მოქანდაკე

127 21 12
                                    

მოქანდაკეს სიგარეტი უყვარს, ვისკი და სიჩუმე.

მას არ უყვარს ხალხი, არავინ, საერთოდ არავინ. აღარც ახსოვს როდის შეიძულა ყველა.

ალბათ მაშინ, როდესაც პატარა იყო და ხელოვნებისადმი სიყვარული გამოამჟღავნა. მის მამას უნდოდა რომ შვილს საგვარეულო ბიზნესი ემართა და მისი ცხოვრება ისე მოეწყო როგორც თვითონ აწყობდა. ამას პატარა ქაი სულ გაურბოდა, მაგრამ სურვილს, რომ მოქანდაკეობა უნდოდა არ ამხელდა.

უნდოდა მოქანდაკე ყოფილიყო, ხელოვნებას ზიარებოდა. უნდოდა მისი ნამუშევრები მიქელანჯელოს ყველაზე კარგ ნამუშევრებდ გასტოლებოდა და თავი ბედნიერად ეგრძნო, მაგრამ ამის ოჯახში თქმამ კარგი ვერაფერი მოუტანა...

მამა გაუბრაზდა და აქამდე ყველა გაკეთებული ფიგურა დაუმტვრია. ფიგურები რომლებსაც თავისი პატარა თითებით და თიხით აკეთებდა. მამამისი ამას ვერ დასჯერდა და აიძულებდა კომპანიაში მასთან ერთად სიარულს, შემდეგ კი სცემდა კიდეც. პატარა ქაისთვის ეს ყველაფერი საბედისწერო აღმოჩნდა და ერთხელ მამას ცუდად გაუსწორდა. მან შემთხვევით გაბრაზებულ მამამისს გვერდით მდგარი ლარნაკი ჩაარტყა, რამაც მისი გათიშვა და სიკვდილი გამოიწვია.

ბავშვს ყველაფერი თავზე დაემხო, არავისთვის უთქვამს ეს ამბავი და სახლიდან გამოიქცა. დედის საფლავზე მივიდა და იქ მუხლებზე დამხობილი ცრემლად დაიღვარა.

მას შემდეგ ქაის ეს გრძნობა მოეწონა.
გრძნობა, რომელსაც ადამიანის სიკვდილი ანიჭებდა და თანდათან მათ წამებაზეც გადავიდა. მისი ნიჭიც არ დაკარგულა და ამით პოპულარობაც მოიპოვა.

სახელს არავის ეუბნებოდა, ის ყველას ეცნობოდა როგორც "მოქანდაკე" და ყველა სხეულს, რომლის ქანდაკებასაც აკეთებდა, სხვადასხვა ხერხით იმ დღესვე კლავდა, მაგრამ ეს ყველაფერი კვალის გარეშე ხდებოდა.

ერთ საღამოს, როდესაც ბარში იჯდა და ჩუმად ვისკის წრუპავდა გვერდით ვიღაც მიუჯდა.

Hai finito le parti pubblicate.

⏰ Ultimo aggiornamento: Dec 18, 2023 ⏰

Aggiungi questa storia alla tua Biblioteca per ricevere una notifica quando verrà pubblicata la prossima parte!

მოქანდაკე (one shot)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora