ბიზნეს პარტნიორები

Bởi crazystories_38

40.2K 1.5K 268

ტასო ყველაზე მხიარული გოგონა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა თავისი პროფესიით და საქმიანობით, ის შეუთანხმდება მამ... Xem Thêm

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30

თავი 12

1.1K 48 2
Bởi crazystories_38

სახლში ფეხაკრეფით ავედი და ჩემ ოთახში დავიმალე, სარკეში ჩემ თავს შევხედე და მივხვდი, რომ ლოყები გამწითლოდა სირცხვილისგან. მრცხვენოდა, რომ კოცნაში ავყევი და ჩემ თავზე ვიყავი გაბრაზებული. ტელეფონი ავიღე და კესოს ნომერი ავკრიფე, რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
"ჰო ტას" - მძინარე ხმა ქონდა, ამ გოგომ რა ვერ გადაეჩვია შუადღეს ძილს.
"კესოოოოო ჩქარა ამოდი სახლში ვკვდები" - ჩავყვირე ტელეფონში და გავთიშე.
დაბლა ჩავედი და დავრწმუნდი, რომ სახლში არავინ იყო. მაცივარი გავაღე და ფორთოხლის წვენი ავიღე. მოვიყუდე და სამზარეულოში ჩამოვჯექი, დღევანდელი სცენის გახსენება დავიწყე და ჩემ თავზე უფრო და უფრო ვბრაზდებოდი. მასთან ერთად საფრანგეთში წასვლა მიწევს, უარს ვეღარ ვეტყვი რადგან უკვე დავთანხმდი. თან საფრანგეთის ნახვა მინდა, მასთან ერთად რა უხერხული იქნება ღმერთო ჩემო. ვაშლი დიდზე ჩავკბიჩე და ვეღარ გადავყლაპე, უკვე ვიხრჩობოდი და ძლივს გამოვიღე პირიდან. ლამის მოვკვდი, კარზე დაკაკუნეს გავედი და გავაღე კარები, კესო შემოვიდა ჩემთან შეშინებული.
- ტასო ხო ხარ კარგად? რა მოგივიდა? ცოცხალი ხარ თუ მკვდარი? - დაიწყო კითხვების სმა.
- მკვდარი ვარ მკვდარი, ახლა სული გელაპარაკება - ვუთხარი გაღიზიანებული ხმით, ხელი ჩავკიდე და ოთახში ავიყვანე.
საწოლზე ჩამოვჯექით და კესომ დაინტერესებული შემომხედა, ელოდებოდა რას ვეტყოდი, ხოდა მეც დავიწყე ყველაფრის დეტალურად მოყოლა. კესო გაკვირვებული მისმენდა და პირზე ხელი ქონდა აფარებული.
- ღმერთო ჩემო აკოცე?. - მკითხა ჯერ კიდევ გაკვირვებულმა.
- მე არა მან - შევუსწორე.
- ღმერთოოოო ჩემოოოოო ტასოოოო - დაიწყო ყვირილი და მე ძლივს გავაჩუმე.
- რა გაყვირებს გოგო?, მე იმაზე ვფიქრობ, წავყვე თუ არა საფრანგეთში.
- წადი - სწრაფად მიპასუხა, უცებ კარებზე დაკაკუნეს და მე და კესო დაბლა ჩავედით.
კარები გავაღე და მეზობელი იდგა, გაკვირვებულმა შევხედე და ზრდილობიანად მივესალმე.
- გამარჯობათ ქალბატონო ნარგიზა, რამ შეგაწუხათ?.
- კარგად ხართ შვილო? თქვენ სახლში ყვირილის ხმა გავიგე და მეთქი აუპატიურებენ - მე და კესომ ყბა დავაღეთ და გამოშტერებული შევხედეთ მაგ ქალს.
- არა ნარგიზა დეიდა, კესომ სიხარულისგან დაიყვირა - ავუხსენი სიტუაცია მეზობელს, და უზრდელურად, რომ არ ჩამეთვალა სახლში მოვიპატიჟე.
მეზობელი შემოვიდა და სამზარეულოში ჩამოჯდა, მე ყავა ავადუღე სამივეს და ფინჯანებზე დავასხი. ყავა მაგიდაზე დავდე და მეც მათთან ჩამოვჯექი, ნარგიზამ ყავა ძერსკულად მოსვა და შემოგვხედა.
- აბა გოგოებო ვინმეს ხვდებით? - გვკითხა დაინტერესებულმა, ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებულები შევხედეთ.
ოჰ ოჰ, რა ჭორიკანა ქალია რაში აინტერესებს ვინმეს ვხვდები თუ არა.
- არა რათქმაუნდა - ვთქვი მე.
- უკვე დიდები ხართ და თქვენი გათხოვების დროა, არავის მოსწონხართ - გვკითხა ისევ, მე და კესო შევწუხდით.
- როგორ არა ჩვენ იმდენს მოვწონვართ, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვწონს - ჩემს მაგივრად უპასუხა კესომ.
- ჰმ ძალიან საინტერესოა - ამაყად წარმოთქვა ნარგიზამ.
- საკმაოდ - გაჯავრებულმა ვუპასუხე.
ნარგიზა როგორც იქნა წავიდა სახლში და მე და კესო ამოვისუნთქეთ, კესომ ეჭვით თვალით შემომხედა და კითხვების დასმა დამიწყო.
- კესო დაწყნარდი, მხოლოდ შევხვდი და ვესაუბრე, რაღაც ჰობიაზე ვკითხე და მიპასუხა სხვა არაფერი მომხდარა, და კიდევ იმას თუ არ ჩავთვლით სამსახურში ზედ დავეცი და ისიც წავაქციე - კესომ სიცილი დაიწყო.
- ვაიმე რა ფეთიანი ხარ.
- ვიცი, ახლა უნდა მოვემზადო ხვალ პარიზში მივდივარ.
- დაგეხმარები.
მე და კესო ჩემ ოთახში ავედით და გარდერობიდან საჭირო ტანსაცმელების გამოღება დავიწყეთ, საჭირო ნივთები და ტანსაცმელები ჩავალაგე ბარგში და დავკეტე. დაღლილები წამოვწექით საწოლზე, კესომ მომღიმარი სახით შემომხედა.
- იცოდე პარიზიდან, რომ ჩამოხვალ ყველაფერს მომიყვები.
- ისეთი არაფერი მოხდება თავს ავარიდებ.
- კარგი რა ტასო, რატომ არ ცდილობ გაიგო რატომ გაკოცა? - დამისვა მოულოდნელი კითხვა და მეც დამაფიქრა.
- ხო მართლა რატომ მაკოცა?.
- მე რა ვიცი - თქვა კესომ გაბრაზებული გამომეტყველებით.
- რომ, გაკოცა რა იგრძენი? - მკითხა მოულოდნელად.
- გული ამიჩქარდა, და ლოყები ამიხურდა სირცხვილისგან ვიწვოდი, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.
- ვაა აზიურ დორამებს უყურებ ხოლმე? - დამცინა კესომ.
- სერიოზულად გელაპარაკები - ვთქვი გაღიზიანებულმა.
- იქნებ ალექსანდრემ იმიტომ გაკოცა, რომ მოსწონხარ? - მოულოდნელად მკითხა.
- შანსი არა, ასე ადვილად ვერ მოეწონები ადამიანს, მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანი რა პონტში უნდა მოვეწონო, როცა ყველა ბიჭები გამირბიან.
- საქმეს იმაშია, სხვები ვერ გიტანენ მარა ამან აგიტანა საინტერესოა.
- ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ, მამძიმებს - შევეხვეწე კესოს, მან თავი დამიქნია.
- კარგი ახლა მე წავალ, შენ დაისვენე ხვალ უნდა იმგზავრო.
- კარგი ნახვამდის - ჩავეხუტე კესოს და კარებამდე გავაცილე.


დილით გავიღვიძე და აბაზანოში შევედი, ცხელი შხაპი მივიღე და კბილები გავიხეხე. თმა გავიმშრალე და კარგი ტანსაცმელები ჩავიცვი. კარგად მოვწესრიგდი და ბარგს მოვკიდე ხელი. დაბლა ჩავედი და სამზარეულოში ჩამოვჯექი ოჯახის წევრებთან ერთად, კარგად ვჭამე და მერე ყველას დავემშვიდობე. კარები გავაღე და ჩემ სახლთან ალექსანდეს მანქანა შევნიშნე, გულმა ფეთქვა დაიწყო. მანქნიდან ჩამოვიდა ალექსანდრე კარგ ტანსაცმელებში, ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდა. საბარგული გააღო და ჩემი ბარგი ჩადო, შემდეგ კარები ჯელტმენივით გამიღო და ჩავჯექი. ამჯერად ღვედი მე თვითონ შევიკარი, რომ იგივე არ განმეორებოდა. ალექსანდრემ მანქანა დაქოქა და აეროპორტთან მივიდა, ბილეთები გუშინ ჰქონდა აღებული და ამიტომ უპრობლემოდ ჩავჯექით აეროპორტში. ქამარი შევიკარი და თავი სკამს მივადე, ალექსანდრემ გადმომხედა და ამდენი ხნიანი სიჩუმის შემდეგ ხმა ამოიღო.
- ხომ არ ნერვიულობ?. - მივხვდი რასაც გულისხმობდა.
- არა ხშირად ვმჯდარვარ - ვუპასუხე სერიოზული ტონით.
აეროპორტი დაიძრა მაღლა და ალექსანდრეს შევხედე, რომელიც ფანჯარას გაჰყურებდა. დაღლილი ვიყავი და საშინლად მეძინებოდა, ცოტახანში ჩამეთვლიმა კიდეც.

ვიღაცის შეხებას ვგრძნობ და ვფხიზლდები, ალექსანდრე გაღიმებული ცდილობს გამაღვიძოს. მისი სახე ძალიან საყვარელი მომეჩვენა და უნებურად გამეღიმა, ქამარი გამიხსნა და ნელა წამოვდექი. აეროპორტიდან ჩამოვედით და ჩვენი ბარგები ავიღეთ, გარშემო , რომ გავიხედე სულ სხვა ჰაერი ვიგრძენი აქ სულ სხვა გარემო იყო. სასიამოვნო სანახაობა იყო საფრანგეთი, ბედნიერი თვალებით შევყურებდი ყველაფერს ალექსანდრეს ჩემთან ერთად იღიმოდა.
- მოგწონს ხო?. - მოულოდნელად სიჩუმე დარღვია.
- კი. - თავი დავუქნიე გახარებულმა.
- ძალიან ბედნიერი ჩანხარ, ტაქსი გავაჩეროთ და ჩემ ბინაში წავიდეთ - ტაქსის ხელი დაუქნია და გააჩერა, ორივემ ჩავჯექით და მანქანა დაიძრა.
- ალექსანდრე შეგიძლია რაღაც გთხოვო? - ვკითხე მოულოდნელად, მან კითხვით გამომეტყველებით შემომხედა და თავი დამიქნია.
- შეიძლება საქმეების მერე პარიზი დავათვალიერო? ძალიან მაინტერესებს - ვსთხოვე ლეკვის თვალებით და მას გაეღიმა.
- რათქმაუნდა, დიდი დრო გვაქვს, მე შვებულება ავიღე და დიდხანს ვაპირებ პარიზში დასვენებას, ამიტომ დიდი დრო გვაქვს შეგვიძლია ერთად დავათვალიეროთ, მარტო არ გაგიშვებ თორე დაიკარგები. - თქვა სიცილით.
- მადლობა - გავუღიმე გახარებულმა.
- ბავშვივით ბედნიერი ხარ.
- ჩემი ოცნება ავიხდინე.
- ოჰ კარგია ჩემო კარგო, ძალიან დიდი თავგადასავლები გველის პარიზში ერთად - თქვა და მაცდური მზერით შემომხედა, ჩემმა გულმა ისევ დაიწყო რიტმულად ფეთქვა და სუნთქვა შემეკრა.























ახალი თავის დავდე ამავე დღეს, შეიძლება მოსაწყენი გეჩვენოს მაგრამ დრო ძლივს გამოვნახე და მუზა ჩამკვდარი მქონდა. ეს თავი იმას ამბობს, რომ მათი თავგადასავლები საფრანგეთში იქნება და უფრო საინტერესოს გავხდი შემდეგ თავში. უფრო მკაფიოდ დაინახავთ ალექსანდრეს გრძნობებს ტასოს მიმართ და უფრო მეტს შევიტყობთ ამ ორზე. ამიტომ შემდეგი თავები უფრო საინტერესო იქნება და სახალისო, ამ თავში საცაცილო მომენტები ცოტა იყო და ვწუხვარ, რომ  ვერ შევძელი თქვენ გაცინებას და გახალისებას. იმედი მაქვს შემდეგ თავებში იქნება საცაცილო მომენტები, მადლობთ ვინც კითხულობთ და ფიქრობთ, რომ კარგია ❤❤❤❤❤.

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

1.1M 61.9K 59
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ✰|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...
4.9K 317 19
ლისა, არის გოგო რომელსაც უყვარს თავისუფლება, და არ ფიქრობს მუშაობაზე,მიყვრბა დინებას და გონია რომ ცხოვრებას ვერ გაექცევა,და ამისთვის ბრძოლა სისულელედ...
834K 69.5K 34
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
20.4K 752 16
უბრალოდ წაიკითხეთ და დატკბით❤️💋🥵🔞