Movie & Reality (H.S)

Bởi silekip

13K 1K 151

როდესაც მსახიობი ხარ შენთვის არსებობს მეორე ცხოვრება, სადაც შეგიძლია რეალობას გაექცე და იცხოვრო იმ პერსონაჟის... Xem Thêm

Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19

THE END!

765 68 10
Bởi silekip

ფრენა გრძელი და დამღლელი იყო, მთელი გზა მეძინა, თან ჰარის ხელი მეჭირა. არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, ქვეყნების თავზე, ღრუბლებში დავფრინავდი ჰარისთან ენდისთან და ზეინთან ერთად.

როგორც იქნა მიწაზე დავეშვით, აეროპორტიდან გამოვედით და სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი.
სასტუმრო იმაზე საოცარი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, უზარმაზარი შენობა იყო, რომლის ფანჯრებიდანაც არაჩვეულებრივი ხედი მოჩანდა, ოკეანის სახით. ყოველთვის მინდოდა ოკეანის ნახვა და იქ მზის ჩასვლის და ამოსვლის ყურება. ჩემი აზრით, ეს არის ბუნების ყველაზე საოცარი მოვლენა, როდესაც მზე ამოდის, ოკეანის ტალღები კი მას ირეკლავს და მასზე უამრავი ფერი წარმოიქმნება, ამაზე საოცარს ნახავ სადმე რამეს?

მე და ენდი ერთ ოთახში მოვთავსდით, ზეინი და ჰარი კი მეორეში. ჩვენი ოთახი თეთრ ფერებში იყო გაწყობილი და უამრავი ხილით და ფერადი მცენარეებით იყო მორთული. უზარმაზარი საწოლი იდგა ცენტრში, წინ კი ტელევიზორი იყო ჩამოკიდული, აივანზე გასულს კი უკან შემოსვლა აღარ მინდოდა, თვალუწვდენელ ჰორიზონტზე ოკეანე იყო გადაჭიმული, მასზე კი წყნარად დაგორავდნენ ტალღები წინ და უკან. საოცარი სანახავი იყო ყოველივე ეს.

აივანზე ოკეანეს მიშტერებული ვიდექი, როდესაც ენდი იმავე სახით გამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა.
-საოცრებაა.
გაშტერებულმა, თითქოს უემოციოდ, ერთ ტონალობაში, მაგრამ ამავდროულად გრძნობებით დატვირთული ხმით ჩაილაპარაკა.
ნელა გავხედე და ბედნიერებისგან წამოსული ცრემლები ვერ შევიკავე, მე და ენდი ერთმანეთს ჩახუტებულები დაახლოებით ხუთი წუთი ვიდექით და ვტიროდით, სანამ ჰარი და ზეინი არ შემოვიდნენ. იმათ ჯერ ჩვენ და შემდეგ ერთმანეთს შეხედეს, გაოცებულები იმეორებდნენ ამ მოძრაობას სანამ მე და ენდიმ თვალები არ ავატრიალეთ და ერთმანეთის მკლავებიდან გავთავისუფლდით . მე ჰარის, ენდიმ ზეინის მკლავებში გადაინაცვლა და ასე გავაგრძელეთ ოკეანის ყურება.

ფრენისგან დაღლილებმა რამოდენიმე საათი კიდევ წავუძინეთ, ენდიზე ადრე გავიღვიძე ამიტომ ჰარის ნომერში შევუარე და საჭმელად წამოვიყვანე. ზეინს ზუსტად იმ პოზაში ეძინა, როგორიც ენდი დავტოვე ნომერში, არ ვიცი ერთმანეთი როგორ იპოვეს, მაგრამ ორივე ერთი მეორეზე შეშლილები არიან.
მე და ჰარი ხელჩაკიდებულნი სასტუმროს კოლიდორში მივაბიჯებდით და ჩვენს პირველ შეხვედრას ვიხსენებდით, როცა ერთმანეთს ჰოლში დავეჯახეთ და ისევ იმაზე ვკამათობდით, რომ მე კი არა ის დამეჯახა. შემდეგ ის გავახსენე, რომ დაყრილი ნივთები არ მომაწოდა და ასე მითხრა, რომანტიულ ფილმში კი არ ვართო, რამხელა ირონიაა, მე და ჰარის ამ მომენტის შემდეგ ერთმანეთი რომანტიული ფილმის მთავარს გმირებად გაგვაცნეს.

საჭმელს მშვიდას მივირთმევდით, სანამ სიმშვიდე ზეინმა და ენდიმ არ დაგვირღვიეს თავიანთი კამათით. ენდი ზეინს იმაზე ეჩხუბებოდა, რომ ერთი ვაშლის და მეორე ალუბლის წვენი უნდოდა და არა ანანასის, ბოლოს კი ეს კამათი იმით დასრულდა, რომ ზეინმა მესამე ალუბლის წვენიც მოუტანა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა კომპანიები ასეთ სულელ ბიჭებს აბარიათ, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ზეინს თავისი საქმე არაჩვეულებრივად გამოსდის.

მე და ენდიმ ჭამის შემდეგ ავირბინეთ ნომერში და საცურაო კოსტუმები ჩავიცვით, დიახ, ისინი, მოლში თითოს საათნახევარი რომ ვარჩევდით, როდესაც ჩამოვედით ბიჭებს გადაჭმული ჰქონდათ ყველაფერი და სკამებს ეყუდებოდნენ, ჰარის პირი კიდევ გამოტენილი ჰქონდა და ისე ნელა ჭამდა, თითქოს ყბა დაეღალაო.
მე და ენდიმ ამ სურათის დანახვაზე გაოცებისგან პირი დავაღეთ, ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ, ჩემი ფოტოაპარატით ეს ჩუმად დავაფიქსირე და ბიჭებთან მივედი. წამოვაყენეთ და მათ ოკეანისკენ გავუძეხით.

უამრავი ხალხი ირეოდა, ვერ ვიჯერებდი, რომ აქ ვიყავი, საერთოდ იმასაც ვერ ვიჯერებდი, რომ ლოს ანჯელესს გავცდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩვენი ფილმი ისეთი პოპულარული გახდება სულ აქეთ-იქით ვიმოგზაურებთ მე და ჰარი.
ქვიშაზე პირსახოცი გავფინე და ჩამოვჯექი, გვერძე ჰარი მომიჯდა და ხელი გადამხვია, მზე სადაცაა ჩავიდოდა, ენდიმ ზეინი წყალში ძლივს შეიტყუა, არ უნდოდა ზეინს იქ შესვლა, ასე ამბობდა, ვერ ხედავ რამხელა ტალღებიაო? არადა ტალღები საერთოდ არ იყო.
ჰარის მკერდზე მივეყრდენი და უკვე არაერთხელ ნათქვამი წინადადება ვუთხარი.
-უბედნიერესი ვარ, ჰარი.
მთელი გრძნობით წარმოვთქვი.
-ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ შენ რომ გაგიცანი, ემა.
მისი მკერდიდან თავი ავწიე და ვაკოცე.
-მზე ჩადის, ახლა მინდა, ოკეანეში შენთან ერთად შესვლა.
თვალებგაბრწყინებულმა ვუთხარი.
წამოვდექით, ჰარის ხელი ჩავკიდე და ოკეანისკენ გავიქეცით, ნაპირზე მივედით და წყალში კოჭამდე ჩავდექით, ოკეანის ცივი და ამავდროულად სასიამოვნო წყლის შეხება ვიგრძენი ფეხზე. ჰარიმ გამაჩერა, სანამ შევიდოდით შემომხედა, გაიღიმა და ის სიტყვები წარმოთქვა, რასაც ამხენიხნის მანძილზე ველოდი, რამაც მომცა საშუალება იმაზე ბედნიერად მეგრძნო თავი, ვიდრე აქამდე ვიყავი, ჩემს ბედნიერებას ამ დროის მანძილზე რაღაც აკლდა და ახლა ჰარიმ ეს ნაკლი შეავსო.
-მიყვარხარ.
სულ წარმოვიდგენდი, ჰარი სად მეტყოდა ამ სიტყვებს, მაგრამ სინამდვილე ჩემს წარმოსახვაში ზედმეტად იდეალური იქნებოდა.
მე, ჰარის გვერდით ხელჩაკიდებული ვიდექი ოკეანეში, რომლის ტალღებზე ჩამავალ მზის სხივებს ჰარის მწვანე თვალები ირეკლავდა, ის თვალები რომლის გაბედნიერება მე შევძელი დიდი ხნის შემდეგ. მისი თვალები მე ახლიდან ავანთე და გავაბრწყინე, ახლიდან დავუბრუნე სიცოცხლის ხალისი და ვასწავლე, არა წარსულით, არამედ აწმყოთი და მომავლით ცხოვრება და ამის გამო მე ყველაზე ამაყი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში.
-მიყვარხარ.
მისივე ნათქვამი სიტყვები გავუმეორე მას და ოკეანეში შევცურე, არა მხოლოდ წყლით და თევზებით სავსე ოკეანეში არამედ იმ ოკეანეში, რომელმაც ჩემი და ჰარის გრძნობები გაიზიარა.

ჩემი და ჰარის ისტორია არ გავს იმ ისტორიებს, რომლებიც კარგად იწყება, შემდეგ ცუდი რაღაც ხდება და ბოლოს მაინც კარგად მთავრდება, ჩემი და ჰარის ისტორია კარგად დაიწყო, კარგად გრძელდება და დარწმუნებული ვარ კარგადვე დასრულდება.

THE END!💘

ყველას აზრი მაინტერესებს.

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

458K 31.3K 46
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...
25.2K 1.4K 23
🍭 The beginning _17 june 2018 🍭 🍭The End _ 10 August 2018🍭
199K 4.2K 46
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...
277K 8.2K 93
Daphne Bridgerton might have been the 1813 debutant diamond, but she wasn't the only miss to stand out that season. Behind her was a close second, he...