〖 4 〗

922 85 61
                                    


სეულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საეჭვო სიჩუმე სუფევდა. მას შემდეგ, რაც კიმ თეჰიონს, დირექტორი ჰანის დავალებით, სანიტრებმა სხეულში ოპიუმის ფხვნილის თხევადი ინექცია შეუყვანეს, ორი კვირა გავიდა, მაგრამ პაციენტი გონზე ჯერაც არ მოსულა. ეს ნივთიერება იმდენად მომაკვდინებელი და ძლიერი იყო, რომ მისი მოსპობა არც ისე ადვილი იყო. ქეითმა ყველა ღონეს მიმართა, რათა მამაკაცის ორგანიზმიდან იგი სრულიად გამოედევნა.

თეჰიონის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობდა. იმისათვის, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო ჰანის მიცემული ინექციისგან, ორგანიზმში სპეციალური ფსიქოტროფული მედიკამენტი შეუყვანეს. ქეითმა იმდენი გააკეთა, რომ ფსიქიატრიულში მისი პაციენტისათვის საგანგებოდ სამი მედდა გამოაგზავნეს, სეულის ამბოლატორიული კლინიკიდან, რადგან ჰანის მედდებს და სანიტრებს არ ენდობოდა. ეს მედდები გვერდიდან არ შორდებოდნენ მის პაციენტს და სპეციალურად მისთვის დადგენილ მკურნალობის წესებს თანმიმდევრობით ასრულებდნენ, ყველა წამალს თავის დროზე აძლევდნენ და ქეითს საქმის კურსში ამყოფებდნენ.

სანამ მისი პაციენტი რეაბილიტაციას გადიოდა, ქეითმა გადაწყვიტა იმ განყოფილების პაციენტებს გაცნობოდა, რომელშიც მუშაობდა. ზუსტად ეს განყოფილება იმყოფებოდა მინ იუნგის დაქვემდებარებაში.

- მინდა, რომ შენი განყოფილების პაციენტები ვნახო - განუცხადა გოგომ იუნგის

- რა საჭიროა? შენ აქ მხოლოდ კიმ თეჰიონისთვის ხარ - უკმაყოფილებისგან თავი გააქნია მთავარმა მედდამ

- სანამ ჩემი პაციენტი მკურნალობის რეაბილიტაციას გადის, ისიც თქვენივე გაფუჭებულის გამო, უამრავი დრო მაქვს იმისათვის, რომ სხვა პაციენტებთან ვიმუშავო..

- ამ ამბავთან არაფერი მაკავშირებს, ამიტომ ამის ნაწილად მე ნუ მომიხსენიებ კატერინა - მკვეთრად გამოთქვა მისი სახელი ბიჭმა და სავარძლიდან წამოდგა. იცოდა, რომ ქეითს მისი სრული სახელი აღიზიანებდა - თუ ასე ძალიან გხიბლავს იმ გიჟებთან ურთიერთობა, მიბრძანდი, მე არ გაკავებ - კაბინეტის კარი გაუღო და განზე გადგა, რათა გაეტარებინა

შხამი || K.T.H Where stories live. Discover now