კახეთი

Start from the beginning
                                    

[ლიკა]
16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 14:25
ზარი დაირეკა, გაკვეთილები დამთავრდა, ნიკასთან და ანისთან ერთად გარეთ გამოვედი, ირაკლი და ლაზარეც გარეთ იდგნენ, ირაკლის მანქანასთან, არ მინდოდა მანქანაში ჩაჯდომა, რემენაირად ლაზარე ფეხით უნდა წავაჩანჩალო.
-კაი პატარავ,-უთხრა ნიკამ ანის-წავედი აბა, ხვალამდე-და აკოცა-ნახვამდის იხვის ჭუკო-ჩამეხუტა.
-ნახვამდის, ჩოჩორო-დავემშვიდობე მეც-აბა ბიჭებო როგორი დღე გქონდათ?-ბიჭებს მივუბრუნდი.
-რავი მოსაწყენი-მითხრა ირაკლიმ-და ნერვების მომშლელი.
-რატომ?-ვკითხე
-აბა შენ იჯექი ერთ კლასში, ყოველ დღე იმ ქალბატონთან ერთად-თავით ნინოსკენ მანიშნა-და მერე ვნახოთ როგორ კარგ ნერვებზე იქნები.
      -აჰჰ, გასაგებიაა.
      -აუუ არ წავიდეთ?-დაიწუწუნა ანიმ-თორე ის გოგო შემომაკვდება-ნინოსკენ გაიხედა მანაც-ერთი უყურე ირაკლის როგორ უყურებს,არ უნდა გაწეწო?-მივიხედე ნინოსკენ,მართლაც ირაკლის ისე უყურებდა თითქოს ირაკლი კი არა ვიღაცა ამერიკელი მსახიობი დაინახა რომელიც ძალიან უყვარსო, ნერვები დამეძაბა, მგონი ამ გრძნობას ეჭვიანობას ეძახიან. ამ ერთი თვის განმავლობაში ირაკლის ძალიან მივეჩვიე, არ ვიცი რას ვგრძნობ მაგრამ, ნამდვილად ვგრძნობ რაღაცას,თუმცა უნდა დავმალო რადგან არ ვიცი თვითონ რას გრძნობს ჩემს მიმართ, შეიძლება შევრცხვე.
      -წამო ლაზარე ჩვენ ფეხით წავიდეთ,-ვუთხარი მე.
      -რასამბობთ-წამოიძახა ირაკლიმ-წამოდი მე წაგიყვანთ.
-აუუ არა რაა,-შევხედე თვალებში.
-კარგი-თქვა ირაკლიმ, მან ხომ იცოდა რატომ არ მიყვარდა მანქანები და არ შემწინააღმდეგებია.
-მაინც მადლობა ირაკლი, აბა კარგად-ანი და ირაკლი გადავკოცნეთ და წამოვედით.გზაში ლაზარემ წამოიწყო საუბარი.
-ასე მალე რატომ დაგთანხმდა? ძირითადად ყველაფერს აკეთებს ხოლმე რომ კომფორტულად იგრძნონ მისმა მეგობრებმა თავი.
-მან ავარიის შესახებ იცის ლაზარე, ერთი თვის წინ ანის დაბადების დღეზე ვუთხარი.
-რაა??-გაუკვირდა ლაზარეს-კი მაგრამ, ამის შესახებ არავისთვის გითქვამს ამდენი წლის განმავლობაში, მაინცდამაინც ირაკლის რატომ უთხარი?-ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები-ლიკა შემომხედე.-მითხრა ლაზარემ, მე შევხედე-ღმერთო ჩემო, მოგწონს ხო?-მე არაფერი ვუთხარი-ლიკა მიპასუხე, ირაკლი წიკლაური მოგწონს თუ არა?
-კიი, მომწონს, დიახაც მომწონს, მიდი მეჩხუბე ახლა ჩემი ძმაკაცი რატომ მოგეწონათქო-დავუყვირე და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე მას. ცოტა ხანში მხარზე ვიღაცის ხელი გიგრძენი, ლაზარე იყო.
-კარგი რა ლიიკ, ხომ იცი სოსოს მოწონება რატომ დაგიშალე არა?-მე თავი დავუქნიე-მე მას არ ვენდობოდი, გოგონებს რო ჟიმავდა და აგდებდა ხომ გითხარი.
      -ფუუ.
      -აი ხედავ, ხსენებაზეც კი გული გერევა და რო გაეკეთებინა ეს ყველაფერი, ხო აზზე ხარ რა დაგემართებოდა, ან მე რას ვიზამდი.-ისევ თავი დავუქნიე-აი ირაკლი კიდევ სულ სხვანაირია, საერთოდ არ ჰგავს იმ ნაბიჭვარ სოსოს.
      -კაი ხო, კპატიობ ჩემო საყყყყვარელო-დიდი ოჯახიდან ნანა/მადონას დავაჯავრე, რაზეც გაეცინა.
       ამ ლაპარაკში სახლშიც მივედით და დავიწყეთ შაბათის განრიგის წერა. ასე გადაწყდა:
      გასვლა-7:00
      გურჯაანში ჩასვლა-დაახ.9:00
      ყველაწმინდის დათვარიელება-9:00_9:30
      გურჯაანის დათვარიელება-9:30_11:00
      გურჯაანიდან გასვლა-11:00
      სიღნაღში მისვლა-11:45
   ჭამა-11:45-12:00
       ეროვნული მუზეუმის დათვალიერება-12:10-?
       სასტუმროში განთავსება
       საღამოს სიღნაღის დათვალიერება
       დაძინება
       გაღვიძება-08:00
       საუზმე-08:30-09:00
       სიღნაღის წმინდა გიორგის ეკლესიის    ნახვა-10:00
       წამოსვლა 12:00
    განრიგის დაწერის შემდეგ საათს რომ დავხედე 00:00 გამხდარიყო. ასე გვიან რატომ მოვრჩით მეც არ ვიცი. ძალიან გვშიოდა მეც და ლაზარესაც ამიტომ პიცა გამოვიძახეთ.
     -იფ, რა გავძეხი-თქვა ჭამის შემდეგ ლაზარემ და მუცელზე ხელი დაიტყაპუნა.
     -ფუ რა ამაზრზენი ხარ-ვუთხარი მე.
     -რა გინდა ტოო
     -რა და გოგოსთან მასეთი ლაპარაკი ბიჭს შეშვენის ახლა?-ორივემ გადავიკისკისეთ
     -აუუ შენ მსახიობი უნდა გამოხვიდე რაა-მითხრა ლაზარემ.
     -ვნახოთ...-რამდენიმე ხანი ჩუმად ვიყავით, მერე ავდექი და ალაგება დავიწყე რომ მოვრჩი ლაზარეს ვკითხე-შენს საწოლში დაწვები ხომ?-მაგრამ უკვე ყინწმოგრეხილი ქათამივით, გაშხლართული იდო დივანზე, მივაფარე და დავწექი. სანამ დავიძინებდი ტელეფონი შევამოწმე და ინსტაგრამზე შეტყობინება იყო მოსული, შევამოწმე, 1 ფოლოვერი მომმატებიაა, ეე რამაგარია, ჩემს ოთხემოცდაათ ფოლოვერს ოთხმოცდამეთერთმეტე შეემატა, გამეცინა და გავხსენი. თვალები გამიფართოვდა, ირაკლი წიკლაურმა ინსტაგრამზე დამაფოლოვა. მეც დავაფოლოვე და ტელეფონი გადავდე. ირაკლიზე ვფიქრობდი, ამ ფიქრში კი ჩამეძინა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 26, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მე და ის💟Where stories live. Discover now