"სერიოზულად? ერთი რძე 3 დოლარი?!" უკმაყოფილება გამოხატა თეჰიონმა და იმედგაცრუებულმა თმები აიბურძგნა.

"3 დოლარი ერთი ცალი,რადგან ეს რძე პირდაპირ გამოწურულია ძროხიდან და ჯანსაღია,თან გემრიელი."

"და თუ ამდენ "ჯანსაღ" რძეს სვამ დაბალი რატომ ხარ?" მასხრად ამიგდო.

"არ მანაღვლებს რომ დაბალი ვარ. სხვათაშორის დაბალი რომ ვარ საკმაოდ ბევრი უპირატესობები მაქვს. მაგალითად, მარტივად შემიძლია ბევრ ხალხში დამალვა და ვერავინ შემამჩნევს. მაგიდის ქვეშ შემიძლია შეძრომა თუ მინდა ვინმე შევაშინო და იქ ვერავინ მამჩნევს ამიტომ უმეტესობას ვაშინებ ხოლმე და სხვა ბევრი" ვუთხარი.

უკვე მეორე შოკოლადის რძე გავხსენი და მოვსვი.

"პატარა ხარ თუმცა საკმაოდ დიდი მადა გქონია"

მის ნათქვამზე თვალები გადავატრიალე. "მადლობა კომპლიმენტისთვის".

შოკოლადიანი რძე უბრალოდ სამოთხეა. შემიძლია სულ ვსვა და არ მომბეზრდეს. მასზე შეიძლება ითქვას რომ დამოკიდებული ვარ. ვიცი, ეს ცუდია, თუმცა რძე ხო სასარგებლოა, არა?

თეჰიონი გაჩუმდა. მეც გავჩუმდი და უკვე მესამეც გავხსენი.

"როდის დაამთავრებ?"

"როდესაც ცაზე მარტორქები გამოჩნდებიან" ვუპასუხე.

" შენ რა მარტორქები მოგწონს?" თეჰიონმა იკითხა. ჩემი აზრით, ცოტათი ძალიან ენერგიულად. ბავშვივით იქცევა.

პასუხის ნაცვლად უბრალოდ თავი დავუქნიე.

მან უეცრად წარბები შეკრა და უკმაყოფილო სახე მიიღო. "მინდა რომ მარტორქები არსებობდნენ დედამიწაზე. მათით მოხიბლული ვარ მას შემდეგ რაც ისინი პირველად ვნახე."

" არაუშავს ძმაო. მეც მასე ვარ" ვუთანაგრძნე. ბოლო შოკოლადიანი რძეც მალე გავათავე და სამივე ცარიელი შეფუთქვა იქვე მდებარე ნაგვის ურნაში ჩავაგდე.

"როგორც იქნა მორჩი" თქვა. ადგა და ხელევი გაჭიმა.

"კიდევ სამი ცალი უნდა მიყიდო. ვალდებული ხარ"

ჩემს ნათქვამზე თვალები დაქაჩა. "რა?"

სახეზე უცოდველი ღიმილი ავიკარი "მანამ უნდა მიყიდო შოკოლადიანი რძეები სანამ გეტყვი. თუ არ გააკეთებ რასაც გეტყვი, შემიძლია ფოტო დირქეტორს გავუგზავნო და..."

"კარგი, კარგი! გავიგე" ამოიოხრა. თეჰიონს თვალი ჩავუკარი და სკოლისკენ წავედი.

[ შენიშვნა: სინამდვილეში ფოტო არ გადაუღია, თუმცა თეჰიონს გონია ეგრე. გოგონაც სარგებლობს თეჰიონის შეცდომით, გაურკვევლობით და სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებს]

[♡][♡][♡]

როდესაც სკოლაში დავბრუნდით უკვე (შუადღის) 4 საათი იყო და ღმერთო ჩემო, მანდატურებს კიდევ ეძინათ. ნეტავ კარგად თუ არიან სართოდ.

სკოლაში მარტივად შევედით. თუმცა, რაღაც ძალიან უცნაურად იყო. სკოლა საშიშად და შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა. აქ არავინ იყო და სინათლეებიც ჩამქვრალი იყო. ნეტავ რა მოხდა?

საკლასო ოთახში შევედი. თეჰიონი უკან მომყვებოდა. ჩემი ადგილისკენ წავედი ისტორიის წიგნის ასაღებად. და ამ დროს გაავანალიზე. ბევრი გაკვეთილი გავაცდინე. დირექტორმა შესაძლოა დედას დაურეკა. ახლა კი დედაჩემი მრისხანებისთვის უნდა მოვემზადო.

მგონი აჯობებს ახლავე თუ დავიწყებ საკუთარი დაკრძალვის მომზადებას.

"რატომაა სკოლა ასეთი ჩუმი? საშიშია." თეჰიონმა თქვა, როდესაც კარადებისკენ (ლოქერები) დავიწყეთ სიარული. კარადა გამოვაღე და ისტორიის წიგნი შევდე. თეჰიონის კარადა ჩემიდან შორს იყო, მეორე ბოლოში.

ჩანთას ხელი დავავლე და თეჰიონისკენ წავედი.

სკოლის ჭიშრისკენ წავედით, თუმცა აღმოვაჩინეთ რომ მანდატურები იქ აღარ იყვნენ.

"რა?" ამოვიოხრე და მიმოვიხედე,თუმცა მანდატურები ვერსად დავინახე.

"ჯანდაბა" ამოიჩურჩულა თეჰიონმა. ჭიშკარს უყურებდა.

"აქ ვართ ჩაკეტილები"

    /_/_/_/_
ვეცდები შემდეგი თავი დღესვე დავდო
(მართალია არავინ კითხულობს მაგრამ რატომღაც მინდა😆😆😆)
    თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  حيث تعيش القصص. اكتشف الآن