6

1.5K 92 98
                                    

ჰანა მოვიდა და ჩამეხუტა.

-არ ინერვიულო, არც ღირს ამად.
-მეე?! აჰაჰა!

სიცილი ამიტყდა.

-ვინერვიულო, ჯონგუკის გამო? სერიოზულად ჰანა? არც კი იოცნებოს.. პირიქით, ბედნიერი ვარ რომ მოვიშორე!

ჩემი კლასისკენ გავიქეცი და ჯიმინს ჩავეხუტე.

-ჩიმჩიიმ, მომენატრე..
-მეც ჩემო ლამაზო..

ხელები წელზე ძლიერად მომხვია და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა.

-ჰომ კარგად ხარ? გუშინ ვერ მოგწერე, მაპატიე.
-კარგად ვარ, უბრალოდ თავი მტკიოდა.
-აჰ, ჩემო პატარა..

სახეზე ხელი დავადე და მოვეფერე, როცა კლასში ჯონგუკი შემოვიდა.

-რა ჯანდაბას აკეთებთ?!

ერთმანეთს დაგვაშორა და ჯიმინს საზარელი სახით შეხედა.

-ჩემს შეყვარებულს ვეხუტები, პრობლემა გაქვთ რამე?

ჯონგუკს გაეცინა..

-გამიმეორე, ვის ეხუტები?

ჯიმინი მის სახესთან ახლოს მივიდა და შუბლზე შუბლი მიადო.

-ჩემს შეყვარებულს შე ახვარო, რამე პრობლემა გაქვს?

ამ სიტყვების დასრულების შემდეგ, ჯონგუკმა არ დააყოვნა და თავისი შუბლი ჯიმინისას ატაკა. ჯიმინი დაეცა, ის კი ფეხებს ურტყამდა, თან აგინებდა.. საწყალი ბიჭი მოიკეცა, ყველა ადგილი ჩაულურჯდა, ეს არაკაცი კი, თავს არ ანებებდა..
ზემოდან დააჯდა და სახეზე დაუწყო რტყმა.
ცრემლად ვიღვრებოდი.

-ვინ არის შენი შეყვარებული შე სირო, ჩემს საკუთრებას შენსას როგორ უწოდებ, მას როგორ ეხები!
-გაჩერდით გთხოვთ!

ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, მთელი სკოლა ჩვენ გვიყურებდა.. ძლივს, არსაიდან თეჰიონი გამოჩნდა და ჯონგუკი ააყენა, ჯიმინის სხეულიდან. მასწავლებელმა ხელი ჩამკიდა და ჩემს კლასიდან გათრევას ცდილობდა.

უცნაური მასწავლებელიWhere stories live. Discover now