ცარიელი ქუჩა.

"ყველაფერი ჩაალაგე?"

მშვიდად გადახედა პროფესორმა მის გვერდით მჯდომს.

"დიახ."

თავის ქნევით დაეთანხმა ბიჭი.

"მაშინ წავედით.."

მანქანა დაქოქა და ნელა გაიკვლია გზა მიყუჩებულ ქუჩაზე.

***

თეჰიონს საკუთარ თავზე ეცინებოდა, იცოდა აბნევდა ბიჭს მისი გაუაზრებელი სიტყვებით და ქმედებებით, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებდა.

საკუთარ კოლეგას დასცინოდა მოსწავლემ მოგხიბლაო, თავად კი ჯონ ჯონგუკის მაცდუნებელ მახეში ისე გაება ვერც გაიაზრა.

ისედაც ირონიული მინ იუნგი ამაზე ნამდვილად ბევრს იხალისებდა.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია უმცროსს, თუმცა მისგან რამის თქმა რაში სჭირდებოდა, ისედაც იცოდა საკმარისზე მეტად იქნებოდა დაბნეული.

ფიქრებით გატენილი თავი ოდნავ შეარხია, თითქოს ეს რაიმეში დაეხმარებოდა, გზას გახედა და დასაპარკინგებლად ადგილი შეარჩია.

***

ჯონგუკმა მშვიდად მოავლო თვალი თეჰიონის აპარტამენტს, ტანსაცმლით სავსე ჩანთა იქვე კუთხეში დადო და ფეხშიშველი შევიდა მისაღებ ოთახში. ფეხებში მოჰყვა პარკებით დატვირთული თეჰიონი, ბიჭისთვის არც შეუხედავს სამზარეულოსკენ ისე აიღო გეზი და პროდუქტების პარკები დაალაგა.

ჯონგუკი მდუმარედ ათვალიერებდა სახლის თითოეულ დეტალს.

უფროსმა ფრთხილად მიანიშნა რომ შეეძლო დივანზე ჩამომჯდარიყო, თვითონ კი სავარძელში მიესვენა და ღრმად ამოიოხრა.

"გინდა შენთვის განკუთვნილ ოთახს გაჩვენებ?"

უეცრად წამოყო თავი.

ჯონგუკი მშვიდად დაეთანხმა. რაც უფრო სწრაფად მიიღებდა შხაპს, მით უფრო მალე ჩამოიცილებდა საავადმყოფოს საზიზღარ სუნს.

arpeggio (დასრულებული)Where stories live. Discover now