ნამდვილი მეგობრები

5 0 0
                                    

- აუ, ბიჭო, შეეშვი რა, წავიდეთ, ხომ ხედავ რომ აღარ ინძრევა. 

***

მე და ზუკა ბავშვობიდან ვმეგობრობთ. როცა პირველად ჩვენს უბანში გადმოვიდნენ, პოირდაპირ ჩვენს გვერდით, დავიძაბე, თითქოს განაჩენის მოლოდინში. შემარჩევდა ზუკა მეგობრად თუ ამითვალწუნებდა და გვექნებოდა საქმეების გარჩევები. რახან არ ვიცოდი რა იქნებოდა, ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა, ვითომ ვერც ვამჩნევდი. ზუკას მდიდარი მშობლები ჰყავდა. ერთი ღობე გვყოფდა და ხშირად ოთახიდან ვხედავდი მის ეზოში სათამაშოებს, რომლებზეც მე ვერც კი ვოცნებობდი. ყველაფერი ჰქონდა. მე რაღაში დავჭირდებოდი?

ერთ დღესაც სკოლიდან რომ მოვდიოდი, ამედევნა. ჯერ დავიძაბე. მქონია მეორე უბნელებთან ჩხუბი, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ გავხვეულიყავი ხათაბალაში. ჯერ, ბებიაჩემი მაფრთხილებდა ამას მკაცრად, მერე არასასიამოვნო მოლოდინს მიჩენდა ჩხუბის წამოწყების სუნს თუ ვიგრძნობდი. 

იმ დღეს ზუკა ველიკით წამომეწია და მკითხა კალათბურს თუ ვეთამაშებოდი თავის ეზოში. ყველაფერი ასე მარტივად დაიწყო, ყველანაირი გარჩევების და კინკლაობის გარეშე. იმის მერე მე და ზუკა განუყრელები მეგობრები გავხდით. ეს ყველამ იცოდა და ჩვენთან ძმობის მსურველები ყოველთვის ტრიალებდნენ გარშემო. ახლა უკვე თამამად დავდიოდი ქუჩებში. 

ხშირად გამოვიწვევდი ხოლმე ხალს, აბა, ეთქვათ რამე თუ ბიჭები იყვნენ.

- ბიჭო, ეე, შენ, რას მიყურებ?

- არაფერი ძმაო, - იყო ყოველთვის პასუხი. ჰოდა მეც თვითკმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული, გზას განვაგრძობდი. 

მე და ზუკა "ერთხელ ამერიკაშის" ვუყურებდით, როცა ეზოდან გადმომძახა მაგულიმ:

- ბებო, დედაშენია ტელეფონზე. ლუკა, გადმოდი, დაგელაპარაკოს.

- აუ, არა მცალია რა, - მოკლედ გავძახე და დავიბოღმე. ყოველთვის უნდა ჩამაშხამონ ყველაფერი. ვიცოდი, რომ ეს დედაჩემს გულს ატკენდა, თითქოს უკვე ვხედავდი მის უსუსურ გამომეტყველებას, ხმას, ინტონაციას, რაც ნანუკას ამ პასუხზე ექნებოდა, მაგრამ მაგრა მეკიდა. უნდა ტკენოდა გული.

- ბებო, ძლივს მოიცალა, ღამეა ეხლა ამერიკაში, დაელაპარაკე ორი წუთით.

არ გადავსულვარ და ფილმის ყურება განვაგრძე. 

- ბიჭო, რამდენი ხანია რაც წასულია დედაშენი? 

- ხუთი წელია, - ვუპასუხე ზუკას ისე რომ ფილმისთვის თვალი არ მომიწყვეტია, თითქოს ეს ფილმი იყო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. არადა მინდოდა ამოეჭრათ მაგულის გადმოძახების ეპიზოდი ჩემი დღიდან ფილმის კადრივით. ამ აბდაუბდა ოჯახმა, ხომ ყველაფერი უნდა ამირიოს, იქნებ ზუკასაც შეაძულონ ჩემი თავი. 

ზუკას დედა ნოტარიუსია, მამა მთავარი ექიმი კლინიკაში. ახლა რომ მკითხოს რამე ზუკამ ოჯახზე, რა უნდა ვუთხრა? მოვუყვე, როგორი აუტანელია ჩემი ოჯახი? რომ დედა ვიღაც მოხუც ქალს წმენს ტრაკს ამერიკაში და მამაჩემი მთვრალი გდია სვანეთის უბნის რომელიმე მხარეს?

[to be continued]


You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 09, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სანამ წაგვლეკავდა წყალიWhere stories live. Discover now