1

204 9 0
                                    

- არასდროს მეგონა ეს მოხდებოდა უკვე ყვირილისგან დაღლილი, ხრიწიანი ხმით ძლივს ამოილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა. ბიჭი ხმას არ იღებდა, თავი ჩახრილი ქონდა, არა დასჯილი ბავშვივით, არა დანმაშავესავით, არამდენ კაცივით, რომელმაც გული გაუტეხა მას, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
- მე არ...
- იცოდი! იცოდი რასაც აკეთებდი! როცა კოცნიდი, როცა ეხებოდი, როცა ხდიდი და როცა ათავებდი! ზუსტად იცოდი რას აკეთებდი! - მშვიდი, მაგრამ გაბრაზებული ტონით შეხედა გოგონამ, მის ხმაში სევდა, იმედგაცრუება და წყენა იგრძნობოდა - არც გაგხსენებივარ, აბა რა მაშინ ვის რაში ადარდება თეკლა... წყვილს ხომ მომენტი ჰქონდა - სარკასტულად ჩაიცინა და გვერდული ჩანთა მოიხსნა.
- მაინცამაინც ჩემს მეგობართან, ჩემს ბავშვობის მეგობართან, მასთან რომ არ გეღალატა თან ჩემს დაბადების დღეზე, როცა უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი, არ შეგეძლო? - სიტყვა დაამთავრა და გაწვიმდა კიდეც - ნუ ხარ ჩუმად ღმერთი თუ გწამს!!!! - უკვე ვეღარმოთმენილმა დაიყვირა.
- არაფერი მაქვს სათქმელი - მხოლოდ ეს თქმა ბიჭმა და სიგარას მოუკიდა.
- სამაგიეროთ მე მაქვს, გახსოვს რომ გკითხე ყველაზე მეტად რისი გეშინია მეთქი? - ბიჭმა პირველად გაუსწორა თვალი მას, თითქოს ეს თანხმობის ნიშანი იყო.
- მიპასუხე შენი დაკარგვისო და გილოცავ, რადგან სამუდამოდ დამკარგე - ბოლოჯერ შეხედა, მანქანიდან გადავიდა, კარი მიუჯახუნა და სახლში ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

თეკლას პოვ:
დღეს 25 წლის გავხდი, უბედნიერესი უნდა ვიყო და ვიყავი კიდევაც, სანამ ჩემთვის ორმა ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა ეს დღე არ გააფუჭა. არ მინდა ახლა ამის გახსენება, მხოლოდ ის მჭირდება სახლში მივიდე, თბილ საბანში შევწვე და Დავიძინო. ახლა მხოლოდ ეს მჭირდება. ქუჩები როგორ გავიარე, კიბეებზე როგორ ავედი ვერ შევამჩნიე, თავი ისეთი გაბრუებული მქონდა, მხოლოდ მაშინ გავერკვიე როცა მივხვდი რომ გასაღები მჭირდებოდა კარის გასაღებად, ჩანთა მოვიხსენი და გასაღების ძებნა დავიწყე, სადღაც ბოლოში იყო ჩატენილი, ამდენი ნივთიც კი ჩანთაში ნერვებს მიშლიდა. აქამდე თუ ვამბობდი, მჭირდებათქო, ახლა დიდი სიამოვნებით მოვისვრიდი მერვე სართულიდან. გასაღები ხმაურიანად შევარჭე კარში, მაგრამ ვერ ვხსნიდი, უკვე ამ ხმაზე ტანი მეჭიმებოდა, უკვე ლამის იყო მეყვირა გაბრაზებიაგან. სწრაფად გამოვაძრე და მხოლოდ მერე გავაანალიზე რომ მეორე მხრიდან უნდა გამეხსნა. ამოვიოხრე, კარი გავხსენი და ხმაურით მივაჯახუნე, შუქი ავანთე და ოთახს თვალი მოვავლე, მაშინვე სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, მაგრამ იქ ერთი წამიც არ გავჩერებულვარ, სასტუმრო ოთახში წავედი. ფეხზე გავიხადე და უადგილოდ მოვისროლე ფეხსაცმელები, ტახტზე მოვიკუნტე და თვალები დავხუჭე. არასდროს მეგონა, რომ ასეთ მდგომარეობაში ავღმოჩნდებოდი, ასე არ დამაფასებდნენ, ასეთი სუსტი ვიქნებოდი. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები მოვისრისე, უკვე დაძინებაც არ შემეძლო, ან მეგონა სანამ მართლა არ ჩამეძინა.
   დილით კარზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს. თავს ვწევ, მაგრამ იმდენად მტკივა, რომ პირვანდელ პოზიციაში ვაბრუნებ. მაგრამ ხმა არა და არ წყდება, მეც გაბრაზებული ვდგები, არც ვიხედები ისე ვაღებ და ჩემი ძმის, ანდრიას სახეს ვაწყდები.
- დაბადების დღეს გილოცავ - გაიცინა და საჩუქარი ხელში აწია, თითქოს მანამდე ვერ ვხედავდი. უსიტყვოდ წავედი სამზარეულოსკენ, ისიც უკან გამომყვა, მაცივარი გამოვაღე და ჯემი გამოვიღე, პურის გამხმარ ნაჭერს ვუსვამდი, თითქოს ანდრიას ვერც ვამჩნევდი.
- რა გჭირს? - ახლა უკვე სერიოზული ხმით მკითხა.
- არაფერი რა უნდა Მჭირდეს? - მხრებს ვიჩეჩ და ვეკითხები თითქოს მას ეცვას გუშინდელი კაბა და თმა 2 თვის დაუბანელს უგავდეს.
- ვიცი რაც მოხდა  - სახე შემეცვალა, პური თეფშზე დავაგდე და სკამზე დავჯექი.
- აბა მიდი, გაეკიდე და მოკალი ცემით, ან ის მოგკლავს და მერე ისევ ჩემი მოსალელი იქნები - თმა გადავიწიე და ხელებით მუხლებს დავეყრდენი.
- ადექი - საჩუქარი მაგიდაზე დადო.
- რა? - ახლაღა ავწიე თავი და შევხედე.
- ადექი, წამოდი, მალე!
- დააა, სად მივდივართ?
- გასაცოცხლებენ დაწესებულებაში - ჩემს ოთახში დავინახე როგორ შევიდა, მე გავიცინე. ასე ერთ კაფეს ვეძახდით, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ყავას ამზადებდნენ, მხოლოდ სუნიც კი საკმარისი იყო, რომ გონზე მოეყვანეთ. ტანსაცმელი გამომიტანა. ნეტავ ვინ მისცა ჩემს ოთახში შესვლის უფლება?! სულ მინდოდა ჩემი ძმის კედელზე ხლა, მაგრამ მერე ვფიქრობდი რომ კედელს არ მოუხდებოდა წითელი ფერი და თავს ვიკავებდი. რატომ არ შეიძლება მწავნე სისხლი ქონდეს? ამ ერთი რამით მაინც გამოირჩეოდეს რაა...
არც შემიხედავს რას ვიცვამდი, უცბად ამოვიცვი და ჩემს ძმას უკან გავყევი. ადგილზე მანქანით მივედით ალბათ 3 წუთში. გზაში ხმას არ ვიღებდი. არც კაფეში ამომიღია ხმა, არადა უკვე ნახევარი ჭიქა დაცლილი მქონდა. ჩემი ძმა კი თვალს არ მაშორებდა.
- რა? - ჭიქა მაგიდაზე დავდე და ვკითხე.
- არ დაიწყებ ლაპარაკს?
- და რა უნდა ვთქვა? შენ მომათრიე აქ, თორე მე ძილი მერჩივნა.
- კარგი რა თეკლა - ჩაიცინა და თავი გაატრიალა - მიდი, თქვი რაც სათქმელი გაქვს. - ჩემგან მხოლოდ დუმილი მიიღო და მე მხოლოდ სერიოზული სახე მივიღე მისგან.
- მე არ ვარ სხვა...
არ ვარ შენი შეყვარებული...
ჩემთან ლაპარაკი შეგიძლია...
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა სიტყვებმა საუბრის სურვილი გამიჩინა, მასთან მხოლოდ "გადი გადაშნედი" ან "ეხლა არ გფეთო" ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა მართლა მჭირდებოდა ადამიანი, რომელთანაც ვილაპარაკებდი და რომელიც მართლა მომისმენდა და არა იმიტომ რომ ვალდებული იყო.
- დედამ დამირეკა... მითხრა რომ ჩამოსვლას აპირებენ ეგ და მამა, თან დაბადების დღეც მომილოცა. არ მენატრებიან... მიუხედავად იმისა რომ ორივე მიყვარს, მაინც არ მაკლდენენ ეს დრო. როცა მირეკავდნენ, არასდროს გამიფიქრია, როგორ მომენატრნენ, როგორ მინდა ჩავეხუტო, როგორ მინდა მალე ჩამოვიდნენ. და როცა ვხვდებოდი ამ ყველაფერს ჩემი ფიქრებისაც კი მრცხვენოდა, თუმცა მართლა ასე ვფიქრობდი და სხვა რა მექნა - მხრები ავიჩეჩე და ჭიქა ავიღე - მიყვარდა - ახლა უკვე ჰოსოკზე დავიწყე საუბარი - მართლა მიყვარდა, მაგრამ იმდემად მატკინა, რომ ახლა მისდამი მხოლოდ ბრაზს ვგრძნობ. 
- მაშინ გაარძელე ბრაზი და ბედნიერებას გისურვებ - წამოდგა, ლოყაზე მაკოცა და წასვლა დააპირა. მე მხოლოდ ჩამეცინა.
- ხომ მართლა ანამარიასგან რა ისმის? - დავუძახე, ისე თითქოს კაფეში კი არა ბაზარში ვყოფილიყავით.
- არაფერი, როგორც ყოველთვის ერთ ადგილზე არ ჩერდება - მანაც იმავე ტონით მიპასუხა და გავიგე, როგორ გაიჯახუნა კაფის კარი, შემდეგ კი ფანჯრიდან დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
ცოტა ხანი ვიჯექი, ნუ მე ესე მეგონა, სინამდვილეში კი ერთი საათი იყო ეს ცოტა ხანი. შემდეგ კი ავდექი და წავედი. ფეხით გადავწვიტე სახლამდე მისვლა, უკვე ჩემი სახლის ქუჩაზე შევუხვიე, როცა ქუჩის თავში ჰოსოკი დავინახე.
ნაბიჯი შევანელე, ჩემთან შედარებით ბევრად კარგად გამოიყურებოდა, ხეს იყო მიხუდებული და მიყურებდა, ახლა უკვე ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა, არ ვიყავი მასთან ლაპარაკისთვის მზად, ნეტავ შემეძლოს და ეხლა უკან გავიქცე, მაგრამ ამის მაგივრად მივუახლოვდი.  უკვე უნდა მეკითხა რატომ მოხვედი-მეთქი, როცა ტელეფონმა დამირეკა. ამოვიღე და ვუპასიხე.
- გისმენთ...
ვიღაც ქალმა ქალბატონით მომმართა და მითხრა სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთო. მერე უკვე აღარ მახსოვს რა თქვა, მხოლოდ ტელეფონის დაბლა დავარდნის ხმა ვავიგე.
- აქ იმისთვის არ მოვსულვარ და მოგიბო...
მისი სიტყვები უკვე ბუნდოვნად მესმოდა, ხმამაღლა სუნთქვა დავიწყე.
- უბრალოდ მინდა გცოდნოდა რომ კი, მართალი ხარ ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდო...
მის ლაპარაკს არ ვუსმენდი, მხოლოდ იმ ქალის ნათქვამს ვიმეორებდი გულში.
- დიდი ხნის წინ მინდოდა შენთან დაშორება, რადგან აღარ მიყვარდი, არც არასდროს მყვარებიხარ, უბრალოდ შენთან ვერთობ...
თავლები დამისველდა, არა მისი სიტყვების გამო, არამედ იმის გამო რაც ტელეფონში მითხრეს.
•••
- ჩემი ძმის ნახვა მინდა... აქეთ ხომ?
- ქალბატონო დარწმუნებული ხართ რომ მზად ხართ? ალბათ...
- ჩემი ძმის ნახვა მინდა! - რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი.
- კარგით ცოტა ხანს აქ მოიცადეთ.
მითხრა და შუა დერეფანში მარტო დამტოვა.
მახსოვს როგორ დავეცი, როგორ ვიყვირე ჩემი ძმის სახელი, როგორ მომვარდა ჰოსოკი და მკითხა რა ხდებოდა, მე კი ნამტირალები თვალებით შევხედე, ჩამიხუტა და მანქანაში ჩამსვა. მაგის შემდეგ კი არაფერი არ ვიცი, აქამდე როგორ მოვედით, რომ ჩემი ძმის მკვდარი სხეული მენახა.
- მობრძანდით - გავიგე იგივე ხმა და მას გავყევი, რაღაც ბნელ ოთახში შემიყვანეს, სადაც გადაფარებული სხეული დამხვდა. ნელა მივუახლოვდი. ახლა ჩემი ძმის სხეულს ვუყურებდი, რომელიც არ სუნთქვადა, არ ინძრეოდა და არაფერს აკეთებდა. უბრალოდ ასე იწვა... უკვე გავბრაზდი და თავზე გადავხადე... მისი სახე დავინახე და ჩავიღიმე
- ძილისგუდა... - სახეზე მოვეფერე, შუბლიდან თმა გადავუწიე და ღიმილით ვაკოცე. მისი ხელი დავიჭირე და მაგრად მივიკარი.
- იცი, რომ წახვედი იქ კიდევ ცოტა ხანს ვიყავი, რაღა ცოტა ხანს თითქმის ერთ საათს. - ჩავიცინე - ასე ვიჯექი, ვიჯექი და მერე წამოვედი - ცრემლი ჩამომმვარდა - შენმა ლაპარაკმა დამამშვიდა, ძალიან დამამშვიდა, მართლა არ გატყუებ - მის ყელს შევეხე, რომელიც გალურჯებული იყო, - ყელზე რა მოგივიდა ანდრია? ლურჯი რატომ გაქვს? - ეს იყო ბოლო ჩუმი სიტყვები, შემდეგ კი გადავხადე და მხრებზე ხელი მოვკიდე - ადექი ანდრია, მოდი მალე ადექი, უნდა წავიდეთ, - მაგრამ არ ინძრეოდა, არასდროს მიჯერებს ხოლმე, როცა მივხვდი რომ არადა არ მიჯერებდა სრუტუნით ძლივს აღმოვთქვი - გაცივდები და იცოდე რომ არ  მოგივლი - მოვუვლიდი, ოღონდ მხოლოდ ეხლა დაეჯერებინა და ამდგარიყო და მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ამ დროს დამხმარე პერსონალი შემოვიდა, მე კი ისევ ჩემს ძმას ვეხვეწებოდი ამდგარიყო.
- გამიშვი!!! გამიშვი!!! - ბოლო ხმაზე ვიკივლე, როცა ჩემი მისი სხეულიდან მოშორება სცადეს, ანდრიას თავი ავაწევინე და ჩავიხუტე, ბოლო ხმაზე მოვთვქვამდი და ვტიროდი.
- ქალბატონო გთხოვთ თავი ხელში აიყვანეთ, წამოდით, გთხოვთ ქალბატონო...
- მოკეტე!!! - ანდრიასთვის ხელი არ გამიშვია ისე ვუღრიალე და ისიც მომეშვა, ისევ მარტო მე და ანდრია დავრჩით ოთახში, ისევ ასე მქონდა ჩახუტებული, მისი უსიცოცხლო სხეული.
•••
- ჩვენი ინფორმაციით თქვენ ბოლო იყავით, ვინც ბატონ ანდრიას შეხვდა, მისი სიკვ..
- დიახ, მე ვიყავი - შევაწყვეტინე, რადგან ამ სიტყვის გაგონება არ მინდოდა, მიუხედავად რომ უკვე 1 კვირა გავიდა, მაინც ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ყოველ Დილით მისი კარებზე ბრაგუნი არ გამაღვიძებდა.
- შეგიძლიათ, რომ ყველაფერი დაწვრილებით გვიამბოთ? - ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე -ჩემი დაბადების დღის მეორე დღე იყო, ჩემი ძმა და მე კაფეში წავედით ყავის დასალევად,  იქ დაახლოებით ნახევარი საათი იყო, შემდეგ კი თავისი მანქანით წავიდა, მე უფრო დიდ ხანს გავჩერდი. უკვე ჩემს სახლთან ვიყავი, როცა ავარიის შესახებ გავიგე და.. რა მნიშვნელობა აქვს.. ამ ყვეკაფერს რატომ მაყოლებთ, ხომ თქვით რომ ავარია გადაჭარბებული სიჩქარის გამო მოხდა
- გვგონია რომ ეს ავარია დაგეგმილი იყო - მაშინვე სკამზე გავსწორდი - ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს როგორ გადავარდა თქვენი ძმის მანქანა ხიდიდან წყალში, დეენემის პასუხმა თქვა რომ მან თავი ცუდად დაარტყა და ყელი მოეგრიხა. მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა წყალში. ჩანაწერში, ის ჩანს რომ მანქანა ხიდიდან ვარდება, მაგრამ ის არა წყალში თუ მიწაზე, ჩვენ წყლის  ვარაუდი იმიტომ გამოვთქვით, რომ მანქანა სველი იყო.
ამაზე ვერ მოვითმინე და ჩამეცინა, რამდენად არაპროფესიონალებთან მქონდა საქმე. მათი ლაპარაკი იმდენად უინტერესო და უამზრო იყო რომ მეტის მოთქმენა აღარ შემეძლო.
- ვფიქრობთ რომ მანქანის გადავრადნის შემდეგ მკვლელი რომ დარწმუნებულიყო მსხვერლლის სიკვდილში მას ყელი მოუგრიხა და შემდეგ წყალში გადააგდო.
- და ჩემგან რას ითხოვთ?
- გვაინტერესებს ვინმეზე თუ გაქვთ ეჭვი.
- არა.
- ჩვენ გვყავს ორი ეჭვნიტანილი
- ვინ?
- ჯონგ ჰოსეოკი და მამათქვენი.
წყალი კინაღამ გადამცდა ამის გაგონებაზე, ჭიქა მაგიდაზე დავდგი.
- უკაცრავად?
- მამათქვენი ზუსტად ამ პერიოდში უკვალოდ გაქრა
- მაგ პერიოდში, რომელიც 1 საათს შეადგენს მილიარდობით ადამიანი შეიძლება გაქრეს.
- ხომ მაგრამ მამათქვენის და ჯონგ ჰოსეოკის სიმაღლე და წონა შეეფერება ზუსტად იმ ადამიანის მონაცემებს.
ოთახიდან გამოვედი, ჩემი ნება რომ იყოს იმ ვიღაცას აქვე მოვიყვანდი ამ ორის თავის მოსაგრეხად, რეები მობოდეს. დედაჩემი და მამაჩემი ისევ გაფრიდნენ, დასაფლავებაზე იყვენენ მხოლოდ აქ, დედაჩემმა ეს ძნელად გადაიტანა, მამაჩემმაც მაგრამ არ იმჩნევდა, რათქმაუნდა.
- თეკლა - უკან მოვიხედე და თამარი დავინახე.
- როგორ ხარ - მოვიდა და ჩამეხუტა.
- გუშინდელზე უკეთ.
- წამოდი ჩემს ოთახში უნდა დაგელაპარაკო.
მეც გავყევი, თამარი სეულის მთავარი განყოფილების უფროსია. თავის საქმეში მართლაც ძალიან კარგია. მას სკოლიდან ვიცნობ, ჩემი კლასელი და მეგობარი იყო და არის კიდეც. ეს ორი იდიოტი კი სპეციალურად გამოგზავნეს და ამ შეისანიშნავ ჯგუფს არ ეკუთვნიან.
- ამ ორმა...
- ვიცი, ნამდვილი გამოთაყვანებულები არიან.
- ზუსტად! უბარლოდ..
- მისმინე, ეს ორი მთავრობამ გამოგზავნა, ამიტომ მათი სიტყვა ბოლოა, აქ ვერც მე ვერაფერს ვიზამ. მათ მხოლოდ ფულის აღება უნდათ და ერთი სული აქვთ საქმეს როდის დახურავენ. ამიტომ იცოდე რომ ან მამაშნეს დაიჭერენ ან ჰოსეოკს. - ჩემი სახის დანახვაზე ახლოს მოიწია - ვიცი, რომ სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ სამ დღეში სასამრთლო ჩატარდება, ამ ამბავთან დაკავშირებით, ამ ორიდან ერთერთი კი ციხეში 8 წელი მოხვდება. ბოლო სიტყვა კი შენზე იქნება. დედაშენი არ არის კორეის მოქალაქე, ამიტომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. ჰოსეოკს კი არავინ ყავს. ამიტომ შენ ხარ ჯაჭვი. შენ უნდა იყო მაგათი ალიბი.
- მისმინე, რაც ამ ორმა მობოდა სიმართლეა? ჩემი ძმის მოკვლა მართკა სცადეს?
- არა, რათქმა უნდა არა, დეენემის საბუთის მიხედვით მანქანა მიწაზე დაგორდა, ამ დროს მოიტეხა შენმა ძმამ სასიკვდილოᲓ კისერი, ბოლოს კი მანქანამ წონასწორობა ვერ შეიკავა და წყალში ჩავარდა. მაგრამ  რათქმა უნდა ხომ უნდა ჩახლართონ საქმე და გამოიჩინონ თავი.
- სირები - ორივემ ერთად ვთქვით.
- უბარლოდ სასამართლოზე სიამრთლეს იტყვი, რომ ჰოსეოკი მაშინ შენთან ერთად იყო, მამაშენი კი სხვა ქვეყანაში, მათი ალიბი იქნები და სამქე დაიხურება.
- კარგი, სიმართლეს ვიტყვი ახლა კი უნდა წავიდე, 1 კვირაა არ ვყოფილვარ სახლში.
თამარს დავემშვიდობე და წამოვედი.
  ჰოსეოკმა მხოლოდ ანდრიას სანახავად მომიყვანა, შემდეგ გაუჩინარდა, არც დასაფლავებაზე მოვიდა, მაგის მერე არც გამოჩენილა, ჩემი სახლის წინ რომ იყო და რაღაცას ამბობდა მახსოვს, მაგრამ რას არ ვიცი, იმ დროს თავი გაბრუებული მქონდა, არაფერი მესმოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. სახლში შევედი, შუქი ავანთე და სამზარეულოსკენ გავწიე. იქ კი ანდრიას საჩუქარი დამხვდა, რომელიც იმ დღეს მაჩუქა, მე კი არც კი გამიხსნია, ცელოᲤნიდან ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, ნელა გავხსენი ყუთი, შიგნით კი ფურცელი დამხვდა, სადაც შუა თითი იყო დახატული. ჩამეცინა, ანდრია ამაზე უარესს რას მოიფიქრებდა, ტელოფანი უნდა გადამეგდო, როცა პატარა ყუთი გადმოვარდა, ჩავიკუზე და ავიღე. ეწერა "გეგონა შუა თითს გაჩუქებდიო?" გავხსენი და შიგნით Ბეჭედი იყო. ამოვიღე და გავიკეთე. სხვა დროს ამ საჩუქარზე ღადაობას დავიწყებდი, ჩემი ძმა ხელს მთხოვს თქო მაგრამ ახლა ეს Ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის, რაც კი აქამდე მიმიღია. სახლი იმდენად დასალაგებელი იყო აქ ვეღარ გავჩერდი, გამოვედი და ამ დროს მესიჯის ხმა გავიგე. მარისგან იყო ჩემი მეგობრების ჯგუფში. ხომ, მარი ჩემი მეორე მეგობარია სკოლიდან, ეს 1 კვირა მასთან ვრჩებოდი, მის გარეშე არ ვიცი როგორ უნდა გადამეტანა ეს ამბავი. მასთან ძალიან ახლოს ვარ, ვენდობი. შეტყობინება გავხსენი:
"ვიცი ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამინც მგონია, რომ იმსახურებ ამის ცოდნას. ინსტაგრამის სქრინი ჩამიგდო, ჰოსეოკის ინსტაგრამიდან იყო. ფოტოზე ის და ემა იყვნენ, ფოტო აშკარად არ  იყო სეულიდან. რეაქცია არ მქონია ფოტოზე უბრალოდ ტელწფონი ჩავიდე და აი კიდევ ერთი მესიჯი ახლა უკვე კესოსგან. "Fuck this princess, you are king."  ამაზე ჩამეღიმა, კესოსცჩემი მეგობარია. ჩვენ ოთხნი, მე, თამარი, მარი და კესო უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ. კარგი სქვადი გვაქვს. სულ დამავიწყდა რომ სახლიდან წასვლას ვაპირებდი, იმდენად მეძინებოდა საწოლზე მივწექი და ჩამეძინა.
-აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ მოგიბოდიშო, უბრალოდ მინდა გცოდნოდა რომ კი, მართალი ხარ ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდოდა,
დიდი ხნის წინ მინდოდა შენთან დაშორება, რადგან აღარ მიყვარდი, არც არასდროს მყვარებიხარ, უბრალოდ შენთან ვერთობოდი. თეკლა ყვეკაფერი რიგზეა? რა გჭირს? თეკლა, თეკლა....
გამომეღვიძა, ახლა მე... მე რა ჰოსეოკი დამესიზმრა? ის რასაც მაშინ მეუბნებოდა. მართლა ამას ამბობდა. არასდროს ვყვარებივარ, გაცნობიერებულად მიღალატა ემასთან და ახლა მასთან ერთად სანალიროზეცაა. ეს უკვე  ბოლო დარტყმა იყო, როცა მივხვდი რომ ჯონგ ჰოსეოკი მძულს!
•••
სასამართლო დღეს ტარდებოდა და უკვე ვიცოდი, რას ვიტყოდი, ამაზე დიდხანს ვიფიქრე და ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი. ეს უსამართლობაც და სამართლიანობაც ერთდროულად იქნებოდა ჩემთვის. იქ ადრე მივედი, ამიტომ დერეფანში მოვიცადე. მალევე ჰოსეოკი მოვიდა, ჩვენი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს, ჩემს წინ დაჯდა მოპირდაპირე მხარეს, ხელებს დაუწყო თამაში, მე ჩემს ფეხსაცმელებს ვუყურებდი. თავი ავწიე და დავინახე რომ უკვე დიდ ხანს მიყურებდა, შემდეგ მანიშნა და გავიდა. მეც უკან გავყევი.

ჰოსეოკის პოვ: 👀
გარეთ გავედით, სიგარას მოვუკიდე და გავაბოლე, თეკლა ამ სანახაობას უსიტყვოდ შესცქეროდა.
- რატომ გამომიᲧვანე?
- შენთან ლაპარაკი მინდოდა.
- ხოდა გისმენ - მისკენ გავიხედე და მის სახეს დავაკვირდი, რომელიც არ აჩვენებდა არანაირ ემოციას, როგორც ადრე იყო.
- იმ დღეს, როცა შენ სახლთან მოვედი, რაც გითხარი მინდა რომ...
- ხომ ვიცი რაც მითხარი, მახსოვს - ეს გამიკვირდა, მაშინ ისეთ შოკში იყო, მეგონა არ ემახსოვრებოდა.
- შენი.. ამ.. შენი ფოტო ვნახე
- და
- და რა?
- არაფერს ფიქრობ?
- მართლა გინდა იცოდე რას ვფიქრობ? - კი!!! მინდა იცოდე!!! - გულში ვყვიროდი, თუმცა  ხმა არ ამომიღია
- მე ჩემს ძმას დავტიროდი, შენ კი სხვასთან ერთად ერთობოდი - იმდენად სუსტი, ნაწყენი და ჩამწყდომი ხმით თქვა ეს,  რომ ვინატრე იარაღი მქონოდა, მაშინვე თავში დავიხლიდი, რადგან ასეთ არსებას ეს წინადადება ვათქმევინე.
- სასამრთლო ორ წუთში დაიწყება, მოდი შევიდეთ - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და შიგნით შევედი, მისკენ შევბრუნდი, ის კი ისევ ძველ პოზაში იდგა. ბოლოს ისიც მოვიდა.
სასამართლოს ერთსაათიანი ლაყბობის შემდეგ, როგორც იქნა Გაიწვიეს თეკლა, რომ ეთქვა იმ დროს სად ვიყავით.
- მამაჩემი, როგორც იცით კორეაში არ იყო და ეს უკვე დაგიმტკიცეს კიდევაც,  რაც შეეხება ბატონ ჯონგს - ჩემსკენ გამოიხედა - ის არ ვიცი სად იყო...
- რას ნიშნავს არ იცით სად იყო?
- იმას რომ არ ვიცი სად იყო, ის ჩემთან ერთად არ ყოფილა.
- მაგრამ თქვენ თქვით, რომ ის და თქვენ ერთად მოხვედით  განყოფილებაში თქვენი ძმის სანახავად.
- არა, მე ეს არ მითქვამს და ჩანაწერებიდაც ჩანს რომ მარტო შემოვედი შენობაში... იცით ის ჩემი ყოფილი შეყვარებულია, ამიტომ მასთან დამიჯერეთ ერთი წამის გატარებაც კი არ გამიხარდებოდა.

თეკლას პოვ:
არ მჯერა რომ ეს ვთქვი, ვამბობდი ჩემს თავში დარწმუნებული ვარ მეთქი, მაგრამ გარეთ საუბარმა გამტეხა, მან თავი უფრო მეტად შემაძულა, თუმცა უფრო .ეტად დამახია უკან. ახლა კი უკვე ეს გავაკეთე, მას ბრალი არ გაკეთებულ დანაშაულში დავდე, ახლა კი 8 წელი უნდა დაიტანჯოს ტყულად. 

RAIN GIRL - წვიმის გოგო Where stories live. Discover now