¹²

1.1K 90 85
                                    

ერთი წლის მერე ჯონგუკის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ეგონა ჯიმინს იპოვიდა თუმცა იმედი მაშინ დაკარგა როდესაც ჯანგ ჯიმინი მკვდრების სიაში ამოიკითხა ერთ-ერთ საავადმყოფოში. წყალდიდობის შედეგად ჩინეთში ბევრი დაიღუპა, ასევე ჯიმინიც.

(არ მომკლათ🥺)

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა რომ ჯიმინმა გვარი გადაიკეთა და ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლიური ქვეყანაც და ჩინეთიც, ორივე, ჯონგუკს საშინელ მოგონებებს ახსენებდა ამიტომ უბრალოდ ორივეს მივიწყება გადაწყვიტა და ჯიმინიც მათ დაუტოვა. სადმე ძალიან შორს უნდოდა წასვლა ამიტომ კანადაში წავიდა. არც არავისთვის უთქვამს. ადგა და წავიდა. არც დაბრუნებულა. მთელი ორი წელი გავიდა ჯიმინის წასვლიდან მთელი ერთი წელი კი მისი გარდაცვალებიდან. რომ ვთქვათ ჯონგუკი დეპრესიაში ჩავარამეთქი მოვიტყუებთ. სულაც არაფერი უქნია. ადგა და თავიდან დაქორწინდა ისე თითქოს ადრე არაფერი ყოფილაო. ლამაზი ომეგა მოიყვანა, თუმცა შვილიანი რაც არ აწუხებს მას. ურჩევნა სხვისი შვილი იყოს ვიდრე მისი.

მის ქმართან ცხოვრობს ბედნიერად, არა, ასე ჩანს თუმცა არ არის ბედნიერი. ოდნავი მონატრება მაინც აწუხებს ჯიმინისდამი. თავშო მხოლოდ ჯიმინი უზის და მკვდარიც კი არ ამოდის გონებიდან. მიუხედავად ამისა ალფა ძლიერია და ცდილობს გადაიტანოს.

....................................

-ჯონგუკ, შენთან ლაპარაკი მინდა.

-რამე მოხდა?

-იცი, მინდა მუშაობა დავიწყო თუმცა შენც მუშაობ და იუნსოკს მარტო ვერ დავტოვებ...მინდა ძიძა ავიყვანო.

-მოდი ცოტახანი მოვიცადოთ, რამდენიმე დღე. მერე დაიწყე მუშაობა.

-რატომ ახლავე არ ავიყვანოთ?

-რამდენიმე კვირით საზღვარგარეთ მიწევს გამგზავრება. არ მინდა სხვა იყოს აქ სანამ მე არ ვიქნები. ვერავის ვენდობი, ხომ იცი?

Park's LawWhere stories live. Discover now