თავი 3

435 19 10
                                    

-შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - ჩემს დანახვაზე იყვირა ბიჭმაც, რომელიც ჩემს კივილს გაეღვიძებინა. ხუჭუჭა, წაბლისფერი თმა, მოგრძო, თხელი ტუჩები და საყვარელი ცხვირი ჰქონდა... და კიდევ... ულამაზესი მწვანე თვალები! მისმა ყვირილმა საერთოდ გამომაფხიზლა. მართლაც, რას ვაკეთებდი იქ?!

-მე... მე.. ალბათ, ოთახები ამერია... არ ვიცი... -ვბურტყუნებდი მე.

-რას ჰქვია, ოთახები აგერია, ამ სახლში რაღა გინდა?! -იყვირა მან ისევ. ამ დროს, ალბათ, ყვირილის ხმაზე, ნამძინარევი ჯემა შემოვიდა.

-აქ რა ხდება? -იკითხა გაოცებულმა და დაამთქნარა.

-ჯემა, ვინაა ეს? -ჰკითხა მკაცრი ტონით ბიჭმა.

-ეს მეგია... დროებით ჩვენთან იცხოვრებს!..

-რააა?! -იყვირა ისევ. ღმერთო, გახეთქა ტვინი! ამასობაში ხალათი ჩავიცვი და ავდექი.

-არ მინდა, პრობლემები შეგიქმნათ... მე... ხვალ დილასვე წავალ... -ვთქვი და ჯემას რეაქციის ასაშორებლად ოთახიდან გავედი. ჩემი ოთახის ძებნა არ დამჭირვებია, გვერდით ყოფილა... შევედი და საწოლში ჩავწექი. დიდხანს ვიბორგე... დღევანდელი მოგონებები დაძინების საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ, ბოლოს, როგორც იყო, ჩამეძინა...

დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა. შხაპი მივიღე და ჩაცმა დავიწყე. დიდი, ლურჯი, ბიჭის მაისური და ,,ბათინკები" ჩავიცვი, ქუდი დავიხურე და დაბლა ჩავედი. სანამ მისაღებში შევიდოდი, საუბრის ხმა გავიგე. გავჩერდი და ყური მივუგდე:

-იცოდე, კარგად მოექცევი! -ეუბნებოდა ჯემა.

-და რა ვალდებული ვარ?! -გაისმა ბოხი, სასიამოვნო, მაგრამ, ამავდროულად, გაღიზიანებული ხმა -ეს ჩემი სახლიცაა! თანაც, თავადაც თქვა, რომ მიდის...

-შენ მის ცხოვრებაზე არაფერი იცი! გთხოვ, ჰარი, მე ახლა უნდა წავიდე, ლექციები მაქვს... და წასვლის ნება არ მისცე...

-და რამდენ ხანს დარჩება?

-რამდენიც საჭიროა!

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now