თავი პირველი

143 13 2
                                        

ზიგმუნდ ფროიდმა ერთხელ თქვა: "თუ გინდა ცხოვრებას გაუძლო მაშინ მოემზადე სიკვდილის მისაღებად."

მე მივიღე სიკვდილი, მაგრამ ცხოვრება მაინც გაუსაძლისია.©ჰარი

***

-ა-ა-ა-ჰ! ლუი!-მსუბუქი ყვრილი ოთახში და ჩემი სხეული მძიმედ ეცემა საწოლზე. ვბრუნდები და ჭერს ვუყურბ,სანამ ჩემი სუნთქვა არ დამშვიდდება. ჯანდაბა, მაგარი იყო. კრისტი,სარა,ლუსი-რა მნიშვნელობა აქვს რა ერქვა... მთავარია კარგი იყო. კიდევ ერთი გოგო.

-რომელი საათია? ვეკითხები,პასუხის გაცემის საშუალებას არ ვაძლევ, ვიჭერ მის მაჯას და ზედ საათს ვუყურებ. 15:10
-ჯანდაბა! ეს რა,ხუმრობაა?​ გიჟივით წამოვხტი და ოთახში გაფანტულ ტანსაცმელს ძებნა დავუწყე. ვიცვამ და თან მის წუწუნს და შეურაცხყოფას ვისმენ.
-5 წუთში ლექცია მაქვს! სად ჯანდაბაშია ჩემი მაისური?

- დამირეკავ?

- იმედიც კი არ გქონდეს.

და ისევ ის უკმაყოფილება. ყურადღებასაც აღარ ვაქცევ,დიდი ხანია მივეჩვიე. ვცდილობ თმები გავუსწორო, მაგრამ არაფერი გამომდის. მძიმედ ამოვიოხრე. ჩანთა , ქურთუკი და ტელეფონი ავიღე. - ნაძირალა!!!​
თვალს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და კარს ვაღებ.

- მომისმინე კრისტენ...

-ელეონორი!!

- ჰო,რა თქმა უნდა, ელეონორ. ეს ძალიან მაგარი იყო,ძალიან ნიჭიერი ხარ და რამე,მაგრამ აქ სრულდება ყველაფერი. არ ვაპირებ რომ...- სიტყვა მიწყდება და ძლივს ვახერხებ ნასროლი მაგიდის სანათი ავირიდო. ვაუ.. გაოცებული ვუყურებ.ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესად გამომდის. ძირს დაყრილი ნამსხვრევების დანახვაზე ირონიულ სიცილს ვერ ვიკავებ.
- კარგი, გასაგებია.შენც კარგ დღეს გისურვებ.
გამოვდივარ ოთახიდან და მისი ყვრილი მაინც მესმის.

***

გიჟი. სიცილს ძლივს ვიკავებ,ტელეფონს დავხედე 15:18.
-ჯანდაბა.
უნდა გავიქცე რომ მივასწრო. სწავლა სამი კვირის წინ დაიწყო და ერთხელაც კი არ მივსულვარ დროულად. მხოლოდ ასეთ მომენტებში ვაცნობიერებ რამდენად დიდია უნივერსიტეტის კამპუსი. ხვნეშით მივირბინე აუდიტორიის კარებამდე. გავჩერდი რომ ამომესუნთქა,უცებ კარი გაიღო, ვიღაცამ უხეშად ხელი მკრა და ძირს დავეცი.
- უფრო ფრთხილად არ შეიძლება?!
სწრაფად ვდგები,მხოლოდ ხვეული თმის დანახვას ვასწრებ,რომელიც კორიდორში უჩინარდება.
-„ბოდიში"დაგავწყდა?-ვუყვირი-და როგორც ჩანს მართლა დაავიწყდა, იმიტომ რომ არც კი შემოტრიალდა. -დეგენერატი.
მაისურს და თმას ვისწორებ და აუდიტორიაში შევდივარ.

The degradationWhere stories live. Discover now