12

1.3K 69 6
                                    

ნანოს პოვ:
ბატონი დოიუნი და ჯონგუკი საჭმელს ამზადებდნენ.. რა მაგარი ქმარი ჰყავს ჯონგუკის დედას.. საჭმლის გაკეთებაც იცის.. თან ასე კარგად.. ღმერთო ჩემო, მართლაც რა სექსუალურია..
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა კარზე ზარი გაისმა.

-პატარავ, გთხოვ გააღე.

დაიძახა გუკმა, სამზარეულოდან.
ღმერთო, რა სირცხვილია მამამისთან!
კარი გავაღე, თეჰიონი და ჰანა იყვნენ.

-ჰანაა! მომენატრე! სად ეგდეთ დღეს?!
-სანამ თქვენ ოთახში ერთობოდით, ამ ვირმა წამიყვანა, დამალევინა და ძალით დამაქორწინა მასზე. ნუ ძალით რაა... გათიშული ვიყავი და მასე გამოდის..
-რაა?!?!?! თეჰიონ, სერიოზულად? ბიძია სოჯუნი? გაგიჟდება!!!
-უკვე გაგიჟდა, სახლიდან გამოგვაგდო, ორივე..
-მოიცა.. უთხარი რომ ძალით ქნა და მაინც გაბრაზდა?
-არა.. ვუთხარი რომ ნებით მოვაწერე ხელი..
-რაა...? მის გამო..? ცხოვრებაში პირველად მამაშენს მოატყუე?! თეჰიონ, აღფრთოვანებული ვარ! თავი ასე როგორ შეაყვარე?!
-ნიჭი მაქვს.

თქვა თეჰიონმა თავმომწონედ.

-ბატონი დოიუნი მოსულია რომ იცოდე.. სიძევ..
-ისე შენც ჩემი რძალი გამოდიხარ, ნანო!
-აჰ, კარგი რა!

გავწითლდი..

-ჰანა წამოდი მამას ყველაფერი მოვუყვეთ..
-რას ეტყვი ასე მალე რატომ დავქორწინდითო?!
-უბრალოდ მომინდა და დავქორწინდით.. მამამ იცის ჩემი არაპროგნოზირებადი ხასიათის შესახებ.
-ღმერთო რა მეშველება შენს ხელში..
-საშველი არც არაფერი გჭირს, ჩემო ფერია..

ხელი მოჰკიდა თეჰიონმა ჰანას და მამამისთან გაიყვანა.

-მამა!
-ვა, შვილო! ეს გოგო ვინ არის?
-ჩემი ცოლია მამა!
-რა?!
-რა?!

ჯონგუკმა და მამამისმა ერთად წამოიძახეს, გაკვირვებისგან.

-ჰო მამა, მე ის მიყვარს და ცოლად მოვიყვანე.
-რა გეჩქარებოდათ, იცნობთ კარგად ერთმანეთს?
-არა მაგრამ გავიცნობთ.
-ერთმანეთი გიყვართ?
-კი!
-მარტო შენ ნუ მპასუხობ შვილო, რძალო, შენც მიპასუხე.
-დ..იახ.. მეც მიყვარს თეჰიონი..

უცნაური მასწავლებელიWhere stories live. Discover now