13

739 54 3
                                    

შეშინებული ვიყავი...ვინ არ იქნებოდა ჩემს ადგილას ასეთ მდგომარეობაში? მცივა...მგონი დადგა ის დღეც როდესაც ბოლოჯერ ვხედავ ქვეყნიერებას...არაუშავს მაინც არავინ იღელვებს ჩემზე მაინც არავინ მომაკითხავს და მომიხსენიებს....

შავებში ჩაცმული მამაკაცი ხელს მაფარებს...იმდენად ძლიერად რომ სადაცაა გავიგუდო...ხვანცალს ვიწყებ...ის კი მიღრენს... ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ...მისგან ძალიან ცუდი აურა მოდის თითქოს გაფრთხილებს რომ მას გაეცალო,მოშორდე...

ჩუმად ძალიან ჩუმად ყურში მჩურჩულებს..რომ გავყვე არანაირი ხმაურის და ისტერიკების გარეშე...მისი ხმა რატომღაც მეცნო...ნეტავ ვინ არის?

არ გამიკვირდება თუ თეჰიონი იქნება ...

ხელებს მაშორებს...თვალებით მანიშნებს რომ წინ წავიდე...მეც ნელა მივდივარ...გარეთ გავდივარ...მოვათვალიერე არე მარე მაგრამ არაფერი მეცნო...სად ჯანდაბაში გამოვიქეცი მეც კიდე....

მისკენ ვტრიალდები...ის ხელკავს მიკეთებს..და გზას ისე განვარგძობთ...

დიდიხანი მივდიოდით...ბოლოს სადღაც მიტოვებულ შენობას მივადექით...ისიც დანგრეულ მინგრეულს...შიგნით შემიყვანა...

მალე მოვკვდები...გული მიგრძნობს...

უცებ თმაში ხელს მკიდებს...ვყვირი...კედელს მაჯახებს...თავს ძლიერად ვარტყავ  და ვიკეცები....

იცინის...როგორც დაავადებული ადამიანი...ანუ ფსიქოპატურად....მოდი გამოვრიცხოთ ჯონგუკი რადგან მას ბაჭიის ნიღაბი უნდა ეკეთოს და უფრო საშინელი სიცილი უნდა ჰქონდეს....

ეს კი ...ეს კი უფრო საზარელია....

ჩემთან მოდის იხრება....ხელს თავზე მადებს...მეფერება....გაკვირვებული ვუყურებ...შემდეგ ნიღაბს და ქუდს იშორებს...

მთვარის შუქზე მისი ლამაზი სახის ნაკვთები გამოჩნდა....მისი შავი თმა ბზინავდა...მაგრამ მისი ღიმილი  გიჟ იერს  აძლევდა...

ფსიქოპატი ✔️Where stories live. Discover now