შეინახე დანის საიდუმლო

Von Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Mehr

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 43

100 9 29
Von Emolass99

ხმა ჩაკმენდილმა, სუნთქვა შეკრულმა და გაბრუებულმა მხოლოდ რაფაელის გასვლის შემდეგ შევძელი ტერასის დატოვება.

მინის კარის ზურგს უკან მიხურვის შემდეგ დასამშვიდებლად მას ზურგით ავეკარი და ერთ წერტილს დაჟინებით მივაშტერდი.

ყველაფერი ძალიან მალე ხდებოდა.

ჯერ მხოლოდ გუშინ რეალობის აღქმაზე უარი მარტო იმიტომ განვაცხადე, რომ იმედი მქონდა რიუს და მატეოს გვერდით თავს ცოტა ხნით მაინც ვიგრძნობდი ბედნიერად.

ყელში გაჭედილი მწველი ემოციები ჩემ შიგნეულობას იმდენად აღემატებოდა გულსა და სულს ერთიანად მისნეულებდა.

მათთან სამუდამოდ დარჩენის ილუზია, სურვილის მიუხედავად, არასდროს მქონია. ვიცოდი ადრე თუ გვიან ეს თამაში დასრულდებოდა და მეც ისევ ჩემ ერთფეროვან ცხოვრებასთან დავუბრუნება მომიწევდა, მაგრამ ამას არ ველოდი. არ ველოდი რომ ჩემი ბედნიერების მომენტებს ამდენად პატარა საზღვრები ჰქონდა.

-გრეის, სად წახვედი? მეგონა ყავის დალევას აპირებდი, შენ კი აღარ დაბრუნდი და ვიფიქრე...

სამზარეულოში ჩემ მოსაძებნად შემომავალ რიუს სხეულს მოდებული ნაღველისგან ამღვრეული თვალებით მაშინვე შევხედა და წამიერად ახალ სადარდებელს შევეჯახე.

რაფაელს რომ ვერ მოეგვარებინა და ეს ამბავი რიუს ყურამდე მისულიყო, რა მოხდებოდა? ამ ყველაფერს, როგორ გადაიტანდა?

შვიდი წელი.

შვიდი წელი დასჭირდა დაიანის ამბების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და თავის გამაგრება დაეწყო, მისთვის ის ისევ სამაგალითო ქალი და უკვდავი სიყვარული იყო.

ეს ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩვენ შორის, რაღაც რომანტიული იყო, მაინც დარწმუნებული ვიყავი, მისთვის დაიანი ჯერ ისევ პირველ ადგილზე იდგა..

სწორედ ამიტომ მეშინოდა. ის პრობლემა, რომელიც ზურგს უკან ნელ-ნელა ეპარებოდა მას ნაწილებად დაშლიდა.

როგორ უნდა მეშველა?

გარდაუვალის მოსასმენად უნდა შემემზადებინა? უნდა მეთქვა რომ მისი წარსული მხრებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მწარედ დაანარცხებდა და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო?

-გრეის, რა მოხდა?_იმ წამს, როგორც კი ლოყაზე, გამოპარული მხურვალე ცრემლის ჩამოგორება ვიგძენი, რიუ ახალი კითხვით ჩემ წინ გაჩნდა და ლამაზი თითებით ცრლი ისე მომაშორა, თითქოს ამით იმ გძნობებსაც თან წაიღებდა, რომლებსაც მთელი არსებით ვებრძოდი.

-არაფერია, მე უბრალოდ..._მის მოსატყუებლად ხმის გამტკიცება და კვლავ ძლიერ გრეისად ქცევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

მისი სიახლოვე საშუალებას არ მაძლევდა კვლავ ძლიერი ვყოფილიყავი. იმის ფიქრი, რომ მალე მათაც დავკარგავდი უფლებას აღარ მაძლევდა გავმტიცებულიყავი.

-არ შემიძლია._მისი ხელების ჩემ გარშემო მოხვევის თანავე უღონოდ ამოვილუღლუღე და თავს უფლება პირველად მივეცი მის თვალწინ გავმტყდარიყავი.

რიუს მკერდზე აკრულმა, ბოლო წუთებად მიღებულ ალერსში, მათი დაკარგვის გამოსაგლოვებლად ქვითინი ავტეხე და გავლენიან ხელებს მთელი ძალით ისე ჩავეჭიდე, თითქოს ამით მას ჩემგან წასვლას გადავაფირებინებდი.

-პატარავ, ასეთი რა მოხდა?_ჩემი მსავს მდგომარეობაში დანახვით დანაღვლიანებულმა რიუმ მკერდზე უფრო ძლიერად მიმიკრა და ფაფუკი ტუჩები თავზე მომაკრა.

-ეს..._არ შემეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისთვის ყველაფრის ახლა ახსნა უფრო კარგი იქნებოდა, არ შემეძლო საკუთარი თავისთვის ის მცირედი დროც წამერთმია, რომელიც დარჩენილი მქონდა.

ვერ ვტყოდი.

-ეს ისევ შენ ოჯახს ეხება?_ჩემი უეცარი ხასიათის მიღმა მიზეზის ძებნით ჩაფიქრრბულმა, ყოყმანის შემდეგ იკითხა, მის სხეულს მომაშორა, ხელები ამჯერად სახეზე მომხვია და ისე დამაკვირდა, თითქოს ჩემი პასუხის რეალობაში დასარწმუნებლად სრულ მზადყოფნაში იყო.

-ასეა, მაგრამ ახლა არ შემიძლია..._მისი ცნობისმოყვარეობისგან გასაქცევად პირველად მოვატყუე და სახე მის მკერდში კიდევ ერთხელ ჩავმალე.

ვიცოდი მათ ცხოვრებაში ზედმეტი დანამატი ვიყავი, რომელიც უნდა მოშორებულიყო, მაგრამ ეს მტკენდა.

მტკენდა არა იმიტომ, რომ ვიცოდი მათი ბედნიერებისთვის წასვლა მომიწევდა, არამედ იმიტომ, რომ მათ გარეშე ცხოვრება მომიწევდა.

-კარგი, აქ ვარ. შენ გვერდით ვარ. დამშვიდდი და საღამოს მშვიდად ვილაპარაკოთ კარგი?_ჩემ სიმაღლეზე დახრილმა ღელვისგან შეჭმუხნილი წარბებითა და არეული თვალებით მაშინვე გადმომჩურჩულა. დასამშვიდებლად ტუჩები ამჯერად შუბლზე მომაკრა და გულში კიდევ ერთხელ ჩამიკრა.

საღამოს რა უნდა მეთქვა? მისთვის თქმას და ჩემ მიმართ წამიერად გაციებული რიუს დანახვას ვერ შევძლებდი.

-ერთად მოვაგვარებთ. ამჯერად მარტო არ იქნები._ჩემ დასაწყნარებლად ჩუმად ჩურჩულებდა და ხელების ზურგზე სმას არ წყვეტდა.

მაშინ, როდესაც საკუთარ თავში გაჩუმების ძალა გამოვნახე, რიუმ მატეოს ნივთები ააკრეფინა და რაფაელის სახლიდან ჩემი წყალობით დამძიმებულმა გამოგვიყვანა.

-მამა, გრეისს თვალები წითელი რატომ აქვს, რამე აწყენინე?_უკანა სავარძელზე მოკალათებული მატეო წინ მაშინვე გადმოიწია, პატარა ხელებით თავი მისკენ მიმაბრუნებინა და დაღვრემილმა თმაზე ფერება დამიწყო.

მის გარეშე, როგორ უნდა ვყოფილიყავი?

-არა, მატეო. დედა უბრალოდ მოწყენილია. რას ფიქრობ, სად შეიძლება წავიყვანოთ, რომ ხასიათი გამოვუსწოროთ?_ჯერ კიდევ ჩემი ემოციური ფონით შეწუხებულმა, მატეოს დახმარებით სიტუაციის განმუხტვა სცადა.

-ტყის სახლში! დედა იქ ცუდათ ერთხელ უკვე იყო და მალევე გამოკეთდა. ტყის სახლში წავიდეთ მამა. _აჟიტირებულმა მატეომ მისი იდეის განხორციელების სურვილით ადგილზე ცქმუტვა დაიწყო.

ტყის სახლი ამ სიტუაციაში მართა ერთადერთი გამოსავალივით ჟღერდა.

რიუ რაც უფრო მეტ დროს გაატარებდა ხალხისგან შორს, ორივეს უფრო დიდი დრო გვექნებოდა.

ვიცოდი იქ წასვლა მხოლოდ დროს გაწელავდა და მოსალოდნელ შედეგს მაინც არ შწცვლიდა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. მზად ვიყავი ეს მტანჯველი გრძნობები რაც შეიძლება დიდხანს მხოლოდ იმიტომ დამეტოვებინა, რომ რიუ დაცემისგან, ჩემი თავი კი მათ გარეშე დარჩენისგან დროებით მაინც მეხსნა.

-გრეის, რას იტყვი? _ჩემი მოსაზრების მოსასმენად რიუმ წუთიერი დუმილის შემეგ იკითხა და მანქანა გზიდან ჩემი პასუხის მოლოდინში გადააყენა.

-შეგვიძლია იქ მატეოს დაბადების დღემდე დავრჩეთ?_მათი დაკარგვის შიშით შეპყრობილმა უიმედოდ ვიკითხე და რიუს მზერა მოსალოდნელი უარის მოსმენის გამო ავარიდე.

მატეოს გარდა მას ვალდებულებები კომპანიაშიც ჰქონდა და ვიცოდი ამის გამო პრობლემების შექმნა არ მოუნდებოდა.

-თუ ეს მართლა გინდა, კომპანიაში ახლავე დავრეკავ და გავაფრთხილებ რომ შვებულებაში გავდივარ._ჩემ ხელზე ძლიერად ჩაჭიდების თანავე მისი თანხმობის შესახებ მამცნო და დღეს პირველად, შედარებით მსუბუქად ამოსუნთქვის შესაძლებლობა მომცა.

დღეიდან ერთი თვე მქონდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ მათთან ჩემი დღეები დათვლილი იყო. ამიტომ ეს დრო ისე უნდა გამომეყენებინა, რომ დაგროვილი მოგონებები წლობით გამყოლოდა.

სახლში გავლის, ჩაბარგებისა და საჭირო პროდუქტების ყიდვის შემდეგ ჩვენი დღე თვალის დახამხამებაში გაილია.

ტყის სახლში მისულებს უკვე ისე დაგვღამებოდა აღარაფრის თავი აღარ გვქონდა.

-კარგი. მატეო ბარგის გადატანაში უნდა დაგვეხმარო. მე და დედა..._ბავშვის დასასაქმებლად გაცემული მითითება რიუმ მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი მისკენ მიბრუნებულმა ძილიგან მშვიდად მფშვინავი მატეო დაინახა.

-სახლში შევიყვან და მოგეხმარები._რიუს წამიერად შეცვლილი გეგმა მაშინვე გავაცანი და მატეოს გადმოსაყვანად მანქანიდან გადასვლის თანავე ბავშის ასაყვანად მისი კარი გამოვაღე.

-უკვე მძიმეა გრეის. მე წავიყვან. შენ პროდუქტები შეიტანე. _ბავშვისკენ გადახრილი, რიუმ მეორე კარის გამოღებით შემაჩერა. მატეო ფეხებით მისკენ მიაცოცა და ხელში იქამდე აიყვანა, სანამ შეწინააღმდეგებას შევძლებდი.

-ჩემ ძალებში ეჭვი, როდის შემდეგ გეპარება?_გაფუჭებული დღის გამოსასწორებლად რიუსთან ბავშვური კამათი წამოვიწყე, საბარგულიდან პროდუქტის შეფუთვები გადმოვიღე და მას გაბუტულივით ავედევნე.

-უბრალოდ მინდა ჯანმრთელი და ენერგიული რაც შეიძლება დიდხანს იყო. _სახლში შესულმა თავი მაშინვე გაიმართლა და მატეო ოთახისკენ წაიყვანა.

დიდ ოთახში მარტო დარჩენილმა პროდუქტების დაბინავება მაშინვე დავიწყე და გაუაზრებლად საქორწინო ბეჭდით დამშვენებულ ხელს მივაშტერდი.

მასთან ოჯახობანას თამაში იმაზე მეტად მომწონდა, ვიდრე ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩვენგანისთვის ეს ქორწინება ფორმალობა იყო, ჩვენი ურთიერთობა ამ სტატუსით უფრო მშვიდად, წარმოუდგენელი დაპრკოლებების ფონზეც კი მოდიოდა.

-კარგი, დღეისთვის დალაგება დასრულებულია.

მისი ხელების წელზე მოხვევის თანავე ყურთან ახლოს, სუნთქვისშემკვრელი ჩურჩული გავიგონე და მეც დამყოლი ბავშვივით ბოსტნეულის დახარისხება მაშინვე მივატოვე.

-მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?_მისკენ მიბრუნებულმა წარბები დიდი მაცდუნებელივით ავათამაშე და ხელები კისერზე მაშინვე მოვხვიე.

მხოლოდ ერთი თვე მქონდა.
მხოლოდ ერთი თვე, მის ალერსში გასატარებლად.

ჩემი მაცდური შეკითხვით გახალისებულმა რიუმ წამით მორცხვად ჩაიცინა, წელზე მოხვეული ხელები, მის კისერზე მოხვეულ მაჯებზე მომკიდა და მომღიმარმა მის სხეულს ნელა მომაშორა.

-რა და იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც დღეს მოხდა._ჩემი თემიდან გაქცევის მცდელობა მშვიდად გადაჭრა და დანაღვლიანებული ლოყაზე გასამხნევებლად მომეფერა.

-რიუ, გთხოვ დღეს არა. განწყობაზე ძლივს მოვედი და არ მინდა...

-გრეის ხომ იცი, რომ გაქცევით ვერაფერს შეცვლი არა? დღეს ამ პრობლემის გამო იტირე, შემდეგ რა უნდა მოხდეს? უნდა გიყურო ეს ყველაფერი ნელ-ნელა შიგნიდან, როგორ შეგჭამს და არაფერი გავაკეთო?_ჩემი დუმილით შეწუხებულმა დანანებით ჩაიბუტბუტა და ჩემ თმაზე თამაში დაიწყო.

-მოდი დედაშენს ყველაფერი გულწრფელად ავუხსნათ. ვიცი შეიძლება ყველაფრის მოსმენა მისთვის რთული გასააზრებელი იყოს, მაგრამ გრეის... მე ეს ყველაფერი მართლა გულწრფელად მომწონს. შეიძლება ჩვენი ქორწინება დაჩქარებულად მოხდა, მაგრამ მინდა ეს რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. ერთად კარგად ვართ. გრძნობებს და რეალობას არცერთი არ გავურბივართ და მე არ მინდა ჩემი ცოლის სტატუსი ოდესმე დათმო. შემიძლია დედაშენს გულახდილად დაველაპარაკო და ვუთხრა რომ ეს ყველაფერი თამაში აღარაა. შემიძლია ავუხსნა, რომ შენ მართლა ის ქალი ხარ ვის გვერდითაც დარჩენილი ცხოვრების გატარება მინდა.

მის მომნუსხველ სიტყვებს გატრუნული ვუსმენდი.

მეუბნებოდა, რომ ჩვენი ქორწინების სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელება და ჩემ გვერდით ცხოვრება კიდევ დიდხანს უნდოდა.

გულწრფელად მიხსნიდა, თუ მისთვის რას ვნიშნავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ არა დღევანდელი დღე, ამ სიტყვების მოსმენით თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ვიგრძნობდი.

ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემთან ყოფნის სურვილს ღიად გამოთქვამდა, მაგრამ ამის ნაცვლად გონებაში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ ჯერ მთავარი საიდუმლო არ იცოდა.

ის რომ გაეგო, რაც მალე მოხდებოდა, დარწმუნებული ვიყავი მსგავს სიტყვებს ვერ მოვისმენდი.

-რიუ, გთხოვ. ძალიან მეძინება. თან მინდა ცოტა ხნით ყველანაირი პრობლემა დავივიწყო. არ შეგვიძლია ეს ერთი თვე ყველანაირი დარდისგან შორს გავატაროთ? ისე, როგორც ნამდვილმა ოჯახმა?_ჩემი სურვილი მასთან გულახდილად პირველად ვაღიარე და ქვემოდან დაკარგული ლეკვივით ავხედე.

ჩემი საწყალი სახისა და გადმოწეული ქვედა ტუჩის ყურებამ დადარდიანებულ დანს ღიმილი მოგვარა. მისი ხელები ჩემი მაჯებიდან, ისევ ლოყებზე ვიგრძენი და მეც მაშინვე გავინაბე.

-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? შეგვეძლო ცოტა კიდევ გვეწვალა და შემდეგ უკვე მშვიდად გაგვეგრძელებინა ცხოვრება._მომხიბვლელმა დანმა ღიმილით იკითხა და ტუჩის კუთხეები ისე აბრიცა მის ლოყებზე გამოჩენილი პატარა ხაზების დანახვის საშუალება კიდევ ერთხელ მომცა.

-რიუ, თავადაც უნდა იცოდე, რომ შენ ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი იქამდე არ დადგება, სანამ მსგავს დღეებს თავად არ შეიქმნი._დიდი ფილოსოფოსივით განვაცხადე და მის კისერს კიდევ ერთხელ ჩამოვეკიდე.

-კარგი, ვაღიარებ, მართალი ხარ. ისე იყოს, როგორც გინდა. ერთი თვე ყველანაირი დარდის გარეშე გავატაროთ, მაგრამ იცოდე. ამ "ბედნიერების ერთი თვის" წყალობით ჩვენ თაფლობის თვეს და პატარა ონავარის გარეშე გასატარებელ დღეებს ზუსტად ამდენი დრო მოაკლდება._ჩემი გამოწვევა კიდევ ერთხელ სცადა და ცერა თითით ლოყაზე ფერება დამიწყო.

არც კი ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად თაფლობის თვის გატარებას გეგმავდა.

-არაუშავს, ამასაც გადავიტან._მომხიბვლელი, აუსრულებელი გეგმების ჩასაყლაპად მარტივად მოვჭერი და მის შემდეგ ნაბიჯებს მოუთმენლად დავუწყე ცდა.

-კარგი. თუ ყველაფერი რიგზეა, რით შეგვიძლია "ბედნიერების თვის" დაწყება?_ჩემ ტუჩებზე გადმოტანილი ურცხვი თვალებით იკითხა რიუმ, ტუჩზე შიგნიდან იკბინა და საკოცნელად ჩემკენ ნელა დაიხარა.

-არ ვიცი._მის თამაშს აყოლილმა გაბადრული სახითა და დახუჭული თვალებით, ჩუმად ჩავიბუტბუტე და ტუჩები მაშინვე შევხსენი, როგორც კი ვიგრძენი მხურვალე ბაგეები ჩემსას გამომწვევად, როგორ გაეხახუნა.

-რას იტყვი, თუ გუშინდელს ამჯერად ფხიზლები გავიმეორებთ?_პატარა კოცნების დატოვებით გართულმა ურცხვად შემომთავაზა და ცალი ხელით მისი სხეულისკენ მიმიზიდა.

-მატეო გვერდით ოთახში წევს რიუ. გინდა ფსიქიკა მართლა დავუნგრიოთ? შეუფერებელ სიტუაციაში უკვე საკმარისად დაგვინახა. _ჩვენი ოთახისკენ დაძრულმა მაშინვე გავაპროტესტე, მაგრამ მის ცბიერ ტუჩებთან დაშორება, მაინც ვერ მოვახერხე.

-არავის ფსიქიკას არ დავანგრევთ. მატეოს ძალიან ღრმად სძინავს, თან შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ._წარბების თამაშით გამარჯვებულივით მომიჭრა ცბიერმა დანმა. კარი ჩემი ზურგისა და მისი თავისუფალი ხელის დახმარებით მარტივად შეაღო და ვნება მორეულმა კოცნის გაღრმავების თანავე კარი ზურგს უკან მიიხურა.

Weiterlesen

Das wird dir gefallen

458K 27K 44
The story continues to unfold, with secrets unraveling and new dangers lurking in the shadows. The Chauhan family must stay united and face the chall...
1.3M 69.1K 59
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ✰|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...
1.7M 120K 44
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
1.5M 137K 46
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...