35

798 59 13
                                    

claire's POV.

1 კვირის შემდეგ:

- ჰარიი, იქნებ გამოატანო აბაზანიდანნ- ვყვირი, რომ ჰარის ხმა გავაგონო. უკვე ორი სათია აბაზანაშია- უკვე მგონია, რომ წყალს გაყევი- ვამბობ სიცილით და ოთახში შევდივარ- იცოდე შემოვდივარ.

ვამბობ და აბაზანის კარს ვაღებ. ჰარი პირსახოც შემოხვეული დგას სარკის წინ. თამ სველი აქვს და წვეთები სხეულზე ეცემა.

- ამდენი ხანი რას აკეთებ? ძალიან მშია.
- ჰმ ინერვიულე?
- დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს საკუთარ თავზე ჰაროლდ. მალე ჩაიცვი და ჩამოდი.
- კარგი.

ოთახს ღიმილით ვტოვებ და სამზარეულოში ჩავდივარ. საუზმე უკვე მოვამზადე და სუფრაც გავშალე.

- ჰმმ საშინლად მშიაა.

მე და ჰარი მაგიდას მივუჯექით და ჭამა დავიწყეთ. ორივეს ისე გვშიოდა, ცხელ მაკარონს სწრაფად ვჭამდით.

- კომპანიასთან დაკავშირებით რა ხდება?
- რემონტი უკვე დავიწყე. მაქსიმუმ 1 თვეში ჩვენს კომპანიას გავხსნით.
- მიხარია, რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით, ჰარი.
- მეც მიხარია. კლერ, ახლა უნდა გავიქცე, კომპანიის საქმეებს უნდა მივხედო. ყველაფერი იმაზე მეტად დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. არ მინდა პატარა წვრილმანი მაინც გაფუჭდეს.
- კარგი წადი, მაგრამ იცოდე მალე დაბრუნდი.
- ვეცდები, პატარავ. თავს მიხედე.

***

კარებზე საშინელი ბრახუნის ხმა მესმის. ქვევით სწრაფად ჩავდივარ და სანამ კარს გავაღებ კარი იღება და სახლში სებასტიანი შემოდის, უკან კი ლუსი მოყვება. ვერ ვიტყვი რომ ეს უბრალოდ შემოსვლა იყო, სებასტიანი გაცოფებული ჩანდა და კარი შემოგლიჯა.

- რა ხდება?
- ჯერ მამაჩემი, ახლა ჩემი ძმა. რა გინდა ჩვენგან?
- რას გულისხმობ?
- მამაჩემი შენს გამოა საავადმყოფოში, ლამის მოკვდა კიდეც. ახლა კი ერიკს გადაწვდი? ლუსიმ ის სულელური წერილი მანახა. ამას რატომ აკეთებ კლერ? ასეთი რა დაგიშავეთ? წლები როგორც დას ისე გექცეოდი. ერიკი კი...
- არ გავედო!- გავაჩერე სანამ რამეს იტყოდა- არ გაბედო რამის თქმა. მან მე ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია და ჩემი შვილი...
- ეს შეუძლებელია. ერიკი ასეთი არ არის. ის ვერ მომლავდა თქვენს შვილს!
- გახსოვს ღამე როცა ის ნასვამი მოვიდა სახლში? შენი აზრით რა მოხდა მაშინ? რატომ დავიძინე სხვა ოთახში?! მას რომ ჩემზე ხელი არ აეწია ახლა ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა!
- არა თქვენი შვილი...
- ჩემი შვილი! ის ჩემი შვილი იყო, ერიკს არ ჰქონდა უფლება მამამისი რქმეოდა.
- შენი არ მჯერა. ამას ვერ დავიჯერებ.
- მაგრამ სებასტიან...
- შენ არ ჩაერიო ლუსი!
- მაგრამ...
- არ ჩაერიოთქო!!- დაიღრიალა და მაგიდა ამოაყირავა. ყველაფერი ჩემს უკან დაცვივდა და დაიმტვრა. ლუსი შიშისგან შეხტა.
- იცი რომ ძმად გთვლი და ძალიანაც მიყვარხარ, მაგრამ შენს გამი ლუსის ან ბავშვსს თუ მცირედი ზიანი მაინც მიადგება არ გაპატიებ სებასტიან! დრო მოვა როცა დაიჯერებ. მაგრამ გვიანი იქნება. ახლა კი, პირობას გაძლევ, რომ ერიკი ვერ გაიხარებს! აქედან წადი.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now