თვალი აარიდა. ჯორჯმა ერთი ჭიქა შამპანური შესთავაზა, მაგრამ ქეითმა უარი განაცხადა. წამლების მიღება დაიწყო, ალკოჰოლი კი ცუდ გავლენას მოახდენდა ამაზე. ისედაც მისი გული ალკოჰოლისთვის ნამდვილად სუსტია.

მთელი საღამო ცდილობდა თავი აერიდებინა ყველასთვის და ჯორჯს კუდში დასდევდა. სადღაც ზეინის დედაც ამოიცნო და ეცადა თვალში არ მოხვედროდა მას. დარწმუნებული არ იყო ზეინმა შენიშნა თუ არა ის, მაგრამ იმედოვნებდა რომ არა.

კიდევ ერთი საათის გასვლის შემდეგ ქეითმა ძალიან მოიწყინა. ყველაფერი მდიდრული, მაგრამ უაზრო იყო. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა იქიდან წამოსვლა იყო. და ზეინი... მასზეც ფიქრობდა. ეს არ მოსწონდა, მაგრამ თავს ვერ უბრძანებ, ხო? ძალაუნებურად მის ფიქრებში მხოლოდ ზეინი იყო.

- საპირფარეშოში უნდა გავიდე- უთხრა ჯორჯს, მანაც გაუღიმა და თავი გაუკრა.

ქეითი დარბაზიდან გავიდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საით უნდა წასულიყო. ინტუიციას მიჰყვა და მეორე სართულისკენ დაიძრა. კიბე აიარა და საპირფარეშოც შენიშნა.

ქეითმა სახელური ჩამოწია და ოთახში შევიდა. სარკესთან დადგა და წყალი მოუშვა. გოგოს კვნესის და ოხვრის ხმა ესმოდა რის დაიგნორებასაც ცდილობდა. ხელები ცივი წყლით დაიბანა და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. დაღლილი იყო, ეს სახეზეც ეტყობოდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოიშორებდა სხეულიდან ამ კაბას, რომელიც ასე აწუხებდა და მათალქუსლიან ფეხსაცმელს! გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა იქ იმ გოგოსთან ზეინი ყოფილიყო, მაგარამ ეს ხომ ფილმებში ხდება ხოლმე?

მალევე ერთ-ერთი კაბინის კარი გაიღო და კაბინისან ზეინი გამოვიდა. დიახ, ზეინი! მას ქერათმიანი გოგოც მოჰყვა, რომელიც ქეითის გვერდით დადგა და ხელ-პირი დაიბანა. მაკიაჟი შეიაწორა და ოთახი დატოვა.

ქეითი ცდილობდა ზეინისთვის, რომელიც მას უყურებდა ყურადღება არ მიექცია და დაბნეულობა და უხერხულობა დაემალა. სამწუხაროდ არ გამოუვიდა, ლოყები აუწითლდა და თვალების ცეცება დაიწყო.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now