4

58 5 0
                                    

რამდენჯერაც ახალ ადგილას მივდივარ, სულ სახლებს ვაკვირდები. ახლაც ავტობუსიდან ჩამოსვისთანავე, სანამ სხვები მარკეტში იყვნენ და პროდუქტს ყიდულობდნენ, მე სულ კორპუსებს ვუყურებდი. ეტყობოდა სიძველე, ისიც ეტყობოდა, რომ რამდენჯერმე იყო გადაღებილი, ხის აივნები აქერცლილი იყო, როგორც ჩანდა აქაური დიასახლისები სარეცხის გაფენას არ აქცევდნენ ყურადღებას, უსწორმასწორო, ფერადფერადი სხვადასხვა ზომის ტანსაცმელი იყო გამოფენილი ყველა აივანზე. ფანჯრებიდან კი მხოლოდ მცენარეები მოჩანდა. ქალაქი, ტიპიური იყო, სხვადასხვა რასის და ტიპის ხალხი დადიოდა, როგორც სეუᲚსი, აქაც იგივე მაღაზიები, იგივე სუნი და იგივე სიტუაცია იყო. არ მიყვარს ქალაქების აღწერა, არც გამომდის და ჩემი კარგი მხარეც არაა.
•••
ცისფერი ჭიშკარი შევაღეთ, ბეტონის გზა გამოჩნდა, შემდეგ ბალახი, იმის იქით კი ვარდები. და როგორც იქნა ამ გაუვალი ტყის შემდეგ ორსართულიანი სახლი. დაბლა კარი ღია დაგვხვდა და ეტყობოდა რომ სამზარეულოსი იყო. მეორე სართულზე აივანი და ოთხი კარი, შესაბამისად ოთხი ოთახი იყო.

იუნგი, ჯინი და ნამჯუნი ერთ ოთახში შევიდნენ. (ძმაკაცები) ჯიმინი, თეჰიონი, კესო და ემი მეორეში (კესო ჯიმინას და თეჰიონს არ დატოვებდა და ემი დარწმუნებული ვარ სპეციალურად შეიყვანა, ჩემთან რომ არ მოხვედრილიყო ან ჰოსოკთან) მე თამართან, მარისთან და რუსასთან ერთად მოვხვდი (რუსა ყველგან რომ ეტენება ახალი ამბავი არ არის) და ჰოსოკი ცალკე ოთახში დააწვინეს, აი ეს რატომ არ ვიცი, ან რა ქნა რომ ეს დაიმსახურა, მაგრამ ფაქტი იყო ემი კესოსთან და ბიჭებთან რომ არ გაჩერდებოდა...

ოთახი იმდენად უბრალო იყო აღწერადაც არ ღირს. ოთხი შეტყუპებული ლოგინი იყო (მალე უკვე სამი რადგან რუსა მეოთხეს სხვაგან დადგამვდა) და ოთხ თაროიანი კარადა. ერთადერთი ის მომეწონა რომ ფანჯარას დიდი რაფა ჰქონდა, ამიტომ წიგნის კითხვას თავისუფლად შევძებდი აქ.

RAIN GIRL - წვიმის გოგო Where stories live. Discover now