიტეტის გზას გაუდგა, სასიამოვნო გარემო იყო ლამაზი ხედები და ლამაზი უნივერსიტეტი, მაგრამ ხალხი იმაზე რასისტი იყო, ვიდრე სერიალებში მიუხედავად ამისა ენის მარტივად მიეჩვივნენ, პირველი იმიტომ რომ ენა ძალიან კარგად იცოდა, მეორე იმიტომ რომ მეგობრული იყო და ალბათ მესამე მიზეზიც პირველი მიზეზია.
-ენი: სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯია!
-ჯია: ჩემთვისაც სასიამოვნოა, წამოდი დაგათვარიელებინებ.
-ენი: სიამოვნებით!
-ჯია: ეს იურიდიულის შენობაა, მეოთხე კორპუსი, ალბათ ყველაზე ლამაზიც ესაა.
-ენი: მთავარია როგორ მასწავლიან და მაინც მართლა ძალიან ლამაზია.
-ჯია: რამდენი წლის ხარ?
-ენი: 20 წლის ვარ, შენ?
-ჯია: მე 23 ის ვარ და ბოლო კურსზე ვარ!
-ენი: უკვე ამთავრებ?
-ჯია: ეს ორი სემესტრი დამრჩა, შენ როგორ ხარ 20ის პირველ კურსზე?
-ენი: ჩემს ქვეყანაშიც ვსწავლობდი, ასე რომ ეს მეორე უნივერსიტეტია.
-ჯია: ასე ძალიან გინდოდა აქ ჩამოსვლა?
-ენი: რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის მხოლოდ ფილმებში ყურება ძალიან დიდი სტრესია.
-ჯია: ნელ-ნელა გაეცნობი ყველაფერს და გაიქცევი.
-ენი: მარტივად ვერგები სიტუაციებს, არც აქ გამიჭირდება შეგუება.
-ჯია: იმათ ხედავ?
-ენი: კი ლამაზები ჩანან!
-ჯია: კი სიმპატიურები არიან, მაგრამ მაგათგან თავი შორს დაიჭირე მეორე კურსელი მექალთანეები არიან, რომლებიც მამიკოს ფულით მოხვდნენ აქ, მათთან ურთიერთობის გამო ბევრი გაირიცხა.
-ენი: ნამდვილად შორს დავიჭერ თავს!
-ჯია: გაკვეთილების შემდეგ შეხვედრაზე რას იტყვი?
-ენი: ძალიან კარგი აზრია, თან ბინა უნდა მოვძებნო და შენ უკეთ იცი.
-ჯია: ჩემთან გადმოდი შეგვიძლია თანხა გავინაწილოთ, ლამაზი და კეთილმოწყობილი ბინაა.
-ენი: ძალიან კარგი აზრიაა!
-ჯია: მაშინ წავიდეთ ჩემთან.

Do you wanna play?!🔞Where stories live. Discover now