-4-🕵️👍☺️

40 3 0
                                    

ავტორი pov.:

ყველა საავადმყოფოში მოვიდა. საბედნიეროდ მძიმედ არ დაშავებულა. მანქანა სწრაფად არ მოდიოდა და გაუმართლა. ექიმმა ცოტა დასვენება ურჩია. გააფრთხილა, რომ თავბრუს ხვევები შეაწუხებდა და დიდხანს ფეხზე არ უნდა დამდგარიყო. სირბილზე ცოტა ხნით უარი უნდა ეთქვა. ნეტავ ვინ იყო ის კაცი? ან რა დატოვა განყოფილების კარებთან?

ახლა ყველა განყოფილებაშია. ჯისუ ადელაიდას გვერდით დაჯდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან შეშინებული იყო, თუმცა არა მარტო ის....

ჯისუ - როცა ჯიმინმა დაგვირეკა (ცრემლებს ვერ იკავებდა)......

ადელაიდა - დამშვიდი ჯისუ და თავზე ხელი გადაუსვა, ხომ ხედავ კარგად ვარ. მართალია ცოტა თავი მტკივა, მაგრამ არ მომკვდარვარ.

ჯიმინი - მართლა ძალიან შეგვაშინე პატარავ და შუბლზე ეამბორა. ასე აღარ მოიქცე და ჩაეხუტა.

ბატონი ჯეონი - შენ მისთვის უნდა მიგეხედა და ჯიმინს გახედა, გაბრაზებული სახე აქვს.

ადელაიდა - ბავშვი არ ვარ (მოულოდნელად თქვა). გაგიკვირდებათ და საკუთარი თავის დაცვა შემიძლია (ეს ისე თქვა მისთვის არ შეუხედავს).

ავტორი pov.:

ჯიმინს ხელი ჩაჭიდა, რაც ჯონქუქს ნამდვილად არ გამოპარვია. ახლა მისი ყურადღება მათი ხელებისკენ იყო მიმართული. მის თვალებში ცეცხლი იყო, რომელიც ეჭვიანობამ გამოიწვია. ჯისუმ ჯონქუქს შეხედა და შემდეგ ჯიმინის ხელს. ის ისე უყურებდა, გეგონებოდათ სადაცაა ხელს მოამტვრევსო. ჯისუმ ქუქის ხასიათი იცოდა, ისიც იცოდა, რომ ადელაიდა მისთვის ,,ვიღაც" არ იყო და ჯიმინს ხელი გააშვებინა და თვითონ ჩასჭიდა.

ადელაიდა - ხო მართლა (სიჩუმე დაარღვია). იმ კაცმა, რომელსაც გავეკიდეთ პოლიციის კარებთან რაღაც დატოვა. ვინმემ ნახეთ რა იყო? და მათ გახედა.

თეჰიონი - აქ არის და მაგიდის უჯრიდან კონვერტი ამოიტანა. ზედ ქვა ედო, ნამდვილად უნდოდა, რომ გვენახა და კონვერტი ადელაიდამ გამოართვა.

,,ნახატების გამცოცხლებლის" შვილი (დასრულებული)Where stories live. Discover now