4

327 32 17
                                    

თავჩაღუნული მიდის ომეგა. ჯერაც ვერ იჯერებს, რომ მეწყვილე იპოვა.

ალფა განსაკუთრებულია. პირველივე შეხვედრისას, მართალია ჯონგუკს გონება დააკარგვინა, მაგრამ საშინლად დიდი ზრუნვა დაანახა.

ახლა, აფთიაქში არიან. თეჰიონი ცდილობს რომელი წამლების სახელები წერია იმ ფურცელზე, რომელიც სეუნგმინმა მისცა.
მათი რიგიც მოვიდა. საბოლოოდ, თეჰიონმა ვერაფერი გაუგო ნაწერს და ფარმაცევტს მიაწოდა.
მალევე მოუტანა სასურველი წამლები მომხმარებელს. იყიდა. ჯონგუკს შეხედა დასაძახებლად. ომეგა კოსმეტიკის განყოფილებაში იდგა და ტუჩის ბალმებს უყურებდა.
თეჰიონს, გულმა უსაყვედურა, რომ გაქვავებულად დგომას, ერჩივნა მეწყვილესთან მისულიყო და ეყიდა ის პროდუქტები რომლებიც ასე სურდა.

-კარგი, ხო მივდივარ.

თქვა ალფამ თავისთვს და ომეგისკენ გზას დაადგა.

-ჯონგუკი, ვხედავ ტუჩის ბალმები მოგწონს. მითხარი, რომელიც გინდა, გიყიდი. მინდა, რომ მცირედი საჩუქარი მაინც გაგიკეთო, ჩვენი შეხვედრის პირველ დღის აღსანიშნავად.

მთელი რომანტიკით ამბობს ალფა.

-მე მართლა არ მჭირდება, არ არის საჭირო.

-მაგრამ, მე მინდა, რომ საჩუქარი გაგიკეთო.

-გთხოვ, მე მართლა არ მინდა. უბრალოდ ვათვარიელებდი.
წამოდი, სახლში წავიდეთ.

-უკაცრავდ, ამეებს სუყველას ვიყიდი. გთხოვთ, რომ ლამაზად შემიფუთოთ. განსაკუთრებული ადამიანისთვისაა.

ამ სიტყვებმა ჯონგუკის ლოყებზე საშინლად იმოქმედა და მარწყვს დაემსგავსა.

-შეწყვიტე.

-კარგი რა, მთელი ცხოვრებაა გელოდები. მინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ომეგა იყო. გთხოვ, ამის შანსი მომეცი, გთხოვ.

-კი მაგრამ, ეს ზედმეტია. თან ჯერ მხოლოდ სახელები და ასაკები ვიცით.

Coward OmegaWhere stories live. Discover now