💔პრობლემური ოჯახი💔

141 18 82
                                    

ოთახში ვიჯექი მაგიდასთან. ყურსასმენებში "daddy issues" ვუსმენდი და იმას ვაკეთებდი რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა.

ფუნჯი მჭიდროდ მქონდა მოქცეული ხელში და თაბახზე წრიულ მოძრაობებს ვაკეთებდი.
ვცდილობდი ჩემი ფანჯრიდან ასახული ხედი ფურცელზე გადმომეტანა.

ხატვა... ეს არის ჩემი ჰობი.. რაც მანიჭებს სიამოვნებას.. რაც მაბედნიერებს.. რაც ენით აღუწერელ გრძნობებს მიჩენს.
უკვე შვიდი წელია ვხატავ.
11 წლიდან მიყვარს ხელოვნება. ძირითადად ვხატავ ფუნჯებით და საღებავებით. იშვიათად ვიყენებ ნახშირის ფანქრებს. მხოლოდ პეიზაჟებს ვხატავ. რა ჯობია ბუნების სილამაზეს, მით უმეტეს თუ ის ფურცელზეა აღბეჭდილი ღია ფერებში. ჩემი ოცნებაა სამხატვროზე ჩაბარება და გამოფენის გაკეთება რომელსაც უამრავი მნახველი ეყოლება. როცა მშობლებს ვუთხარი მხატვარი ვიქნები თქო, მათ ფულზე დაიწყეს საუბარი. "მხატვრებს მცირე შემოსავალი აქვთ" "მაგ ფურცლებით მილიონებს ვერ იშოვი" "ფუნჯების იმედზე ვერ იქნები" და კიდევ სხვა უზრო ფრაზა...
მამას უნდა რო ადვოკატი ან პოლიტიკოსი გამოვიდე, დედა კი იმას მეჩიჩინება მოდელი უნდა იყოო...
მე არ მინდა ჩემი სხეულის ნაკვეთები ფულის საშოვნელად გამოვიყენო. უკვე 18 წლის ვარ და მინდა ჩემით გადავწყვიტო რა პროფესიის ვიქნები.

------------------------------

-ჯიაა!!!(დედა)

დედაჩემის ყვირილმა ყურსასმენებშიც შემოაღწია. კარი შემოაღო და რაღაც შეფუთვებით ხელში შემოვიდა.

-მორჩი მაგ სისულელეებს და მოდი აქ. ახალი კოლექციიდან მოვიტანე ტანსაცმელი. ყველას მოისინჯავ, მერე რომელიმეს აარჩევ და ხვალ მივალთ სააგენტოში რო გნახონ.(დედა)

ყურსასმენები მოვიხსენი და დედას მივუბრუნდი.

-რა? რა ტანსაცმელი? რას მოვისინჯავ? რა სააგენტოზე ლაპარაკობ საერთოდ?(ჯია)

-ნუ გამოიშტერე თავი. ხვალ დილით მივდივართ სამოდელო სააგენტოში, ასე რომ მოდი დროზე მოიზომე ესენი.
მე გავალ კოსმეტიკას მოვიტან.(დედა)

🎶იდუმალი მუსიკოსი🎶Där berättelser lever. Upptäck nu