თავი 16

360 20 4
                                    

გავიღვიძე.. ჰარის ხელები ჩემს წელზე მოეხვია და ტკბილად ეძინა. კულულები სახეზე ეყარა. ტუჩები საყვარლად გაებუშტა და მშვიდად სუნთქავდა,,, პირველად შევამჩნიე, რომ ასეთი საყვარელი იყო.. მგონი, დიდხანს ვუყურებდი,, არ ვიცი. რა ჯანდაბას ვაკეთებდი?! ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემსკენ მომართული ორი უძირო მწვანე თვალი შევამჩნიე.

-ასე დიდი ხანია, მაშტერდები?! -თქვა და ხელები კიდევ უფრო შემომაჭდო. მე მაშინვე ავარიდე თვალი.

-არა... ახლა გავიღვიძე.. -ვუთხარი დაბნეულმა და მისი ხელების მოშორება ვცადე -უნდა ავდგე, არ გამიშვებ?!

-რა თქმა უნდა! მიდი! -მე ადგომა ვცადე, მაგრამ მან ხელი არ გამიშვა. გაბრაზებული კიდევ იქით გავიქაჩე, მაგრამ ვერც ახლა გავთავისუფლდი! ჰარის სახეზე ღიმილი შევამჩნიე, რომელიც ჩემი მცდელობების შემდეგ თანდათან სიცილში იზრდებოდა.

-ნუ დამცინი და გამიშვი! -ვუთხარი მკაცრად. ბოლოს მუშტები დავუშინე -გამიშვი! გამიშვი! მომაშორე ხელები! გთხოვ...

-კარგი. -თქვა ღიმილით და ხელები მომაშორა. გაბუტული ბავშვივით წამოვდექი, მაგრამ მან თავისკენ გამითრია, ზემოდან მოექცა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მესიამოვნა მისი რბილი ტუჩების შეხება და მეც ავყევი... მან ყელზე კოცნების დატოვება დამიწყო. ხელებს ჩემს სხეულზე ნაზად დაასრიალებდა... მის ზემოდან ახლა მე მოვექეცი... ჯანდაბა, რას ვაკეთებ?!

-არა! -ვთქვი და მას მოვშორდი -გადი აქედან!

-მოსვლა თავად მთხოვე!

-ახლა კი, გთხოვ, რომ წახვიდე.

-კარგი. -თქვა ჩემდა გასაკვირად, მხრები აიჩეჩა და გავიდა. მე კი აქეთ-იქით სიარული დავიწყე.

-რა უნდა?! კარგი... ვიცი, რაც უნდა! ის ხომ გამოუსწორებელი მექალთანეა! ვიცი, მას რაც უნდა, მაგრამ მე რაღა მემართება?! როცა მეხება, თავს ვერ ვიკავებ... როცა ვხედავ... როცა მის თვალებს ვხედავ... რა ჯანდაბა მჭირს?! არა! რაც არ უნდა იყო, ის მაინც გულს მატკენს! ან რა უნდა იყოს?! კარგი რაა... ერთხელ გაკოცა და რეებს ფიქრობ?!.. -მე ჩემს თავს ველაპარაკებოდი და ამ დროს მეისონიც გამახსენდა, რამაც ნამდვილად გადამავიწყა ჰარიც და მისი თვალებიც! ახლა მასზე დავიწყე ფიქრი. რა უნდა ამერჩია?! თუ დავეხმარები, ჯემას ნდობას სამუდამოდ დავკარგავ... ყველაფერი რომ ვუთხრა, რას გაიგებს?! მაგრამ არა! ის მაინც გაიგებს... გაიგებს და ჯემას მოკლავს... ამას ვერ დავუშვებ! რომ არ დავეხმარო... მე არ შემეშვება! არა უშავს.. მე ავიტან, ისედაც მიჩვეული ვარ... როცა გადაწყვეტილება მივიღე, აბაზანაში შევედი. მალევე გამოვედი და განიერი ლურჯი მაისური და შავი ჯინსი ჩავიცვი, ფეხზე შავი ბათინკები. თმა გავიშალე და მისაღებში ჩავედი...

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now