თავი 3

1K 48 7
                                    

საშინლად გაოფლიანებულმა ავდექი და ღრმად სუნთქვა დავიწყე, ისევ და ისევ ის კოშმარი ვნახე. უკვე სერიოზულად ვნერვიულობ და აღარ მაქვს იმის იმედი რომ ოდესმე შევძლო მისი დავიწყება. უკვე მაშინებს ის ფაქტი რომ შეიძლება ყოველდღე ვნახო ის სიზმარი, გამოსავალს ვერ ვპოულობ რომ ადვილად შევძლო ამის დავიწყება. ისეთი საშინელი გრძნობა თითქოს ვიღაც გიჭერს ყელში და მშვიდად ამოსუნთქვის უფლებას არ გაძლევს, თითქოს ვიღაც მოსვენების უფლებას არ გაძლევს. თითქოს დაბურულ სიბნელეში ხარ ჩაძირული და შენი მაშველი არავინ არა. ამ ყველაფრის მიუხედავად ენერგია გერთმევა და სუსტდები, ყველაფრის ძალა გეკარგება და იმედის გეწურება. ასეთი საშინელი გრძნობა იღვიძებს ჩემში როცა სიზმარს ვნახულობ, ღმერთო მომეცი გამძლეობა რომ ეს ყველაფერი ავიტანო, მომეცი ამის ძალა. ლოგინიდან წამოვხტი და მთელი სიჩქარით შევვარდი აბაზანოში, სახეში წყალი შევისხი რათა გამოვფხიზლებულიყავი. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში შევედი, ბებიაჩემი ფუსფუსებდა და სადილს მიმზადებდა.
- დილამშვიდობისა, შენთვის ბლინები მოვამზადე რომ უნივერსიტეტში არ მოგშივდეს.
- მადლობა ბები - მივედი და ძლიერად ჩავეხუტე.
ბლინები ჩემი საყვარელი საჭმელია, მიყვარს დილით მაგაც რომ მიმზადებენ. ბლინებს შოკოლადი წავუსვი და წავიხემსე გემრიელად, ბებიაჩემის ჩამოუჯდა მაგიდას და მაგანაც დაიწყო ჭამა. ჭამის მერე ჩემი ჯინსის კურთკა ჩავიცვი და ჩანთა ავიღე, სახლიდან გამოვედი და დაბლა გოგოები ვნახე რომლებიც საუბრობდნენ.
- ჰეი გოგოებო, ბიჭები სად არიან? - რომ მივუახლოვდი ეგრევე ვკითხე.
- ვურეკავთ და არცერთი იღებს - მიპასუხა ანომ.
- სძინავთ უეჭველი, ეგენი სულ ასე არიან - ვუთხარი ყველას.
- გეთანხმები - მხარი დამიჭირა ნინიმ.
- და ჩვენ როგორ გავაღვიძოთ? - გვკითხა ლულუმ მობეზრებული სახით.
- ყველაზე კარგად მათი გაღვიძება მერის და მარიამს გამოსდით, ხოდა მერიკო შენ ადი ირაკლისთან გააღვიძე, და მარი შენ ხომ იცი ნიკასთან უნდა ახვიდე - ვუთხარი მათ სიცილით, და ეშმაკურად წარბები ავათამაშე.
- უფს, რა გველი ხარ - მითხრეს ერთდროულად.
მერი და მარიამი ავიდნენ მაღლა რათა ბიჭები გაეღვიძებინათ, ჩვენ გოგონები კი სკამზე ჩამოვჯექით და მათ დაველოდეთ. მეგობრებთან თავს ძალიან მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი ყოველთვის ახლაც ასეა, მაგრამ რატომღაც ასე მგონია ვერც ისინი დამეხმარებიან ამ კოშმარის მოსაშორებლად. მგონი არანაირი ხერხი არ არსებობს რომ ეს სიზმარი ოდესმე გაქრეს ჩემი გონებიდან და დავისვენო, მგონი ფსიქოლოგთან სიარული დამჭირდება მალე, ეს კოშმარი ჭკუიდან გადამიყვანს. კიბეებიდან ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე და იქითკენ გავიხედე, მერი და მარიამი ჩამოდიოდნენ სიცილით, ჩვენც დაგვაინტერესდა და ინტერესით დაველოდეთ თუ რას იტყოდნენ.
- აბა, რამოხდა გვითხარით ჩვენც - ალაპარაკდა ლულუ.
- მე ირაკლი ვერ გავაღვიძე და იმხელა შემოვარტყე საწოლიდან გადმოვარდა - სიცილით თქვა მერიმ.
- მე კიდე ნიკას ერთი დოქი წყალი შევასხი, ახლა ძალიან კარგად არის გამოფხიზლდა და ორივე ჩამოვლენ - კმაყოფილებისგან თავი მაღლა აწია მარიმ.
- მაგრები ხართ თქვენ, მე დამემსგავსეთ ცოტათი - თქვა ნინიმ გახარებულმა.
ბიჭების ჩამოვიდნენ კიბებიდან უკმაყოფილო სახეებით, ყველანი ერთად გავუყევით უნივერსიტეტის გზას. ავტობუსში ბიჭებმა იცელქეს კონტროლიორი გაბრაზეს, უაზრო კითხვებს უსვამდნენ ის კი ბრაზდებოდა. ავტობუსიდან მალე ჩამოვედით და უნივერსიტეტის ეზოში შევაბიჯეთ ფეხი, ნუ პირველი დღე არარის, თითქმის ორი კვირა რას დავდივართ აქ. დერეფანში შევედით და ნაცნობებს მივესალმეთ, ბოლოს დავიშალეთ და ყველანი ჩვენ კლასებში შევედით. ჩემთვის ადგილი დავიკავე კლასში და ჩამოვჯექი, ლექტორი ჯერ დიდხანს კიდევ არ აპირებდა მოსვლას, ხოდა გადავწყვიტე კაფეტერიაში შევსულიყავი და წყალი მეყიდა რადგან ძალიან მწყუროდა. კლასიდან რომ გავედი თვალი ნინის და იმ ლუკას მოვკარი, რომლებიც გაფაციცებით საუბრობდნენ და ხანდახან ტუჩის კუთხეში ეღიმებოდათ. ძალიან მესაყვარლა ეს ორნი და კარების კუთხეში მიმალულმა დავიწყე მათი ცქერა. მათი ყურებით რომ გავერთე ორივემ შემამჩნიეს, ნინიმ თავისთან დამიძახა და მეც უხერხულებისგან კეფაზე მოვისვი ხელი.
- ვა ელე მანდ რას აკეთებდი - მკითხა ეჭვის თვალით ნინიმ.
- არაფერს ისეთს, აბა როგორ ხართ ბატონო ლუკა - მივესალმე ბიჭს.
- ლუკსონ დაუძახე რა, ეგრე უფრო უხდება რაის ლუკა - მითხრა ნინიმ.
- კაი ლუკსონ როგორ ხარ - ვთქვი სიცილით.
- რავიცი კარგად მადლობთ, თქვენ როგორ ხართ? - მითხრა უხერხულად.
- თქვენობით რატო მელაპარაკები თითქმის ჩემი ტოლი ხარ - ვთქვი ნაწყენმა.
- კაი არაუშავს ბოდიში გავითვალისწინებ, ისე მართლა ყველამ ლუკსონ დამიძახეთ რაღაცნაირად მომეწონა ნინის შერჩეული სახელი, და ვფიქრობ ოფიციალურად ხომ არ გადავირქვა? - თქვა მხიარულად.
- ვფიქრობ არარის ცუდი აზრი - მხარი დაუჭირა ნინიმ, მე გამეცინა.
- კაი აბა ოფიციალურად გადარქმევაზე თქვენ იყიდეთ, მე წყალი უნდა ვიყიდო. - მათ დავემშვიდობე და კაფეტერიაში შევედი.
წყალი მალე ვიყიდე და ფული გადავიხადე, რომ მოვბრუნდი ლულუ შევამჩნიე ვიღაც ბიჭთან ერთად, ბიჭი მას რაღაცას ეუბნებოდა ის კი მორცხვობდა და თვალებს აცეცებდა. დღეს რავა ყველას ბედი ეხსნება ვთქვი გულში, და ბიჭის კარგად დათვალიერება დავიწყე. არც ისე ცუდი ბიჭი ჩანს, სწორი დავარცხნილი ყავისფერი თმა აქვს, მაგრამ თვალების ფერი ვერ დავინახე რადგან ძალიან შორს იყვნენ. ჩუმად გავიპარე კაფეტერიიდან რომ ლულუს არ დავენახე და ანოს კლასში შევედი, რომელიც იჯდა თავისთვის წყნარად და მუსიკებს უსმენდა. მასთან ჩქარა მივედი და თავზე დავადგი, გაკვირვებულმა შემომხედა და ყურსასმენი მოიხსნა.
- რამე ხდება? - მკითხა და ცალი წარბი აწია.
- კი ძალიან საინტერესო რამე - ვუთხარი და გავიცინე.
- დაფრთხე.
- ანუ გოგო დღეს შევამჩნიე დერეფანში ნინი და ის ლუკა, ისე საყვარლად საუბრობდნენ და ერთმანეთს თვალებს უციცინებდნენ, შემამჩნიეს და რო მივედი ლუკა მეთქი როგორხარ, და ნინიმ მითხრა ლუკას ნუ ეძახი ლუკსონ დაუძახეო ეგრე უხდებაო, ხოდა ლუკამაც მეც მომეწონა ეს სახელიო ოფიციალურად გადავირქმევო.
- რა სერიოზულად? - სიცილი დაიწყო ანომ და მეც ავყევი.
- და კიდევ კაფეტერიაში შევედი წყლის საყიდლად და მანდ ლულუ შევამჩნიე ვიღაც ბიჭთან ერთად, ისე მორცხვობდა და თვალებს აფახუნებდა.
- ვაა ყველას ბედი გაეხსნა? ჩვენც გარდა - თქვა სიცილის.
- ჩვენც ერთად ვიყოთ რა პრობლემა - ვიხუმრე მე, ანოს გაეცინა.
უკვე ლექციები იწყებოდა და ჩემ კაბინეტში შევედი და ამდროსაც ლექტორის შემოვიდა, დავჯექი და ლექციის მოსმენა დავიწყე. ვცდილობდი მთელი ყურადღება გადამეტანა ლექციაზე მაგრამ არ გამომდიოდა, ისევ ის კოშმარი მახსენდებოდა, ისევ ის იდუმალ თვალება ლანდი, და ის მწვანეთვალება ბავშვი. უცნაურია არა? ასეთი სისულელე კოშმარს რომ ვხედავ, შეიძლება გავგიჟდი და ვერ ვხვდები. აზრი ვერ გამოვიტანე იმ კოშმარიდან, რაღაც უცნაური კადრებია, მაგრამ ის იდუმალი თვალები ჩემ გონებაში ისე ჩარჩა რომ ვერც ვიგდებ. რატომ მაინც და მაინც ის თვალები დამამახსოვრდა? იქნებ კოშმრის მთავარი მიზეზი ის თვალებია?. უკვე ამაზე ფიქრი ზედმეტია, მასე ვერ შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას დროა თავი ხელში ავიყვანო და ყურადღების გადასატანად რამე გასართობი ვიპოვო. ფიქრებისგან დაღლილმა ვცადე ძალით ლექტორისთვის მომესმინა და გამომივიდა კიდეც, ლექტორი რაღაც საინტერესო გაკვეთილს ხსნიდა და დაფაზეს წერდა, ყველამ რვეულში ჩაწერვა დაიწყო და მეც მათ შორის.










მეგობრებო ესეც ახალი თავი დაიდო, მგონი კარგი გამომივიდა დღეს მუზა მქონდა და რაც მომაფიქრდა დავწერე, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ჯერ ისეთი საინტერესო არაფერი ამ თავში, მაგრამ მთავარი ისა რომ ელენეს გრძნობებზე გაგესაუბრეთ, და კიდევ მის მეგობრებზე, მგონი ყველაფერი კარგად მიდის და სანამ დრო მაქვს ყველაფერს დავწერ და საინტერესოს გავხდი, შემდეგი თავი იქნება ყველაზე საინტერესო მგონი, რაღაც ახალი კარგის დაწერას ვაპირებ და ვფიქრობ მოგეწონებათ. ეს მოთხრობა ჩვეულებრივი რომანია, და ელენეს კოშმარის მიზეზს შუა თავებში გაიგებთ❤ყველას დიდი მადლობა ვინც დროს გამოყოფთ და კითხულობს ჩემ მოთხრობებს, და კიდევ იმ ხალხს ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემი ყველა მოთხრობები წაკითხული გაქვთ და მართლა მოგწონთ, თქვენ მაძლევთ დიდ სტიმულს, ძალიან დიდი მადლობა ყველას და ყველა ძალიან მიყვარხართ❤😊

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now