თავი 14

1.7K 126 27
                                    



•TRUTH•

^ადამიანს ხანდახან სულ უბრალო რამეები გაფიქრებს, ხშირად დიდი იდეებით გატაცებულიც რომ იყო, სულ უბრალო სახე აგეკვიატება და შეგიპყრობს.^

თავი 13

.ე ლ ი.

*ხშირად მიფიქრია როგორი იქნება ჩემი სიკვდილი.....ფეხის თითებიდან შემოვა სხეულში....მუხლებამდე ამომაცოცდება....ტანს მთლიანად ჩამიყლაპავს და თვალებამდე ამოღწეულს უკან ვეღარ გავაგდებ...ვერმოვიშორებ. სადღაც წავიკითხე ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინარის ავტორი ან რა წიგნი იყო...ასეთი მოკლე და შემზარავი ფრაზა ეწერა.....სახეზე ჩამოაფარეთ...რა ახალგაზრდა მოკვდა.

ქალაქი მიყვარს...ხალხი ირევა...დაღლილები და გაღიზიანებულები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან....აქ შეგიძლია დაიკარგო, საათობით იარო და ვერავინ შეგამჩნიოს...ალბათ სამოთხე ასეთი იქნება....გადაჭედილი ქალაქი სადაც დაუსრულებლად დაბოდიალობ და სახლს ვერასდროს აგნებ სადაც დაკარგვა შეგიძლია და ძებნას არავინ დაგიწყებს.....მაგრამ არა ეს მხოლოდ სამოთხის ილუზიაა აქ საბოლოოდ ვერ დაიკარგები თუნდაც მრავალი საათი იხეტიალო...საბოლოოდ მიაგნებ სახლს სადაც ვიღაც ზის და გელოდება ამას ვერაფერს უზამ...პატარა გოგოს წყლიანი თვალები არ მოგასვენებენ...ჩემი შვილი...ჩემი სახლი...ჩემი ცხოვრება...თავისკენ მიზიდავს. მცივა მაგრამ ირგვლივ არავინაა რომ მითხრას...რამე მოიცვი გაცივდები თავს გაუფრთხილდიო.

რაც მოხდა ვერასდროს შეცვლი მაგრამ ხომ შეგიძლია წარმოიდგინო რა მოხდებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო......ორი შეცდომა დავუშვი...ერთხელ გავიქეცი და მეორედ გაქცევა ვერგავბედე...ყოველდღე ამაზე ვფიქრობ რამოხდებოდა, რაიქნებოდა მაგრამ საბოლოოდ ისეთ საშინელ აზრამდე მივდივარ მეშინია. დასასრულს ვერშეიგრძნობ, დასასრული არარსებობს დარჩენაც და წასვლაც ერთნაირად გააუბედურებს......ამიტომ მე ვრჩები!.
*

•TRUTH• (completed✔️)Where stories live. Discover now