-კი დედაა,ნუ ღელავ.ამას შევეჩვიე,თან თეჰიონ მასწავლებელმა დამიცვა.

-მადლობა თეჰიონ.

-იცი ჯონგუკ,მიუხედავად იმისა რომ უსინათლო ხარ,სწორედ შენ ხედავ ყველაზე კარგად ადამიანებს.-მითხრა მასწავლებელმა.

ამაზე გამეცინა.მართალი იყო.თანაც როგორი მართალი...

მიუხედავად იმისა რომ არ შემიძლია მათი დანახვა ფიზიკურად,მე მათ სულიერად ვხედავ.ისინი არ თვალთმაქცობენ ჩემს წინ და დამცინავ,აუტანელ სიტყვებს პირში მეუბნებიან.

-როგორ კარგად აღნიშნეთ ბატონო კიმ.-უთხრა დედამ.

-კარგი,მე წავალ.ხვალამდე პატარა ბიჭო.მადლობა გამასპინძლებისთვის.-თავზე ხელი გადამისვა თეჰიონმა.

-ნახვამდის მასწავლებელო.-მეც დავემშვიდობე და ერთი მიმართულებით გავიხედე,თითქოს მცოდნოდა სად იყო მისი ფიგურა.

წავიდა.

სახლში მე და დედაჩემი დავრჩით.

-დე,შეგიძლია იუნგის მიწერო მოვიდეს?კვირაა არ მინახავს და მომენატრა,თან გამართობს.

-კარგი პატარავ,ეგრე იყოს.-თბილი ხმით მითხრა.

მე ზურგით დივანს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
ეჰ,არაფერი შეცვლილა.
მერე ქუთუთოები ერთამნეთს დავაშორე და სანათს გავხედე.ვიცოდი სად იყო,მას ვხედავდი მაგრამ დაბურულად.დიდ ხანს ვუყურებდი.ვფიქრობდი,რა იქნებოდა მე რომ არ ვყოფილიყავი ის უბედური ის შავი დღე რომ დაადგათქო.

კარების ხმამ და მერე დიალოგმა გამომიყვანა ფიქრებიდან თუმცა სანათზე მიშტერებას არ ვწყვეტდი.

-ჰეიი,ჯონგუკ.ძმაო,მოვედი.-მხიარული ხმა.

ეს მინდოდა ბედნიერებისთვის.
ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ვისაც ვიცნობ,ის არის ჩემი სულის ნაწილი.შეუდარებელი და ერთადერთი.

-მომენატრე.-ვთქვი და გავიღიმე.

ალბათ გარშემომყოფები ფიქრობენ:

სინათლე შენს თვალებშიWhere stories live. Discover now