12

159 18 1
                                    

ბიჭები მოლში იყვნენ.
ჯიმინმა ათას ლაქშერი ბრენდის მაღაზიებში შეიყვანა ჯონგუკი. სულ სექსუალურ ტანსაცმელებს ურჩევდა.
ჯონგუკი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხომ იცით, ერთი ორის წინააღმდეგ არაფერია.

-ჯონგუკ, სახე! ესეთი მოღუშული ნუ ხარ. -ცოტა აზრზე მოიყვანა ჯონგუკი ჯიმინის ხმამ

-ჯიმინ გაჩერდი ისედაც შენზე გაბრაზებული ვარ.

-რატომ, რა დაგიშავე.

-ტანსაცმელები. ადამიანი ამ ტანსაცმელებით, რომ გამოვიდეს გარეთ ხალხი რას იფიქრებს? ძუკნა უნდა მეძახონ?

-ეგ რა შუაშია. ასეთი ტანსაცმელი აღარავის უკვირს ამ დროს. თან ქალაქში ცხოვრობ აქ არავინ განგკითხავს შენი თავის გარდა. და იცოდე თუ ენას კიდევ შემომიტრიალებ მაგ შენს ბაგი ტანსაცმელებს სულ დაგიჭრი.

-ღმერთოო. თეჰიონი? ის რას იტყვის?

-დამიჯერე თეჰიონს თამამი უფრო შეუყვარდები, ჯინ თქვი რამე!

-ჰა? რა? ხო, მასეა. - ომეგა რომელსაც ქეიეფსის დიდი ყუთი ეჭირა, სადაც დაახლოებით 14 ნაგეთსი კიდევ დარჩენოდა.- ჰეი ეს ნამჯუნია?

-მემგონი- თქვეს ჯიმინმა და და ჯონგუკმა.

ეს მართლაც, რომ ნამჯუნი იყო, რომელსაც ხელში 3 თაიგული ეჭირა.

-პირველ რიგში მოგესალმებით, ხოლო ჯონგუკ გილოცავ დაბადების დღეს ეს თაიგული შენ.-თქვა და თაიგული რომელშიც ვარდისფერი ლილიები იდო ჯონგუკს გადასცა, ხოლო დანარჩენები კი ომეგებს გადასცა. - ჯინ, პატარავ სულ დასვრილი ხარ, მოდი ჩემთან.- ბოდიშით ჯინი უნდა წავიყვანო ექიმთან ვიზიტი გვაქვს, თქვენ კი ჩემი მძღოლი გელოდებათ.

-მადლობა, ჯუნ.

-ნახვამდის.

|_

თეჰიონი აფორიაქებული იყო, ვერ გადაეწყვიტა ომეგასთვის, როგორი სურპრიზი გაეკეთებინა.

-ღმერთო, რა ვქნა?
იქნებ ხელი ვთხოვო? 3 თვე საკმარისია? არა არ არის. არ დამთანხმდება. სამკაულს ვაჩუქებ.-გამხიარულდა ალფა, როდესაც საჩუქრის პრობლემა გადაჭრა. მოსაცმელი აიღო და ეზოში ჩავიდა სადაც შავი Lamborghini Urus-ი
ეყენა. ჩაჯდა და Omega-ს საიუველირო მაღაზიაში წავიდა, სადაც სპეციალურად ომეგებისთვის იყიდებოდა ძვირფასი სამკაულები.
დაახლოებით 15 წუთში უკვე მაღაზიაში იყო.
მაღაზიაში სულ ომეგები იყვნენ, და იმაზე ჭორაობდნენ თეჰიონზე თუ, როგორი სიმპატიური იყო და მის ომეგა როგორ გაუმართლა. სტაჟიორმა ბეტამ ალფასთან მიირბინა და ჰკითხა:

Coward OmegaWhere stories live. Discover now