თავი:მეცხრე

Start from the beginning
                                    

-შენ....ასე რატომ მიყურებ?რამე მოხდა ჯონგუკ?

ისე კითხულობდა თითქოს ახლა გიჟი მე ვიყავი და არა ის.და საერთოდ გიჟებს ციხეში რა უნდათ,მათი ადგილი ფსიქიატრიულ კლინიკაშია.

-არა არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი, და შეიძლება რაღაც გკითხო?

-კი რა თქმა უნდა.ჩვენ ხომ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ.

-მაშინ გკითხავ...აქ როგორ მოხვდი?როგორ დაგიჭირეს?

თეჰიონი შეიშმუშნა, სახეზე ღიმილი შეაშრა, თვალებში სინათლე ჩაუქრა და იქვე ახლოს ჩამოჯდა.

-ეს შემთხვევით მოხდა, მე მართლა არ მინდოდა მისთვის რამე დამეშავებინა.მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი.ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა მაგრამ მოულოდნელად შეიცვალა,ვატყობდი ამას თუმცა არ ვიმჩნევდი და ვაგრძელებდი უბრალოდ ყველაფერს.

ერთ საღამოს სახლში რომ მოვიდა სახეზე ფერი არ ედო და თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.მოვიდა და ჩამეხუტა,თავიდან მეც მოვეხვიე მაგრამ მოულოდნელად აგრესიული გახდა და დამარტყა.მუცელში მირტყამდა, პირიდან სისხლს ვაფურთხებდი.

მერე უფრო გააძლიერა დარტყმები და როცა თვალებს ვეღარ ვახელდი მის ჯიბეში დანა დავინახე,შემდეგ შენით მიხვდები რაც მოხდა.უბრალოდ მართლა არ მინდოდა.

თეჰიონმა ცრემლები მოიწმინდა და რომ დამშვიდდა გააგრძელა.

-მე ჰოსოკში მას ვხედავ, ისიც ასეთი სიცოცხლით სავსე იყო ბოლო წუთებამდე,კეთილი და გულწრფელი.მე ამიტომ მომწონს ჰოსოკი, არ მინდა მასსავით ისიც დავკარგო.მინდა გავუფრთხილდე.

არ მინდა ჩემი ნახატების შესახებ გაიგოს, ეს მას აღიზიანებს და ძალიან ბრაზობს.შორიდან ყურებაც მყოფნის.ამიტომ გამიხარდება თუ არ ეტყვი.

- ჰო რა თქმა უნდა!

Author's pov:

რა თქმა უნდა არავინ იცოდა რომ ამ დროს საწოლის მეორე სართულზე მწოლიარე ჰოსოკი ყველაფერს ისმენდა.ახლა ხვდება მიზეზს თუ რატომ არის თეჰიონი სულ მის გვერდით და რატომ სიამოვნებს მისი გაღიმება თეჰიონს.

It will be okay (JIKOOK)[ON HOLD]Where stories live. Discover now