"მნჰ...მე... მ-მას...ყოველდღე...ვ-ვხედავ."

სწორედ მაშინ, როდესაც ჯიმინი ყველაფერს მიხვდა მისი ტუჩები ერთმანეთს დაშორდნენ. ჰალუცინაციებმა ჯონგუკი საბოლოოდ დაიმონეს, გარეთ თოვდა, თუმცა ჯონგუკს ეგონა ეს მორიგი ხრიკი იყო, რომელითაც დაავადება ეხუმრებოდა.

"ჯონგუკ, არ გეჩვენება, მართლა თოვს!"

ჯონგუკმა თავი ასწია და ფანჯარაში კიდევ ერთხელ გაიხედა. თვალებში ის ლტოლვა ჰქონდა, რომელსაც ჯიმინი ძლივს უყურებდა. ჯონგუკი თვალები თანდათან ქრებოდა, ახლა კი მასში ძალის ნაპერწკალი ძლივსღა დარჩენოდა. ჯონი ცნობისმოყვარეობამ მოიცვა, ოდნავ წამოჯდა რომ უკეთ დაენახა. ცდილობდა გაერჩია დანახული რეალური იყო თუ ისევ ეჩვენებოდა.

აღარ შეუძლია...

იტაჯება...

ეზიზღება...

როგორი რთულია მისთვის რეალობის ყალბისგან გარჩევა.

"გაჩვენებ."- ჯიმინი ადგილიდან წამოდგა და ფანჯრის რაფისკენ გაემართა. ფანჯრის ოდნავ შეღებისას ყინულივანი ქარი მყისიერად დაეპატრონა ოთახს და ყოველივე თბილი გარეთ გადევნა.

ჯონგუკს ტანში ჟრუანტემა დაუარა, კანი პატარა ბურთულებით აევსო. საბანი ძლივს გადაიფარა სხეულზე.

ჯიმინმა ფანჯარა სწრაფად დახურა, როდესაც ფანჯრის რაფიდან საკმარისი თოვლი მოაგროვა, რომ ჯონისთვის ეჩვენებინა. თხელი ხელები თოვლის გუნდას შემოხვია და სიმართლის დასამტკიცებლად ჯონგუკს გაუწოდა.

"აი, ნახე."- ჯიმინმა ჯონგუკის ხელისგულებზე პატარა თოვლის გუნდა მოათავსა. ამან მისი შეშფოთება გამოიწვია. ჯონგუკი უყურებდა პატარა ყინულის გუნდას, უეცარმა ხელის მოჭერამ გუნდა ნაწილებად დაშალა ჯონი კი ამას მშვიდი სახით შესცქეროდა. პაწაწუნა ფიფქები ნელ-ნელა ქრებოდნენ მისი ხელიდან.

INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now