ბოლო იმედი

Door miss_unknown-8002

799 81 35

"უბრალოდ დინებას მიყევი" Meer

1
3
4
5
6
7

2

107 13 4
Door miss_unknown-8002

Flash back
- სოჰა გაემზადე მივდივართ

- სად დედა?

- ბებოსთან - სოჰას მამამ შემოყო თავი

- გზა მოყინულია, ავსრიალდებით

- ნუ ნერვიულობ არაფერი მოგვივა თან გამოვცვალე საბურავები

- მაგას რა მნიშვნელობა აქ? გაიხედეთ გარეთ ყველაფერი გაყინულია

- ნუ ჯიუტობ სოჰა თუ ეგრე ძაან გეშინია შეგიძლია დარჩე

- ხოდა დავრჩები

- არა, შენ კიდევ ისე ნუ ათამამებ რო ცხოვრება სხვაგან წაუვიდეს- გაბრაზებით უთხრა ქალმა კაცს- შენც მოდიხარ! საუბარი დასრულდა

ოთახის კარები მიიჯახუნა და მისი ქმარიც უკან გაყვა

- ავარიაში რო მივყვეთ და მოვკვდეთ ნახავთ მერე

ყვირილით თქვა სოჰამ თავის ოთახში

***
- ჯანდაბა მამა უკვე მეორედ მოვსრიალდით

- ნუ გეშინია პატარავ

- ეხა მაგ ხიდზე აპირებ გადასვლას?

- ნუ გეშინია მეთქი ჩქარა გავივლით

მანქანა დაიძრა წესიერად დააყენეს და სიჩქარეს მოუმატა, ეხლა თოვდა მარა გზა მაინც მოყინული იყო.

მანქანამ მოძრაობია შეიცვალა და ცოტათი გვერდით მოუხვია

- გადადით მანქანიდან

- გააფრინე? - სიცილით უთხრა ქალმა

- არა ვერც საჭეს ვიმორჩილებ ვერც სიჩქარეს, ხიდიდან გადავარდებით ესე... სოჰა არ დაიწყო ეხა უბრალოდ გააღე...

წინადედაბის დამთავრება ვერ მოასწრო და მანქანა ხიდიდან გადავარდა.

***
- როგორ ფიქრობ დედა გაიღვიძებს?

- აუცილებლად

- როგორ უნდა ვუთხრათ რომ მარტო ის გადაარჩინეს

- წარმოდგენა არ მაქვს.

სამი დღეა რაც სოჰა სავადმყოფოში წევს, ტვინის შერყევა და შესაძლოა ამნეზიაც აქვს. ექიმები ვერაფერს ამბობენ რადგან გოგონას მდგომარეობა წესიერად არ იციან.

სავადმყოფოს პალატაში სიცივეა, გარეთ ყველაფერი იყინება.

უმოძრაოდ მწოლი გოგონას სხეული ოდნავ ინძრევა, გულის ცემა ჩქარდება. პალატაში ორი ქალი არის ბებია და დეიდა.

სოჰა თვალებს ახელს და ჭერს შეჰყურებს, აპარატის წრიპინის ხმა იმატებს. ბებიას ეღვიძება და ხედავს გოგონას, რომელსაც ხმოლოდ თვალები აქვს გახელილი და არ ინძრევა.

- სოჰა

სიხარულის, მაგრამ თან ანერვიულებული ხმა გაისმა პალატაში

- ჩემო ლამაზო, როგორ ხარ?

მიუხედავად იმისა რო ქალი უკვე ასაკში იყო, ჩქარა დგება სავარძლიდან და გოგონასკენ მიდის. რაღაც ღილაკზე აჭერს და ზარის ხმა ისმის.

სოჰა სხეულს არ ამოძრავებს, მაგრამ ძალიან კარგად ხედავს ქალს რომელიც თავზე ადგას და ცოტაც და ატირდება.

სახედან ჟანგბადს იძრობს და სამი დღის შემდეგ პირველ სიტყვებს ამბობს

- დედა და მამა ხომ კარგად არიან ბებია

ქალის სხეული იყინება, იმაზე მეტად ვიდრე იყო.

- ბებია

ხმას ვერ იღებს, ტუჩები ნელ-ნელა ფორმას იცვლის და ცოტათი კანკალის ნიშნები ეტყობა.

პალატაში ორი ადამიანი შემოდის, ორივეს თეთრი ხალათი აცვია და სოჰას სიხარულით შესცქერიან.

- ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო სოჰა

- დედაჩემი და მამაჩემი სად არიან? ისინიც კარგად არიან არა?

ხელიდან გადასხმის აპარატს "იგლიჯავს"

- ყველაფერი ვცადეთ მაგრამ...

ექიმი თავს ხრის და სახეზე აშკარად ეტყობა თუ როგორ განიცდის.

სოჰა ბებიამის უყურებს სავარძელზე უკვე გაღვიძებულ დეიდასაც გახედა. დეიდა შეუმჩნევლად ტირის, იგივე მდგომარეობაშია საწოლთან მოხრილი ქალი.

- რა მოხდა?

- თქვენთან ერთად მოყვანილი ორი ადამიანი ერთი მამა...

- ვიცი ვინც იყვნენ რა დაემართათ

გაღიზიანებით და ცოტა ხმამაღალი ტონით თქვა სოჰამ

- მამაშენს მინის ნამსხვრევი მოხვდა კისერთან და გადაუჭრა, დედაშენს კიდევ გული გაუსკდა ოპერაციის დროს - აკანკალებული ხმით თქვა დეიდამ

Flash back and

დილით მუსიკის ხმამაღალი ხმა აღვიძებს სოჰას, თვალს ახელს და მის ოთახის მეზობელს ხედავს რომელიც მშვიდად წევს და ტელეფონშია ჩამძვრალი

- მაპატიე

- რაღა მნიშვნელობა აქ - გესლიანად თქვა სოჰამ და ოთახიდან გავიდა

სააბაზანოში შევიდა და პირველი რაც დაინახა თავისი გასიებული სახე იყო. სახე დაიბანა და კბილები გამოიხეხა, ოთახში დაბრუნდა და ტანსაცმელის არჩევა დაიწყო.

- ტელეფონი გირეკავს - მშვიდად თქვა ოთახის მეზობელმა და მუსიკას ჩაუწია

სოჰამ ტელეფონს დახედა და უცხო ნომერი იყო, არ უპასუხა უბრალოდ ხმა გაუთიშა და გვერდით მიაგდო.

ცოტახანში ზარის ხმა ნახლდება, ამჯერად ნაცნობი ნომერი ნაცნობია და ღიმილით პასუხობს სოჰა.

______

- დეიდაა როგორ ხარ

- დეიდა კიარა სადმე რო შეგხვდე სადმე მიგახრჩობ, ეგრე უნდა დეიდას დავიწყება

- მაპატიე, დატვირთული ვარ

- მომენატრე, დღეს ჩვენთან მოდი გადადე ყველა საქმე, სასიხარულო ამბავი გვაქ

- ოჰო, ძაან კაი მოვალ

- გელოდები, არ გადამაგდო

- გპირდები მოვალ

- მომენატრა შენი ლამაზი სახე სოჰა

- მეც მომენატრე დეიდა

- კარგი, ვთიშავ

______

- ღიმილი შეგიძლია?

- კი იუნა შემიძლია წავედი მე

- ნახვამდის

***
სახლის ბევრი მოგონება უკავშირდება, დღეს სოჰას დასვენების დღე ქონდა და რატომღაც მოუნდა თავისი მშობლების სახლში მისვლა. ცოტახანი ყოყმანობდა, მარა ბოლოს იმ სახლს სულ მარტო ვერ დატოვებდა.

სახლი ობობის ქსელებით იყო სავსე, ავეჯზე თეთრი პარკები იყო გადაფარებული. ყველაფერი ისევ ისე იყო, მარა სიცოცხლე აკლდა. თაროებზე სურათები იდო, სამზარეულოს კარადებში არაფერი არ იდო. ბოლოს აქ მაშინ იყო როცა მისი მშობლები დაასაფლავეს.

ხელი ვერაფერს ახლო, უბრალოდ დადიოდა და თავის ლოყებს მარილიანი წყალი ასველებდა.

მეორე სართულზე ავიდა თავისი ოთახის კარები გააღო. "ტუმბოზე" ისევ ისე ეწყო ნივთები როგორც იმ დღეს როცა სახლი დატოვეს.

სახლის გაყიდვას ვერ ბედავდა არ უნდოდა ამ სახლში მისი ოჯახის გარდა ვინმეს ეცხოვრა.

სახლიდან გამოვიდა და კარები საგულდაგულოდ ჩაკეტა. ბაღში გაიარა ადრე ყვავილები იყო ხოლმე გაშენებული, სოჰა სულ სიხარულით რწყავდა ხოლმე. მაგრამ ეხა? ეხა იქ სადაც ყვავილები უნდა იყოს ბალახებია ამოსული.

ჭიშკრისკენ წავიდა, გააღო და ისევ ბოქლომით ჩაკეტა. გასაღები ჩანთაში ჩაიგდო და გზას გაუყვა.

ბევრი მეზობელი არ ყავდათ, ვინც ყავდათ მაგათთან არც კარგი ურთიერთობა ქონდათ არც ცუდი.

- აქ დიდი ხანია არავინ მოსულა, შენ ვინ ხარ?

გვერდიდან ქალის ხმა გაისმა, სოჰას ეს ქალი ყველაზე მეტად უყვარდა. ბავშობაში ამ ქალთან ტოვებდნენ ხოლმე, აქამდე სადმე თუ დაინახავდა ვერ იცნობდა. მარა ეხა ზუსტად იცის რო ისაა ვისთანაც ტოვებდნენ ხოლმე.

- ადრე აქ ვცხოვრობდი, სანამ ჩემი მშობლები არ გარდაიცვალნენ

- სოჰა ხარ შენ? - გაკვირვებულმა უთხრა ქალმა და თვალებიდან ცრემლები წაასკდა- ის პატარა გოგონა სულ რო ჭირვეულობდა ხოლმე

- ხო ეგ ვარ

- მეგონა შენს მშობლებთან ერთად...

***
- კარგი, ქალბატონო მეჩქარება უნდა წავიდე

სოჰამ საათს დახედა და მიხვდა რო უკვე დიდიხანია რაც აქ შემორჩა

- კარგი საყვარელო, გამომიარე ხოლმე სულ მიყვარდა შენთან ერთად დროის ტარება

- აუცილებდად, ნახვამდის

სახლის ზღურბლს გადააბიჯა ფეხი

- თუ დაბრუნდები გამიხარდება, ეზოც გაიხარებს

- ვიფიქრებ

ყალბი ღიმილით ჩაიარა კიბეები და ჭიშკართან დადგა, ხანში შესულ ქალს ხელი დაუქნია და ჭიშკრიდან გავიდა.

სინამდვილეში სოჰას აქ ცხოვრებაზე ფიქრიც კი ტანში ცრიდა, სახლში რომ იყო მისი მშობლების ოთახშიდაც კი ვერ შევიდა. არადა იცოდა რო მათი ტანსაცმელები ისევ ისე იდო, მაინც თავისი გადაწყვეტილება იყო.

დეიდას სადარბაზოში შევიდა, კიბეებით ავიდა რადგან ლიფტი არ მუშაობდა, ზარი დარეკა და დეიდაშვილმა გაუღო.

***
- აბა ქალბატონო სოჰა შეყვარებულის საქმე როგორ მიგდით?

მის ცხოვრებაში ჩაეძია დეიდას ჭორიკანა მეზობელი

- ჩემი პირადი ცხოვრება არ არის უცხო ადამიანთან განსახილველი - გესლიანად მიუგო სოჰამ

- რაღა უცხო ვარ, ბავშობიდან გიცნობ

- მაინც უცხო ხართ

სოჰას დეიდაშვილი გვერდით ფხუკუნებდა, ბოლოს კი როცა მიხვდა რო არც ქალი და არც სოჰა არ აპირებდა გაჩერებას სოჰას ხელი დაავლო და ოთახში შეიყვანა

- ის გააკეთე რაც მე მინდოდა სულ გამეკეთებია

- არასოდეს არ მომწონდა ეს ქალი

თვალები აატრიალა სოჰამ და საწოლზე გადაეშვა

***
სახლში სანამ დაბრუნდებოდა ისევ იმ კორპუსის სახურავზე ავიდა. ასვლის დროს სახურავი ცარილელი არ ყოფილა. შეზლონგზე ვიღაც ბიჭი იწვა ან გოგო იყო მოკლედ ვინც იყო. სოჰამ გვერდით დადებული სკამი აიღო და მოაჯირთან მიიტანა

- ძაან შეგიყვარდა აქაურობა?

______
მაპატიეთ რო არ დამიდია აქამდე. აწი ვიაქტიურებ ისევ ალბათ 🤷‍♀️💞😆

Ga verder met lezen

Dit interesseert je vast

287K 8.1K 137
"𝑻𝒉𝒆𝒓𝒆'𝒔 𝒓𝒆𝒂𝒍𝒍𝒚 𝒏𝒐 𝒘𝒂𝒚 𝒐𝒇 𝒘𝒊𝒏𝒏𝒊𝒏𝒈 𝒊𝒇 𝒊𝒏 𝒕𝒉𝒆𝒊𝒓 𝒆𝒚𝒆𝒔 𝒚𝒐𝒖'𝒍𝒍 𝒂𝒍𝒘𝒂𝒚𝒔 𝒃𝒆 𝒂 𝒅𝒖𝒎𝒃 𝒃𝒍𝒐𝒏𝒅𝒆."
319K 18.7K 40
You live in a different time zone Think I know what this is It's just the time's wrong
31.7K 2.2K 55
𝐭𝐡𝐞 𝟐𝐧𝐝 𝐛𝐨𝐨𝐤 𝐨𝐟 𝐬𝐡𝐨𝐫𝐭 𝐬𝐭𝐨𝐫𝐢𝐞𝐬 𝐚𝐛𝐨𝐮𝐭 𝐨𝐥𝐢𝐯𝐢𝐚 𝐫𝐨𝐝𝐫𝐢𝐠𝐨 𝐚𝐧𝐝 𝐲/𝐧'𝐬 𝐦𝐞𝐞𝐭-𝐜𝐮𝐭𝐞𝐬/𝐥𝐨𝐯𝐞 𝐬𝐭𝐨𝐫𝐢�...
243K 5.5K 56
❝ i loved you so hard for a time, i've tried to ration it out all my life. ❞ kate martin x fem! oc