თავი 15

650 37 1
                                    

გუშინდელი ღამე ძალიან კარგად და ბედნიერად ჩაიარა, ჩემ ბინაში რომ ავდიოდი უცბად მარიამი მოვიდა და გოგოები შეგვკრიბა. ყველაზე კარგი ამბავი გვაცნობა და ყველა ძალიან გაგვახარა, ის და ნიკა ერთად გახდნენ ასეც ვიცოდი რომ მოხდებოდა. დუტას მართალი იყო რომ თქვა უეჭველი სიყვარულს აუხსნისო, მარი ყველაზე ბედნიერი იყო და ჩვენც მისი ბედნიერება გვახაერებდა. გამუდმებით იმაზე გვესაუბრებოდა თუ როგორ აკოცა ნიკამ მას ტუჩებში, ამ ამბების მოსმენის შემდეგ ჩემ ოთახში ავედი და დუტას დავურეკე ყველაფერი მოვუყევი და მასაც გაუხარდა. მერე საუბარში ორივეს ჩაგვეძინა მოკლედ გუშინ მაგარი დრო გავატარე. დღეს კიდე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს ბიჭებმა, დღეს აპირებდნენ წასვლას ყაზბეგში რადგან მოუთმენელები იყვნენ, დუტას იმიტომ დათანხმდა რომ კარგი სუფთა გარემო სჭირდებოდა დასამშვიდებლად, დროის გატარება უნდოდა რათა დაევიწყებინა ის მძიმე ისტორია. ბებიაჩემთან მამიდაჩემი ესტუმრა რათა მარტო არ დარჩენილიყო, ჩანთაში ჩავალაგე თბილი ტანსაცმელები, საჭირო ნივთები და მზად ვიყავი გასასვლელად. მამიდაჩემს და ბებიაჩემს დავემშვიდობე და გარედ გავედი, დაქირავებული მარშუტკა უკვე გარედ იდგა, გოგონები ჩანთებს ტენიდნენ საბარგულში, მეც მივედი და ჩემი ჩანთა ჩავდე. დუტას გავუღიმე და ხელი დავუქნიე, მერე როცა დავრწმუნდით რომ ყველანი აქ ვიყავით, მაშინ ჩავჯექით მარშუტკაში და წავედით. საჭესთან დუტა იჯდა, რადგან ძალიან კარგი მძღოლი იყო. გოგოები მარშუტკაში ვსაუბრობდით, ფოტოებს ვიღებდით და ასე შემდეგ. წყვილები ჩახუტებულები იჯდნენ და ჩურჩულებდნენ, მე და ანოს გარდა რადგან ჩვენ ჯერ ისევ მარტო ვიყავით. ბატონი თორნიკე ჩემ ანოს თვალს ისევ არ აშორებდა, გამუდმებით უღიმოდა და გოგოს არცხვენდა. ყაზბეგამდე ძალიან დიდი დრო იყო დარჩენილი, ამდენი ხანი მარშუტკაში ჯდომით დავიღლებით. თორნიკე ადგა და ჩვენთან მოვიდა, ადგილის გაცვლა მთხოვა და მეც დავუთმე. სხვა სკამზე გადავჯექი და ყურსასმენები გავიკეთე, მშვიდი და წყნარი სიმღერის მოსმენა დავიწყე და თვალები დავხუჭე. 15 მუსიკის მოსმენის შემდეგ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა, გავიხედე და დუტა იყო, გამიკვირდა რადგან ის ხომ საჭესთან უნდა იყოს წესით.
- ჰმ, შენ საჭესთან არ უნდა იჯდე ახლა?.
- კი მაგრამ დავიღალე და თორნიკემ გამიცვალა ადგილი.
- გასაგებია - მან ცალი ყურსასმენი მომაძრო და თვითონაც გაიკეთა, თავი ჩემ მხარზე ჩამოადო და მშვიდად მოსმენა დაიწყო.
ყურადღება არ მივაქციე მესიამოვნა მისი ასეთი ქცევა, იდიალა რომ არ დამერღვა მეც ჩუმად მოვკალათდი და მასთან ერთად ტკბილად სიმღერების მოსმენა დავიწყე. ცოტახანში მარშუტკა გაჩერდა და ყაზბეგში ჩამოვედით, ჩვენი ჩანთები ავიღეთ და ხის კოტეჯი დავიქირავეთ და მანდ დავბინავდით. ულამაზესი დიდი და კომფროტული სახლი იყო, ხის ავეჯებით და ძველი მოდური ნივთებით. ყველამ ოთახები ავირჩიეთ და მანდ დავდეთ ჩვენი ჩანთები, ცოტა დავწექით და დავისვენეთ. მე და ანო ერთ ოთახში ვაპირებდით ძილს, დანარჩენები თავის შეყვარებულებთან ერთად. ცოტახანში გოგოებმა სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყეთ, გემრიელი საჭმელები მოვამზადეთ და მაგიდა გავშალეთ. ყველანი ჭამა დავიწყეთ და ჭამას რომ მოვრჩით ჭურჭლები ისევ გოგოებმა გავრეცხეთ. ცოტახანში ყველანი ჩამოჯდნენ დივნებზე და დაისვენეს, თორნიკე ადგა და ანოს სეირნობა შესთავაზა, ანოს დათანხმდა და ერთად წავიდნენ. ბოლოს წყვილების წავიდნენ სადღაც, სახლში მე და დუტა დავრჩით.
- ჩვენც ხომ არ წავიდეთ სადმე?.
- რავი კი.
- მოდი ვისეირნოთ და დავათვალიეროთ ყაზბეგი - მეც დავეთანხმე და თბილი პალტო მოვიცვი და მას გავყევი.
ვსეირნობდით და ყაზბეგს ვათვალიერებდით, ბოლოს ბაზრობაში შევიარეთ და მოვიხიბლეთ ულამაზესი ნივთებით. ძველი ყაზბეგური ნივთები იყო, ლამაზი დოქები. იმდენი სეირნობით დროს რაღაც პატარა სახლი შევამჩნიეთ ქვემოთ გვირაბში, იქიდან ხალხი გამოდიოდნენ, ზოგი ბედნიერი ზოგი კიდე უკმაყოფილო. ცნობისმოყვარეობისგან გადავწყვიტეთ შევსულიყავით და ასეც მოვიქეცით, რომ შევედით იქვე მჯდომი ქალი დავინახეთ რომელიც რაღაც ტაროს კარტებს შლიდა და საქმეს აკეთებდა. მივხვდით რომ მკითხავი იყო, დუტამ უკან დაბრუნება სცადა მაგრამ შევაჩერე ვუთხარი რომ რაღაც მაინტერესებდა. შევედით და ქალმა გვიბრძანა დაჯექითო.
- როგორც ჩანს სამკითხაოდ მოხვედით, რომელს გინდათ?.
- მე. - ვთქვი და დუტას შევხედე.
- კარგი, ყავაში ჩახედვა გინდა? ტაროთი გიმკითხაოთ თუ?.
- რავი კითხვას დაგისმევთ და მიმკითხავეთ.
- რამდენ კითხვას?.
- ერთი.
- ხუთი ლარი.
- გადავიხდი.
- მკითხე?.
- კოშმარი მესიზმრება რამდენი ხანია, ერთი და იგივე, ხოდა ვერ ვხვდები რას მიმანიშნებს ეს კოშმარი და რატომ მესიზმრება ყოველდღე. - ქალმა ტარო გაშალა და სამ ნაწილად დაყო, მერე სანთელი ანთო და ჩაიხედა კარტებში.
- წინასწარმეტყველს გავს ის კოშმარი, განიშნებს რომ მალე მსგავსი რამ იქნება.
- სიზმარში ვიტანჯებოდი, და ცხოვრებაშის ეგრე იქნება?.
- კი, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება არ ინერვიულო, უბრალოდ მოგიწევს გადაიტანო ეგ სირთულე - მკითხავს ვერაფერი გავუგე ფული გადავუხადე და იქიდან გამოვედი, არმჯეროდა იმის რაც მითხრა და ვცდილობდი დამევიწყებინა რადგან მაშინებდა ის ფაქტი.
- რა კოშმარი? მე რატომ არ ვიცი? - უკან გამომყვა დუტა, ბევრი კითხვით დასმით.
- მოგიყვები მერე, ახლა არა რა გთხოვ.
- კარგი მესმის.
სახლში მალე დავბრუნდით და ყველანი აქ იყვნენ, თორნიკე და ანო ჩახუტებულები იჯდნენ რამაც მე და დუტა გაგვაოცა.
- რამე გამოვტოვეთ? - კითხა დუტამ.
- კი, ჩვენ ერთად ვართ! - დაიყვირა ანომ, და თორნიკემ ტუჩებზე კოცნით გაჩუმა.
- ახალი წყვილის დაგვემატა - ვთქვი გახარებულმა.
- შენ ისევ მარტო დარჩი - დამცინა მარიმ.
- ნუ ღელავ ჩემზე, მარტო ბედნიერი არვარ? - ვკითხე და თვალები ავატრიალე, მან მხრები აიჩეჩა და ნიკას მიუსკუპდა კალთაში.
ანოს ბედნიერება ყველაზე მეტად გამეხარდა და ჩემი პრობლემების დამავიწყდა, ჩემ ოთახში ავედი და დუტას შემოვიდა.
- ის რაც მან გითხრა დაივიწყე ნუ უჯერებ, მატყუარები არიან - ჩემი დამშვიდება სცადა.
- ხო აღარ მაინტერესებს უკვე.
- კოშმარზე მოყევი.
- კარგი, ყოველდღე რაღაც უცნაური კოშმარი მესიზმრება, ბნელ კუთხეში ვარ მიყუდებული და გარშემო ისეთი სიბნელეა, საშინელი გრძნობა მაქვს, სული მეხუთქება და სუნთქვა მიჭირს, მერე სანთლების ხელში თეთრი ხალათში ჩაცმული ჩემი ოჯახის წევრები მოდიან და თავში დამტრიალებენ, მერე ჩამოჯდებიან და მეჩხუბებიან, ყველას მკაცრი სახე აქვთ ისეთი თითქოს მე რაღაც დიდი შეცდომა დავუშვი, ვერ ვხვდები რა დავაშავე?, ვერაფერს ვხვდები, ჩემს გვერდით კალათაში წამოწოლილი პატარა ბავშვია გოგონა, რომელსაც ჩემსავით მწვანე თვალები აქვს და ტირის ისე თითქოს მე დახმარებას მთხოვს. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან რომ ეს ბავშვი შეცდომითა მოვლენილი ამ ქვეყნად, და მადანაშაულებენ რომ მე ვარ მისი დედა, მერე იქვე სიბნელეში კუთხეში მიმალულ შავ იდუმალ თვალება ბიჭს ვხედავ, და მის სახეს ვერ ვარჩევ მხოლოდ მისი იდუმალი თვალები ჩანს მკვეთრად, აი შენ თვალებს ძალიან გავს, და შენსავით აღნაგობა აქვს მაგ შავ ლანდს, ნუ ლანდი არარის მაგრამ სიბნელეში ლანდს გავს, მაგრამ შენსავით კარგი ფიგურა და აღნაგობა აქვს, არვიცი შენ რატომ გგავს და რას ნიშნავს?, ისეთი არეული ვარ, რაც ეს კოშმარი ვნახე იმის მერე გამოჩნდი შენც ჩემ ცხოვრებაში. - მოყოლას მოვრჩი და ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მომიშორეს.
- და იმ მკითხავმა რატომ გითხრა წინასწარმეტყველება არისო?.
- არვიცი დუტა, უფრო ვიბნევი ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ.
- ვერ ივიწყებ?.
- ვერა.
- დაგეხმარები დავიწყებაში.
- არგამოვა.
- მე სულ შენც გვერდით ვარ, მერწმუნე ყველაფერს ერთად შევძლებთ.
- მადლობა - თავი მის მკერდზე მივიდე და ჩავეხუტე მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შევისუნთქე, მან თავზე მაკოცა და თმაზე მოფერება დამიწყო. მის მკლავებში თავი დაცულად ვიგრძენი და სითბოსგან გავინაბე, კარგად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე მასთან ერთად მარტო სიჩუმით ვტკბებოდი.




ახალი თავის დაიდო, ეს თავი ძალიან ჩახლართული და არეულია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმედი მაქვს მოგეწონებათ❤❤❤ყველა ძალიან მიყვარხართ, რადგან წერის დიდ სტიმულს მაძლევთ.❤მპუაჰ❤😘

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now