-9-🕵️🔥🔞😯

68 3 0
                                    

რამდენიმე დღის შემდეგ

ავტორი pov.:

უკვე რამდენიმე დღეა მისი ხალხი ადელაიდას ეძებს, თუმცა უშედეგოდ. განყოფილებაში, მთელი გუნდი მკვლელის დაჭერას ცდილობს, თუმცა ადელაიდას არყოფნას ყველა ამჩნევს. ნეტავ რა მოხდა? ან ის წერილი რას ნიშნავდა, რომელიც ჯონქუქს დაუტოვა? რომელი აჯუში იგულისხმა????....... უამრავი შეკითხვა აწუხებდა, მაგრამ იცოდა პასუხები თუ სჭირდებოდა ადელაიდა უნდა ეპოვა. წერილის შესახებ მარტო მან და ნამჯუნმა იცოდნენ.

ჯონქუქი წვეულებაზე წასასვლელად ემზადება. მინჯი, რომელიც მას გვერდიდან არ შორდება, სთხოვს, რომ ისიც წაიყვანოს წვეულებაზე, რაც მოხდა იმის შემდეგ ცოტა განტვირთვა მეც არ მაწყენდაო. ჯონქუქიც დათანხმდა და წვეულებაზე წავიდნენ. ყველამ იარაღი შემოსასვლელში დატოვა.

უამრავი ხალხია. ყველაფერი საოცრად არის მოწყობილი. მართლაც გრანდიოზული წვეულებაა, უბრალოდ ამ გრანდიოზულ წვეულებას მაფიის ხალხი მართავს ყოველ წელს. ჯონქუქმა დედამისს მინჯი გააცნო, მან ადელაიდას შესახებ იკითხა, მაგრამ ჯონქუქს არაფერი უთქვამს. წვეულებაზე ყველა ერთობა ჯონქუქის გარდა. ახლა ამის ხასიათზე არ არის და ეზოში გადის. აქაც უამრავი ხალხია, ხმაურია, რის გამოც ქვევით ეგრეთწოდებულ 0 სართულზე ჩადის სადაც პატარა საბილიარდო არის მოწყობილი. კიბეებთან ვიღაცას ეჯახება და ისინი ერთდროულად იხდიან ბოდიშს.

??? - ჯონქუქ?!!

ჯონქუქი - ადელაიდა?!...... აქ რას აკეთებ?

ადელაიდა (ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა) - უკაცრავად, უნდა წავიდე.

წასვლა დააპირა, მაგრამ ჯონქუქმა ხელი მკლავში ჩაავლო და საბილიარდოში ჩაიყვანა.

ჯონქუქი - აქ რას აკეთებ ადელაიდა?

ადელაიდა - ეს თქვენი საქმე არ არის. ახლა გზიდან ჩამომეცალეთ თუ შეძლება და კარებისკენ დაიძრა.

,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)Where stories live. Discover now