10

1.5K 73 31
                                    

ნანოს პოვ:
გავიღვიძე.. ისევ მუცელზე ვიწექი, ზემოდან კი რაღაც სიმძიმეს ვგრძნობდი.. ეს რა თქმა უნდა, ჯონგუკი იყო..
თბილად ვიყავი შეფუთული, ერთი, საერთო საბანი გვეხურა, მეორეში კი მთლიანად შეხვეული ვიყავი.. ალბათ ეს მან გააკეთა, როცა მეძინა.. რა გავაკეთო, ასეთი იდეალური რატომ არის..
თავი მისკენ გავატრიალე და უდიდესი სილამაზე დავინახე.. ის რაც ენით აუღწერელ გრძნობას მანიჭებდა..

ისეთი უცოდველი და ჩაბუთქუნებული სახე ჰქონდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ისეთი უცოდველი და ჩაბუთქუნებული სახე ჰქონდა.. მინდოდა ჩამეკოცნა.. ხელი დავადე და ლოყაზე მოვეფერე.
არ შემეძლო ამის მოთმენა, მისკენ დავიწიე და ტუჩებზე ვაკოცე.. უბრალოდ ისეთი სასიამოვნო იყო, გაჩერება არ შემეძლო..

-როცა მძინავს კოცნებით მანებივრებ, როცა მღვიძავს კი ახლოსაც არ მეკარები! უსამართლობაა!

თვალებდახუჭულმა, მითხრა საყვარლად..

-იცი.. მე..

შემრცხვა, არ ვიცოდი რა მეთქვა..
ჩემი სხეული ხელებში მოიქცია და მისკენ მიმიზიდა.. თვალები გაახილა და სახეზე შემომხედა..

-დილითაც ასეთი ლამაზი, რატომ ხარ..

სახეზე მომეფერა და მაკოცა..

-ჩემი სახე, სხეული, მთლიანად შენია, რაც გინდა ის გაუკეთე.. მიდი ახლავე, თუ გინდა თვალებს დავხუჭავ..
-..დახუ..ჭე..
-მიყვარხარ პატარავ..

მითხრა ღიმილით.
თვალები დახუჭა, მე კი მასთან უფრო ახლოს მივედი და მთელი სახე ჩავუკოცნე.. ლოყები დავუსრისე, შრამზე შევეხე, ცხვირზე ვაკოცე და საბოლოოდ თმას მივადექი.

უცნაური მასწავლებელიWhere stories live. Discover now