9

113 9 4
                                    

- არ წახვიდე!
მისკენ შევტრიალდი.
- რა?
- არ წახვიდე! - მეორედ აღმოხვრა.
- ხომ მაგრამ ფრენაზე დამაგვიანდება...
- არა... - ჩემთან მოვიდა, მკლავებზე მომკიდა ორივე ხელი.  - საერთოდ არ წახვიდე, არსად, არც საზღვარგარეთ, არც სახლში, არსად არ წახვიდე, ჩემთან დარჩი.
- მე.. - გავჩუმდი, მის თვალებს შევცქეროდი, რომელშიც სიყვარულს, ვნებას და მუდარებას ვხედავდი.
- არ შემიძლია - ვუთხარი სიჩუმის შემდეგ.
- რატომ? - მკლავებზე ხელი მომიჭირა.
- უბრალოდ არ შემიძლია, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე, არა! ამას ვერ ვიზამ.
- ცხოვრებაში ერთხელ იფიქრე გულით და არა გონებით.
ნერვები მეშლებოდა იმდენად კარგად მიცნობდა.  გონება მეუბნებოდა, რომ უნდა წავსულიყავი, ახალი ცხოვრება დამეწყო, ოცნებები ამეხდინა, გულს კი მხოლოდ ჰოსოკის მკლავებში დამალვა უნდოდა.
- არა - ხელი გავაშვებინე და უკან დავიხიე. - არ შემიძლია, მიყვარხარ და ეს შენც კარგად იცი, ისიც ორივემ ვიცით რომ შემც გიყვარვარ, მაგრამ არა, უკვე გვიანია, ყველაფერი დამთავრდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ემის აკოცე.
- ემი! ემი! ემის დედასაც არ შევეცი!!! აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.
- არა... არა... არა... - ერთი და იგივეს ვიმეორებდი და თავს წამდაუწუმ ვაქნევდი. გზის იქით კედელს მიეყუდა და დაჯდა. მასთან მივედი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში შევხედე.
- მიყვარხარ თეკლა! ყველაფერზე მეტად!
- მეც მიყვარხარ... მაგრამ ვერ გაპატიებ... - ვუთხარი და წამოვედი. თავს ძლივს ვიკავებდი უკან არ შევტიალებულიყავი, ხელები მეჭიმებოდა, ფეხებში ისეთ სიმძიმეს ვგრძონბდი, ძლივს  დავდიოდი.  არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორღაც გამოვაღწიე ქუჩიდან და ტრასაზე გავედი. გზაზე ისე გადავედი, არც შემიხედავს მწვანე ფერისთვის, რომელიც შუქნიშნიდან მოდიოდა, არც ის გამიგონია როგორ შემაგინა მძღოლმა. მხოლოდ მაშინ გავერკვიე, როცა ჩემი კარის წინ ვიყავი და გასაღებს უკუღმა ვარჭობდი, ამოვატრიალე და სახლში შევედი, რომელშიც ხვალ ოჯახი გადმოვიდოდა. უკვე ათი ხდებოდა, ვერც შევამჩნიე როგორ მალე გავიდა დრო. ქურთუკი შემოვიცვი, ჩემოდანი ავიღე და კარი გამოვიხურე. კიბეებზე ჩავედი, ტაქსი გავაჩერე და აეროპორტისკენ გავწიე. იქ მისვლისთანავე გავიარე რეგისტრაცია და ყველაფერი რაც საჭირო იყო, ფრენას ველოდებოდი, როცა ტელეფონმა დამირეკა. დავხედე და მარი იყო. ტელეფონის ეკრანს ვუყურებდი და ხელებს ერთმანეთში ვათამაშებდი, ვფიქრობდი ამეღო თუ არა. ჩემს თავს ვებრძოდი და ვფიქრობდი რა მექნა. რომ ამეღო შეიძლება რაიმე ისეთი ეთქვა ფრენაზე უარი მეთქვა, ან წასვლა გამჭირვებოდა. რომ არ ამეღო, შეიძლებოდა რაიმე უფრო ცუდი მომხდარიყო და ვჭირდებოდი.
- გისმენ მარიამ - ფათურით ავიღე ტელეფონი.
- მეგონა გეძინა.
- და რა იცი რომ არ მეძინა.
- ხმაზე გეტყობა, ხო კაი რატო გირეკავდი, ხვალ ნიტას ვერ დაიტოვებ? თამარს ხომ იცი რამდენი საქმე აქვს, გამომიძლიებელია ქალი, კესოსთან კიდე ბავშვს ვერ დავტოვებ, მკვდარი დამხვდება.
- და რა ხდება?
- სასამრთლოა განქორწინებისთვის და არ მინდა იქ იყოს.
პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეტირა.
- ბოდიში მარიამ... ვერ დავიტოვებ... - ძლივს ამოვღერღე.
- აუუ, კარგი იყოს, არაუშავს რამეს ვიზამ.
- მარიამ...
- ხო.
- ჩემს ნათლულს ჩემს მაგივრად აკოცე.
- კარგი - სიცილით მითხრა და გათიშა.
•••
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოკიოში
- მადლობთ - პირადობა გამოვართვი და სუფთა ჰაერზე გამოვედი.  იმდენი რამე მაქვს გაკეთევული არასწორ დროს, ვერც დავთვლი. ყოველთცის მაშინ დგებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შესანიშნავი მომენტები, როცა ამის დრო არ მქონდა, ურეაქციოთ და უემოციოთ  ვხდებოდი. ახლა როცა იაპონიაში დავდგი ფეხი განსაკუთრებულ არაფერს ვგრძნობდი, როცა მარიამი ჩემს ადგილზე ხტუნვას და ასკინკილას დაიწყებდა. თამარიც აჰყვებოდა, მაგრამ მისგან განსხვავებით ხალხის შერცხვებოდა. კესო კი ემოციებს არ გამოხატავდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს გრძნიბდა. მეც მას ვგავდი, მაგრამ არაფერს ვგრძნობდი.
ტაქსი გავაჩერე, ძლივს ავუხსენი რომ სასტუმროში წავეყვანე, კიდევ ჯარგი არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც ბევრ ენაზე ერთნაირად ჟღერს. ფული გადავუხადე, ღმერთმა იცის სახლის ფასი გადამახდევინა თუ კევის.
- ოთახის ქირაობა მინდა - ვუთხარი პერსონალს.
- დაჯავშვნილი გაქვთ? - მადლობა ღმერთს აქ მაინც  იციან კორეული.
- ამ..არა... უბრალო ოთახი მინდა
- რამდენი დღით?
- ჯერჯერობით ორი. - სანამ ანამარიას მოვძებნიდი, მინდოდა ჩემს თავთან ყოფნა, აბა ეხლა ჩემი დის წესებს რა გაუძლებს...
- კარგ დასვენებას გისურვებთ - ღიმილით მითხრა და გასაღები მომცა, რომელზეც რიცხვი 12 ეწერა.
- მეორე სართულზე, ხელმარჯვნივ მიბრძანდით. - მადლობა გადავუხადე და ლიფტში შევედი, ოთახი მოვძებნე და გავღე. უბრალო მისაღები, აბაზანა და საძინებელი ჰქონდა. ავღწერდი, მაგრამ მაგის ასაღწერად ვისააქ თავი, ჩემოდანი დავდე, კარი ჩავკეტე და სასტუმრო დავტოვე. ძალიან მშიოდა და პირველივე რესტორანში შევედი. განსხვავებული სუნი იდგა, ხის სკამები და მაგიდები დამხვდა, როგორც კი დავჯექი მენიუ მომიტანეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფურცლისგან შედგებოდა.
- მიდი აბა და გაარჩიე ერთმანეთისგან. - ექვსი სრულიად ერთნაირი საჭმლის სურათი იყო, რომელთაგანაც განსხვავებას ვერ ვარჩევდი, არც იაპონური ვიცოდი, ამიტომ მხოლოდ თითის დადებით ვაჩვენე მიმტანს, რა მინდოდა.
სანამ შეკვეთას ველოდებოდი კი, გამახსენდა ჩემი იაპონურის მასწავლებელი.
•••
- არა, არასწორად ამბობ - დამცინოდა ჰოსოკი.
- ზუსტად ისე ვთქვი, როგორც შენ მასწავლე.
- აქცენტით უნდა თქვა.
- ვერ ვამბობ და რა გავაკეთო..
- მარტივია
- ეგ შენთვის, პატარაობიდან იცი, აბა მე მკითხე.
- საშინელი მოსწავლე ხარ!
- მე კი არა, შენ ხარ საშინელი მასწავლებელი.
- შენი უცოდინრობაც მე დამაბრალე ეხლა.
- მშია - დავიწუწუნე და მისი სიტყვები დავაიგნორე.
- მმ... ბურგოგი გასინჯული გაქვს?
- ნწ! - თავი გავაქნიე.
- ხოდა ადექი და შენი შეყვარებულის საყვარელი საჭმელი ვჭამოთ - ამაყენა, ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.
•••
- შემოვდგი ფეხი დაგეცათ მეხი - გავიცინე და ჩემი დის სახლში შევედი - უი, ნინა, შენც აქ ხარ?! - შემრცხვა და მივესალმე, ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია.
- როგორ ხარ თეკლა? როგორ მომენტარე!
- კარგად, შენ როგორ ხარ, როგორ უძლებ ჩემს დას? - მან მხოლოდ ჩაიცინა და ჩემოდანი შეიტანა. ყოჩაღ ჩემს დას! კარგი ბინა უყიდია! პირდაპირ თავისნაირი. ოთახში შევედი და გამოვიცვალე, მანამდე ნინამ სუფრა გააწყო,  მშიერი იქნებიო. შუა ჭამის დროს ჩემი და შემოვიდა ოთახში, შეყვარებული ნახა და მერე მეც შემამჩნია.
- ოჰ! გაგიმარჯოს! - მითხრა და მაკოცა, დავიჯღანე და პური ვიტაკე პირში.
- ერთი ის გამაგებინე სასტუმროში რას რჩებოდი, როცა სახლი აქ გქონდა.
- კარგი დააცადე, ნამგზავრი და დაღლილი იქნება - უთხრა ნინამ და თეფში დაუდო.
- შენ ჩემ დას არ იცნობ.
- ხოდა გავიცნობ - მითხრა და გამიღიმა.
- კარგი მიდი ჭამე და მერე წავიდეთ სადმე - მითხრა ანამარიამ და ცოხვა დაიწყო.
•••
"თუ გამორთული მაქვს ტელეფონი, ესე იგი არ მცალია შენთვის შენი სირობებისთვის და შეტყობინების დასატოვებლად ნუ იმტვრევ თავს მაინც არ ვნახავ"
- ჰოსოკ, მე ვარ, ყველაზე სულელი და უიღბლო ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომელსაც წინ ჰქონდა ბედნიერი დასასრული, მან კი ხელი კრა. აქ უკვე სამი დღეა რაც ვარ და ჯერ ვერაფერს ვერ შევეჩვიე. ორი დღე სასტუმროში ვიყავი და ძლივს გავაგებინე სხვებს რა მინდოდა, საშინელი საჭმელი ვჭამე რესტორანში, მარტო ექვსი კერძი ჰქონდათ და ექვსივე ერთნაირი. მეორე დღეს, ვიფიქრე დავათვარიელებ მეთქი ქალაქს და სამჯერ დავიკარგე, მაგრამ რაც მართალია, მართალია ასეთი გემრიელი სუში არსად არ მიჭამია. მესამე დღეს კიდევ ჩემი დის და ნინას სახლში მივედი. ნუ კოცნა გადაკოცვნა და რაღაც რუღაცეები იყო, ეს ორი მართლა ისე არიან, როგორც მე და შენ ვიყავით, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ბარში წავედით, ზედმეტად ვიგრძენი თავი და ხუთი ჭიქის მერე წამოვედი, ვუთხარი სახლში წავალ მეთქი მარა გზა არ მახსოვდა, ხოდა გამოვედი გარეთ, მერე კიდევ გამახსენდა რომ მიყვარდი და აჰა მეცხრე ზარის მერე ძლივს შევძელი დამერეკა, უფრო სწორად შეტყობინება დამეტოვა. მოკლედ ახლა გალეშილი მთვრალი ვარ, შენი ყოფილი რომ ლოთია ეგ ახლი ამბავი არ არის ხო უკვე?! ხოდა რას ვამბობდი...  ახლა რაღაც ქუჩაზე ვარ, აზრე არ ვარ რა ქვია, მარა რაღაც თეთრი შენობა დგას, სუ სუ თეთრია, მაგისნაირი სხვა რო არ არი, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მოკლეს...  სანამ გამოვფხიზლდი და რამე ვინანე, უბრალოდ... გთხოვ, თუ გიყვარვარ ჩამოდი...
- შენი დედაც! - დავიყვირე როცა ტელეფონი დაჯდა. გაიგე ეხლა მიუვიდა თუ არა შეტყობინება.
- უკაცრავად რომელი საათია? - ვკითხე გამვლელეს, მის გაკვირვებულ სახეს  რომ შევხედე, გამახსენდა რომ კორეაში არ ვიყავი და ხსლით ვანიშნე ხელზე, საათი მეთქი. ააააო, მითხრა და მიპასუხა, ერთი სიტყვა თუ გამეგოს , მე მომიხდეს ნარინჯისფერი, მიხვდა რომ ვერ გავიგე და ტელეფონის ეკრანი დამანახა. თერმეტი საათი იყო, მეც არ გამიკვირდა რატო ბნელა თქო. გაჩერებაზე დავჯექი, მციოდა, მართლა მციოდა. სკამზე თავი დავდე, ფეხები მოვკუნტე და  თვალები დავხუჯე. სულ ცალ ფეხზე მეკიდა გამქურდავდნენ, გამაუპატიურებდნენ, დამჭრიდნენ თუ მომკლავდნენ, მეძინებოდა და დავიძინე.
•••
თვალი რომ გავახილე, პირველი წითელი მანქანა დავინახე ბუნდივნად, უფრო ფართოდ რო  გამოვიხედე, ტროტუარი და გზაც შევამჩნიე, თავი წამოვწიე და თვალები მოვიფშვნიტე, ისევ გაჩერებაზე ვიჯექი. ტელეფონი ამოვიღე, გამახსენდა რომ მკვდარი იყო, მაგრამ მაინც ჩავრთე, საათის დანახვა მოვასწარი, მერე კი მაშინვე გამოირთო. დილის ათი საათი იყო. ავდექი და წითელი მანქანის ფანჯარაზე დავაკაკუნე, ჩამოიწია და იქიდან ქალმა გამოიხედა.
- შეგიძლიათ დამარეკინოთ? - ვკითხე და თმა გადავიწიე.
- კი, რა თქმა უნდა - მიპასუხა კორეულად.  სიხარულისგან გავიცინე.
- რა გაცინებთ?
- მიხარია რომ გაიგეთ ჩემი.
მანაც გაიღიმა და ტელეფონი მომაწოდა. ჩემს დას დავურეკე.
- შენ შვილო ცოტა ალაოდ ხომ არ ხარ? - ჩამყვირა ანამარიამ, ამიტომ ტელეფონი შორს გავწიე. კიდევ ამბობდა რაღაცეებს, ქალი კი გაკვირვებული მიყურებდა. ხომ ყველაფერი რიგზეაო მკითხა, მე კი თავი დავუქნიე.
- მორჩი? ხო სახლის გზა არ მახსოვდა, მთვრალი ვიყავი და ჩამეძინა.
- გუშინ ჩვენც მთვრალები ვიყავით და რო მოვედით არც შემოგვიხედავს შენს ოთახში, ხო თეკლაა, კარგად ვარო - უთხრა ნინას - ხოდა, დღეს დილით რო ვერ გნახეთ აგიფეთქეთ ტელეფონი.
- ხო დამიჯდა, ტაქსით მოვალ დონტ ვორი.
- დარწმუნებული ხარ?
- შენი და ვარ ანამარია, არაფერში არ ვარ დარწმუნებული.
- ჩაქრი! - მომაძახა და გათიშა. გამეცინა, ქალს დავუბრუნე ტელეფონი და მადლობა გადავუხადე. უკან გაჩერებაზე დავჯექი, გუშინდელ საღამოს ვიხსენებდი, როცა თავში ხელი შემოვირტყი.
- ჯანდაბა! - წამოვიყვირე როცა გამახსენდა ჰოსოკს რომ შეტყობინება დავუტოვე - არ მიუვიდოდა ხო?! ხო არა... დაჯდა ტელე და როგორ მოუვიდოდა, ნეტავ რეები ვილაპარაკეე, ღმერთო..... იმედია ისეთი არაფერი ვუთხარი. -  სიმართლე თუ გაინტერესებთ და ვიცი რომ არ გაინტერესებთ, კი, მომენატრა და კი, ვნანობ რომ წამოვედი და კიიიი!!! დებილი ვაააარ!!! მაგრამ ახლა ამას ვეღარ შევცვლი. მინდა შევცვალო მარა არ შემიძლია.
- დროის მანქანა მჭირდება სასწრაფოდ, სასწრაფოდ!!! - ვთქვი და ახლაღა გავაანალიზე რომ წითელი მანქანაც წასული იყო და წვიმაც დაწყებულიყო.
- კარგი, ეხლა წვიმის გადაღებას დაველოდოთ, მერე სახლს მივაგნოთ და "ჰოსოკ მენატრების" პირველი სერია გამოვუშვათ. ჩაბილაპრაკე და მუხლებში თავი ჩავრგე. გვერდზე ვიგრძენი სხეული როგორ მომიჯდა, თავი ავწიე და მას შევხედე.
- წვიმს! - მითხრა ჭაობისფერ ქურთუკიანმა ბიჭმა და გამიღიმა.
- ეგ მეც შევამჩნიე - ვუპასუხე და მეც გავუღიმე.

დასასრული!♥︎

RAIN GIRL - წვიმის გოგო Where stories live. Discover now