¹⁵

958 94 122
                                    

-ჯიმინ...

ჰეიჯუმ...ახლა უკვე ჯიმინმა ჩანთა ძირს დააგდო და გაუაზრებლად ჯონგუკს მივარდა. მთელი ძალით ეხუტებოდა და მალე ტირილსაც დაიწყებდა. ჯონგუკიც ეხუტებოდა მონატრებულ სხეულს.

-შენ...გახსოვარ.

-რათქმაუნდა მახსოვხარ!

ალფა უკვე ტუჩებზე გადავიდა, თან კოცნიდა კოცნებს შორის კი ეჩურჩულებოდა.

-როგორ გაზრდილხარ...როგორ შეცვლილხარ...ქერა თმა გიხდება...უკვე ზრდასრული ომეგა ხარ.

-შენ საერთოდ არ შეცვლილხარ...

-ჯიმინ, რატომ წახვედი?

-მე...არ მინდა მაგაზე საუბარი...გთხოვ.

-კარგი.

.........................................

გადიოდა დღეესბი თვეები წლები. ძველი ბედნიერი ოჯახი დაუბრუნდა ორივე წყვილს. ჯონგუკი და ჯიმინი თავიდან დაქორწინდენ, იუნგი და ჰოსოკიც, მათ კიდევ გაუჩნდათ პატარა ომეგა თუმცა ჯონგუკს და ჯიმინს არაფერი გამოსდიოდათ. მიუხედავად ამისა მაინც ბედნიერები იყვნენ. ექიმი ამბობდა რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა ჯიმინს, მაგრამ აბორტის მერე შეუძლებელია შვილის ყოლა. ესაა მიზეზი რატომაც წყვილს შვილი არაფრით არ უჩნდება. ჯიმინი ბრაზობს საკუთარ თავზე, თუმცა წარსულის შეცდომის გამოსწორება აწმყოში არც ისე მარტივია. რამდენ ექიმთან ყოფილა, თუმცა პასუხად ერთი და იგივეს იღებდა.

"ვწუხვარ"

თითქმის ერთი წელი გავიდა მათი თავიდან შეხვედრიდან.

-ჯონგუკ, მოხვედი?

-ჰო მოვედი.

ჯიმინი გაიქცა ახალ მოსული ალფისკენ და გადაეხვია. კიდევ ერთხელ არ შეიმჩნია ომეგის სუნით გაჟღენთილი პიჯაკი. ისე იქცევა თითქოს არაფერიო. მისი სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერია რომ ვერ ბედავს ვერაფრის თქმას. განა არ იცის რომ ღალატობს? იცის, ორჯერ წაასწრო თუმცა ვერ შეამჩნია და არც არაფერი უთქვამს. თან როგორი ძნელია უყურო როგორ გღალატობს ქმარი კლასელთან. ჰო ის თეჰიონი იყო თუმცა რა თქვას, ვერც ვერაფერს იტყვის.

Park's LawWhere stories live. Discover now