〖 5 〗

479 54 22
                                    



"მისი თვალები - გრძნობის დაუცხრომელი წყაროა, ბაგენი ნარნარი, ვითარცა ფურცელნი ვარდისა, მხოლოდ პირველად იხილა ჩემმა თვალებმა ამქვეყნად ასეთი თვალწარმტაცი მშვენიერება"

ოსკარ უაილდი

ქეითი მის კაბინეტში იჯდა, ჩაფიქრებული და ამავდროულად ძალიან დადარდიანებული. უკვე სამი თვე გავიდა, რაც ამ ფსიქიატრიულ საავდმყოფოში ამოყო თავი, სპეციალური დავალებით, მაგრამ მისი პაციენტი, კიმ თეჰიონი, ჯერ კიდევ არ მოსულიყო გონს. ქეითი ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა არასწორად. პირიქით, ძალ-ღონეს არ იშურებდა მისთვის. ყველაფერს აკეთებდა, საკუთარ ფინანსებსაც კი იღებდა, რომ თეჰიონისთვის საჭირო წამლები და მკურნალობისთვის აუცილებელი აპარატები შეეძინა. გაურემონტა პალატა, მოუწყო ავეჯით, კარგი საწოლით და უამრავი ტნსაცმლის ყიდვაც არ დაუშურებია.

- მაპატიე მამა - ამოიჩურჩულა ხმადაბლა და ახალი, ცხელი ყავით სავსე, ფინჯანს ორივე ხელის მტევანი შემოხვია - იმედები გაგიცრუე - ყველაფრის გაუმჯობესების იმედი უკვე გადასწურვოდა.

მისი კაბინეტის მაგიდაზე განცხადების ფურცელს გახედა. დაკისრებული სამსახურეობრივი ვალდებულების განთავისუფლებისაგან მოთხოვნას, რომლის გაგზავნასაც შეერთებული შტატების  საელჩოს სამედიცინო განყოფილების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან აპირებდა

- მაპატიე, რომ უპასუხისმგებლო და მხდალი ავღმოვჩნდი. პირობა მოგეცი, მაგრამ თავი ვერ გავა..- უეცრად სიტყვა დერეფნიდან მომავალმა ყვირილის ხმამ შეაწყვეტინა. გაჩუმდა და სმენა დაძაბა

- ექიმო.. ექიმო ქეით!.. - ისმოდა ხმამაღალი ძახილი დერეფნიდან. ვიღაც გამწარებული მორბოდა მისი კაბინეტისკენ.

შხამი || K.T.H Where stories live. Discover now