Bonus Chapter 1

841 79 5
                                    


Jungkook P.O.V

მეგონა ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა. მეგონა უკეთესად ცხოვრება აღარ შემეძლო და ყველაფერი იმაზე უკეთ იყო, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ისიც მეგონა, ბედნიერი ვიყავი. ახლა, როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ის წლები, როცა ყველაფერი სწორედ რომ არაჩვეულებრივად მეგონა, თურმე მოჩვენებითი ყოფილა. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, მე კი სიურპრიზები არ მიყვარდა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად, როცა ვთქვი, რომ ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს-თქო, ცხოვრებამაც სწორედ ის სიურპრიზი გამიკეთა, რასაც არ მოველოდი.

კიდევ ერთი სიმღერა ჩავწერე და სტუდიაში შევედი, სადაც ნამჯუნი და იუნგი ისხდნენ და ჩემსკენ იყურებოდნენ. ნამჯუნს ცერა თითი აეწია მოწონების ნიშნად, იუნგი კი, ჩვეულებრისამებრ, დაღლილი სახით მომშტერებოდა. ისეთი სახე ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, კომენტარს გააკეთებდა ჩემ ნამღერზეც დ ახლახან ჩაწერილ სიმღერაზეც. უკვე საკუთარ თავზე უკეთ ვცნობ მის თითოეულ მიმიკას, ვიცი, როდის რა მოსწონს ან რა არ მოსწონს.

-მშვენიერი იყო, ჯონგუკ. - ხელი მხარზე დამარტყა ნამჯუნმა, როცა გვერდით მივუჯექი.

-კი, როგორ არა, - დაიწყო იუნგიმ მაშინვე. აი, ვიწყებთ. ყოველთვის კრიტიკულად უდგება იმას, რასაც აკეთებს და თუკი ეს მუსიკაა, მით უმეტეს. - ვინმე უნდა შეიყვარო, ჯეიქეი...

To Be continued... 

გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ "Paper Guns-ის" ისტორიაში. 

Paper Guns - J.JK. 🍂Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα