ეთერის სიკვდილი

232 1 0
                                    

ხინკლებს ვიღებდით, როცა თოფის გასროლის ხმა გაისმა. ბიძაჩემი მავრა ეზოში გავარდა. თოფის გასროლა კარგა ხანია აღარ ნიშნავდა ვაჟს. მე ჯერ მოთუხთუხე ქვაბთან გავშეშდი. გული მიგრძნობდა გარეთ შეცვლილი ცხოვრება დამხდებოდა. მე კი, როგორც ყოველთვის, ვერაფერს გავაწყობდი დანებების გარდა. ჩუმად ვცდილობ ბედი დავიმორჩილო, მაგრამ მისი გახედვნის ხერხებს ამაოდ ვეძებ. პატარაობიდანვე ვისწავლე, რომ გატეხილი არ გამრთელდება, ვეღარც წებოთი დააწებებ. არამატერიალური სამყარო კი სათუთი შუშასავითაა. ჩნდება ბზარები, ტყდება, სკდება და იმედოვნებ რომ დაფშვნას გადაურჩება, რომ თოვლივით არ გაიფანტება ქარბუქში.  

მეგონა ფეხს ვითრევდი, მაგრამ უკვე ეზოში ვიდექი. ჩემი დის მოქსოვილ კაპუჩინოსფერ ჟაკეტს ვიჭერდი ჩემი ტლანქი ტანით. ეთერი მიწაზე ეგდო, უსულო. სისხლის გუბეში მისი თეთრი სახე ტივტივებდა. გაისმა დედამისის კივილი და მერე, თითქოს ქვებივით დავეგორებოდით კლდიდან, ყველაფერი ისე უცბათ და ქაოტურად მოხდა, აღარაფერი მახსოვს ეთერის დიდი, ლამაზი, ხბოსავით შავი თვალების გარდა. მათ უსასრულობაში ხშირად ჩავკარგულვართ მე და ჩემი გრავიტაცია. მიმვხდარვარ რომ ყველაფერია არაფერი. 

პანაშვიდებმა ისე ჩაიარა, როგორც გამოცდილებით ვიცოდი ჩაივლიდა. ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. შეშფოთებული თვალები, ცვირსახოცში ჩამალული ღიმილი, ნაჩუქარი ცრემლები, დაბნეული ფიქრები, აკრეფილი შიშები. და იმეორებდნენ და იმეორებდნენ დედა, ასეთი ახალგაზრდა; ოი, ასეთი კარგი ოჯახი; ასეთი დახატული, და როგორი უცაბედი სიკვდილი. ეთერის თვალები უკვე დახუჭული იყო, მაგრამ მე კიდევ ვხედავდი იმ წითელ სისხლის ზღვაში მოტივტივე თეთრი გემის მშვიდად მოფრიალე თავზარდამცემ შავ აფრებს. მისი მარგალიტივით სახე, ეხლა უკვე უსიცოცხლო, ცდილობდა ნათელი მოეფინა ოთახისთვის, მაგრამ მაინც მის ბნელ კუთხეებში იყვნენ საიდუმლოები ყველგან ჩამალული.

სანამ წაგვლეკავდა წყალიWhere stories live. Discover now