თავი 1

1.1K 33 9
                                    

საშინელებაა როდესაც ადამიანი გულს გტკენს, არა? ეს ზოგჯერ იმდენად მტკივნეულია რომ წლები გაგყვება და ამდენი ხანი დაგტანჯავს და შიგნიდან შეგჭამს. სამწუხარო ფაქტია რომ ამას ძალიან, ძალიან ბევრი განიცდის. მაგრამ ყველაზე საშინელებაა როდესაც ერთდროულად შენთვის ორი საყვარელი ადამიანი გტკენს გულს. სამწუხაროა რომ ესეთი რამ მეც შემემთხვა.

ეს ორი წლის წინ მოხდა მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი ორ კვირაში სკოლა იწყებოდა მე და დედა ბუსანში ვცხოვრობდით... უი როგორ გამომრჩა თავის წარდგენა დამავიწყდა მე ჰაიუნი მქვია ჰან ჰაიუნი. მყავს დედა ჰან სოიონი, ის მოდელია. მე და დედა მარტო ვცხოვრობდით ბუსანში. მამაჩემს რაც შეეხება... ის...ის ნამდვილი ნაბიჭვარია, დედაჩემის ორსულობაზე გაიგო თუ არა მაშინვე სადღაც აორთქლდა. მაგის მერე დედაჩემს მასზე არც კი სმენია. ღმერთმა იცის სად წავიდა მაგრამ სადაც არ უნდა იყოს იმედი მაქვს იტანჯება.

რაც შეეხება ჩემს ისტორიას როგორც მაღლა ვახსენე სკოლა მალე იწყებოდა მაგრამ დიდად არ მიხაროდა უკან დაბრუნება, მეგობრები არ მყავდა. ჩვეულებრივი და მოსაწყენი ცხოვრება მქონდა სკოლა, სახლი, სკოლა, სახლი მაგრამ, ერთ ჩვეულებრივ დღეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახალი ცხოვრების დაწყება მომიწია.

ჩემთვის საწოლში ვნებივრობდი როდესაც დედაჩემის კივილი მომესმა.

დედა-არრრააააააააააა!!!

მე მაშინვე საწოლიდან წამოვხტი. გული გამალებით მიცემდა, ელვის სისწრაფით დავეშვი პირველ სართულზე. დედაჩემი მდივანზე იჯდა და კი არ ტიროდა ბღაოდა.
მე მაშინვე მივვარდი.

მე-დედა! დედა! რა გჭირს? რა მოხდა?

დედა ჩემს დანახვაზე უარესად აბღავლდა.

დედა-ჰაიუუნნ, შვილოო, ეხლა რა ვქნაა?! რა გავაკეთო?! სად გადავხტე?!

მე-დედა რა ხდება? გთხოვ მითხარი.

დედა-შვილოო სამსახური დავკარგეეე!!

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now