Birtday Boy

219 23 7
                                    

უკვე ის დღეა, როდესაც ჯონგუკის კისერზე სამუდამოდ თეჰიონის ნიშანი დაამშვენებს.

ერთ საწოლში მწოლიარე ალფას უკვე  გაეღვიძა და მასზე მიკრულ-მიხუტებულ ომეგას ზევიდან აკვირდებოდა. თან მოსწონდა იმ გვიან გაზაფხულზე აყვავებული ყვავილების სურნელი, რომელიც ომეგას ეკუთვნოდა.

-შენი სურნელი ჭკუიდან მრევს, პატარავ.

მაღვიძარა, რომელიც ჯონგუკის მხარეს მდებარე ტუმბოზე იდგა, დილის 9-ის 23 წუთს უჩვენებდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ მალე დარეკავდა.
თეჰიონი ოდნავ გადაიწია, რომ მაღვიძარისთვის ელემენტი ამოეძრო, თან ცდილობდა, რომ ომეგა არ გაეღვიძებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ომეგამ წკმუტუნი დაიწყო და თვალების სრესვით წამოიწია.

-გილოცავ, პატარავ!

-თეჰიონ-სში, დიდი მადლობაა.

-მოდი ჩემთან.

ალფამ საბანი გადასწია და ომეგას მის ფეხებზე დაჯდომა მიუთითა.

ომეგაც დაჯდა, და გულზე აეკრო, ცხვირი ყელში ჩაურგო და ხარბად დაიწყო ნანატრი სურნელის შესუნთქვა.

-მენთოლის და ხის სურნელი გაქვს.

-ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სურნელის გაგება უკვე შეგიძლია, პატარავ.

-თე, ეხლა უნდა ავდგე, ჯინმა და ჯიმინმა საშოპინგოთ უნდა წამიყვანონ.

-კარგი, მიდი მოემზადე, მე საუზმეს გავამზადებ.

ომეგამ თავი დაუქნია, შემდეგ ალფასთან მიიწია და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა.

|_

თეჰიონი წელსზემოთ შიშველი, სამზარეულოში იყო და ჯონგუკისთვის შოკოლადის ფანქეიქებს აკეთებდა.

ჯინგუკი ამ დროს კიბეებიდან უკვე მომზადებული ჩამოდიოდა. შავი შარვალი ეცვა, ვარდისფერ მოტკეცილ, გრძელმკლავებიან მაისურთან ერთად. მოფუსფუსე თეჰიონი, რომ დაინახა ჩუმად, მიუახლოვდა და უკნიდან ჩაეხუტა.

Coward OmegaWhere stories live. Discover now