***

158 15 11
                                    

შუადღის ქარი ქროდა. დღე მშვიდობიანად დაიწყო მანამ, სანამ უფროსმა გადამზიდი კომპანიიდან არ დამირეკა და მახარა, რომ ასევე გადამზიდ მანქანას (რომლის მძღოლიც მე გახლდით) უკან ვაბრუნებდი, მინდოდა ეს თუ არა.
მარტივად რომ ვთქვათ სამსახურიდან გამომაგდეს. და ეგ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ტელეფონზე ზარით მოახერხეს

სხვა გზა არ მქონდა, ახალი განცხადებების დიდი დასტა დავიდე და კითხვას შევუდექი

"ბუხრის მწმენდავი"

"კაკლის მწყვეტავი"

"კიტრის მკრეფავი"

ეჰჰ, საჩემო ნამდვილად არაფერი არ იყო.
კიდევ რამდენიმე საათი უამრავი ფინჯანი ყავის სმამ და გაზეთებში ქექვამ გასტანა.
ბოლოს დანებება და ბედს მინდობა გადავწყვიტე, გამოდის, ციდან წერილის ჩამოვარდნას ველოდებოდი (მაღალანაზღაურებადი სამსახურით რაღათქმაუნდა).

-კიტრი ხოარ ჯობია?

ხმამაღლა ფიქრს მივეჩვიე.
კიდევ ცოტახანიც და მალევე ვაპირებდი შეშვებას, როდესაც საჭირო აბზაცს მოვკარი თვალი

"დამლაგებელი"

სადაც გადამზიდი მანქანის მძღოლი, იქ დამლაგებელი-მეთქი და ზუსტად მითითებულ ნომერზე დავრეკე

-გისმენთ?

-გამარჯობა, ჩემი სახელია მია, ვაკანსიის თაობაზე გაწუხებთ!

-ვწუხვართ, ბოლო კანდიდატი ავიყვანეთ უკვე.

გულში რაღაც ჩამწყდა

-გმადლობთ შეხმიანებისთვის!

-მოიცადეთ!
იქნებ გასაუბრება ჩამიტაროთ?!
ძალიან მჭირდება!

გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა, რაღას იზამდა? უფულო მანიაკი ვიყავი რომელიც ყოველ დღე დოშირაკის მეტს ვერაფერს ყიდულობდა.

-ხვალ რვა საათზე უფროსი თავისუფალია.

-გასაგებია! მადლობა!

არ მჯერა! შანსი მომეცა!
სიხარულისგან ყველა საბუთი ჰაერში ავყარე, გამეცინა, ესე თუ გამიმართლებდა ცხოვრებაში ნამდვილად არ მეგონა.

copy, link || სრულად ||Where stories live. Discover now