20

985 67 12
                                    

Claire's POV.

დედას დაჟინებული მოთხოვნით ჯონსებთან მივდივართ... საერთოდ არ მსურს მისის და მისტერ ჯონსების ნახვა და დარწმუნებული ვარ არც ამელიას გაუხარდება ჩემი დანახვა. არასდროს მოვწონდი და არც ახლა შეეცვლებოდა წარმოდგენა ჩემზე. მისტერ ჯონსი ცუდად არ მექცეოდა მაგრამ არც მას ვუყვარდი. ამელიასგან განსხვავებით მან რძლად მაინც მიმიღო.

მომზადება დავიწყე. დიდხანს ვეძებდი სასურველ კაბას გარდერობში, ბოლოს ძლივს ავარჩიე. კანისფერი წელში გამოყვანილი, მოკლე და მოტკეცილი კაბა ჩავიცვი. მაკიაჟი წავისვი და თმა ჩამოვისწორე, რომელიც წელს ქვევით მწვდებოდა. სარკეში თავი შევათვალიერე და ტუჩზე წითელი ტუჩსაცხი გადავისვი.

ქვევით ჩავედი სადაც უკვე გამზადებული ლუსი, ზეინი და დედა დამხვდნენ.

- რადგან ყველანი მზად ვართ წავიდეთ.

ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. ზეინის მანქანაში ჩავსხედით და ჯონსების სახლისკენ გავწიეთ.

გზაში ყელაფერს ვათვალიერებდი.
თუ როგორ ეცემოდა ლამპიონების შუქ-ჩრდილები და როგორ ანათებდა გზას. წამიერად მიმავალზე დავფიქრდი. რა უნდა მოხდეს ან რა უნდა გავაკეთო? ზეინი მართალია, ასე უსაქმურად დიდი ხანი ვერ ვიქნები. ბოლოსდაბოლოს ჩემი ცხოვრება მაქვს, რომელიც ოდნავ მაინც უნდა ავაწყო. მაგრამ ვერაფერს ვიზამ სანამ ერიკი არ შემეშვება... ან რა უნდა მოვუხერხო მას? ერთხელ უკვე გავუშვი ციხეში და არამგონია ახლაც გამომივიდეს იგივე. იმ ამბის შემდეგ საკმაოდ ფრთხილია.

მალე უზარმაზარ სახლს მივუახლოვდით. დიდ შავ, რკინის ჭიშკართან შეიარაღებული დაცვა იდგა, რომლებმაც დაგვინახეს თუ არა ჩვენსკენ დაიწყეს სვლა. ზეინმა მანქანა ჭიშკრის წინ მიაჩერა.

- სახლში ვერ შეხვალთ_ თქვა ერთ-ერთმა.

მათ არც ვუსმენდი და არც ვუყურებდი, ფანჯრიდან ვიყურებოდი და არე-მარეს ვათვალიერებდი.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now